ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტი“ დამატებით დროში 3:1 დაამარცხა და მეჩვიდმეტედ გავიდა ფინალში.

„ეტიჰადზე“ მინიმალური ანგარიშით (3:4) დამარცხებულ „სამეფო გუნდს“ ფინალში გასასვლელად სახლში რევანშის აღება მართებდა. ბუნებრივია, შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა მადრიდის ტურნირის ორგანიზატორებს მიომირ კეცმანოვიჩთან თამაშის შუადღისთვის გადატანა სთხოვა, რათა საფეხბურთო მატჩს დასწრებოდა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს, ორ სეტში გაიმარჯვა და კარლოს ალკარასთან ერთად „ბერნაბეუზე“ საყვარელ გუნდსაც უგულშემატკივრა.

ინიციატივას თავიდანვე სტუმრები დაეუფლნენ, შეუტიეს, პირველი მომენტი კი მხოლოდ მე-20 წუთზე შექმნეს, როდესაც ბერნანდო სილვას დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია. ცოტა ხანში გაბრიელ ჟეზუსმა ოდნავ ააცილა მიზანს. მერე კურტუამ ფოდენს არ დაანება გატანა. მასპინძლები სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ. ჩვეულად ვინისიუსი აქტიურობდა, რომელსაც უოკერი ყურადღებით მეურვეობდა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ვინისიუსმა შესანიშნავი შანსი გაუშვა. შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 73-ე წუთზე მარეზმა კურტუას ახლო კუთხეში გაუტანა და კასტილიური გუნდი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. თუმცა, როცა საქმე ანჩელოტის გუნდს ეხება, ნებისმიერი საოცრებაა მოსალოდნელი. დარჩენილ დროში მანჩესტერელები უფრო მეტს უტევდნენ, განსაკუთრებით, შეცვლაზე შესული გრილიში გამოირჩეოდა. მისი აქტიურობის შედეგად ორი სახიფათო მომენტი შეიქმნა, მაგრამ არც ერთი არ დაგვირგვინდა გოლით. ბოლოს „ბლანკოსი“ შტურმზე გადავიდა და როდრიგომ დუბლით თავისი გუნდი დააწინაურა. იქვე როდრიგოს ჰეთ-თრიკის შესრულება ედერსონმა არ დაანება. საპასუხო შეტევისას ფოდენმა ვერ უწია მიზანს, 2:1 და დამატებითი დრო დაინიშნა.

დამატებითი დრო ბენზემას მოპოვებული და მის მიერვე გამოყენებული პენალტით დაიწყო. აქედან მოყოლებული, გვარდიოლას მთელი გუნდი იერიშზე გადავიდა და 105-ე წუთზე ფერნანდინიომ ცარიელ კარში ვერ შეძლო ბურთის გადაგზავნა. მეორე დამატებულ ტაიმში "სიტი" ქაოტურად და უხიფათოდ უტევდა და დამარცხდა.

28 მაისს პარიზში ფინალში "რეალი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 61 416 მაყურებელი

რეალი - მანჩესტერ სიტი 3:1 (ძირ. დრო 2:1)

გოლები: 0:1 მარეზი (73), 1:1 როდრიგო (90), 2:1 როდრიგო (90+1), 3:1 ბენზემა (95, პენ)

აშკარაა, რომ დღეს სპორტში კერძოთ კი ფეხბურთში მაფია არის ჩარეული, წარმოუდგენლად დიდ ფულს აკეთებენ მაიმუნობით! ყოველნაირი ხერხით მოტყვილებით ცდილობენ მათი მოწინააღმდეგის განეიტრალებას, პრობლემის განხილვისას საუბარი სხვა თემაზე გადააქვთ. ამათ ემატებათ მრავალი ფეხბურთიდან შორს მდგარი ადამიანები, ვისაც არაფრით არ სურს რაიმეს შეცვლა. ტოტალიზატორის ხსენებაზე არაობიექტურები ხდებიან, ვერ აზროვნებენ თუ რა ხდება დღევანდელ ფეხბურთში, რომ მაფიამ ტოტალიზატორმა ტვინი დაგვიბნელა, აშკარა სიცრუე რეალობად მიგვაჩნია. დალოცვილებო, აქ სპორტზე და ფეხბურთზე უნდა ვწეროთ და არა პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე, ვიბრძოლოთ თუ როგორ გამოვიყვანოთ ფეხბურთიი ამ სიბინძურიდან, ბოლო წლებში მაყურებლის გაბითურებიდან.

არაფერი არ მაინტერესებს ისე როგორც ფეხბურთი ბავშობიდან დღემდე, ამიტომ შე კაი კაცო.
მასონები
ზოგადად ცხოვრებაა მაგ ლოგიკით ფარსი. ომები, ეკონომიკირი კრიზისები… რაღა ფეხბურთიდან იწყებ შე კაცო, სამყაროს გადარჩენა თუ განიზრახე

არაფრით არ სურთ გაგება, რომ დღევანდელი ფეხბურთი ფარსია! ყველამ უნდა გავერთუანდეთ ამის წინააღმდეგ!!!

მე ფეხბურთის სატაჟიანი გულშემატკივარი ვარ და არა სიტის და მესის!!! ახალგაზრდებმა მინდა სწორად გამიგოთ, ადრეც ხდებოდა ფეხბურთში მაიმუნობები, მაგრამ ასე არასდროს მომხდარა ახლა რომ ხდება ფეხბურთის კომაგების გაბითურება!!! ამ სიბინძურიდან გამოსავალი რა არის ისიც გაცნობეთ, უნდა გავერთიანდეთ მთელი მსოფლიოს მაშტაბით ფეხბურთის გულშემატკივრები ამ უმსგავსოების აღმოსაფხვრელად!!!
მამუკა
გასაგებია იმ ხალხის რეაქცია გუშინდელ თამაშზე ვინც სიტის, ბარსას ქომაგობს, ასევე მესისაც, როგორ ყველგან ტოტალიზატორი გელანდებათ, როდესაც რეალი იგებს? გრილიში რომ გავიდა ერთი ერთზე და დაარტყა და მენდიმ ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი წინასწარ ჰქონდა ეგ გათვლილი რომ ეგრე უნდა მომხდარიყო და მერე მეორეჯერაც კურტუამ რომ აუღო ეგეც სპეციალურად დაარტყა ისე, იქნებ ის აღიაროთ რომ გვარდიოლამ ნაადრევად ირწმუნა რომ მოგებული ჰქონდა და მოეშვა მთლიანად გუნდი
მამუკა თავს ნუ იბანძებ!
კიდევ კაი იმ უკრაინელმა სთქვა ეგ "ფრთიანი ფრაზა" თორე რა გეშველებოდათ "მიმბაძველებს"? ისე გოიმებმმა იციან სხვისი ნათქვამის "ატაცება" და მერე ყოველ სიტყვაში მისი "გამეორება".

სიამოვნებაა ფეხბურთის ყურება! ასეთის არა! შენ ან ტოტალიზატორში მუშაობ ან პროფესიით ფეხბურთთან ხარ დაკავშირებული ან ფეხბურთის გაგებაში არა ხარ!!!
აკო
რა კარგი სიამოვნებაა ფეხბურთი რომ არსებობს. სხვას შეიძლება სხვა აზრი ჰქონდეს მაგრამ ჩემთვის ფეხბურთი უკონკურენტოა და ვერც ერთი სპორტი ვერ მივა ახლოს. გუშინდელ თამაშში ალბათ ყველა ნეიტრალურ გულშემატკივარს რეალის გასვლა გვერჩივნა თორე აქაც სიტი ლივერპული ზედმეტი იქნებოდა. არ გეწყინოთ სიტის გულშემატკივრებო :) ჩემი ფავორიტი გუნდის ჩემპიონობას მეც დიდი ხანია ველოდები 26 წელია :D

პირველი გოლის მერე ყველაფერზე გვარდიოლას სასოწარკვეთილი სახე მეტყველებდა

ბოსმანიის საქმე ხომ გაგიგიათ, როგორ დაამარცხა მთელი საფეხბურთო სამყარო, დაიცვა რა მსოფლიოს ყველა ფეხბურთელის უფლებები! ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ფეხბურთის გულშემატკივართა უფლებები, ერთხელ და სამუდამოდ რომ დასრულდეს ჩვენი მოტყვილება!

აბა, დასცხეთ ახლა დიზლაიკები პროფესიით ფეხბურთთან დაკავშირებულო პირებო და ფეხბურთის არ მცოდნეებო! :))

ასე რამ დაგაბრმავათ, ეს თამაში ნაღდი რომ გგონიათ??? ფულის მოგების გამო, ყველაფერს მაღალ დონეზე ასრულებენ, ბოლობოლო ვერ უნდა გაიგოთ???
ალიოხა
იმიტომ რომ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა გაუქმებულია.
ჯანო
ხო აბა რა!) კერესელიძე-იაშვილი ჯობდა, რო არაფერი ვთქვათ ფიფიაზე.

რამ გაგაბოროტა :)
sormona
ჯერ პსჟ-სთან იძახდი მასე, მერე ჩელსისთან, მერე სიტისთან :) ლივერპულის მერე იტყვი ალბად მომდევნო ლიგას ვეღარ მოიგებო :):)
ჯენგო
ეგ წესი შეიცვალა, სტუმრად გატანილ მეტ გოლს არ აქვს მნიშვნელობა
კიეზა ხარ თუ....დდდ
კიეზა, შენ ვის ხომალდში გდიხარ?:დ:დ:დ
111
რაგბს მიაწექი :)
VAMOS
შეიცვალა წესები და უვკე აღარ მოქმედებს სტუმრად გატანილი გოლებისას უპირატესობა. შესაბამისად, 5 გაიტანა ჯამში რეალმა 5 სიტიმ და იმიტომ ითამაშეს დამატებითი დრო.
ფენომენოსს
ამ შეიხებს, რომ მიახტებით, შენი პერესი ნაკლები ფულის მონაა? მაგაზე დიდი ჩათლახი ბებერი მაფიოზა, დღეს ფეხბურთს არ ყავს.
არტ
ბერნაბეუს ფაქტორი და ცოტა იღბალიც-ეგ რა თქმა უნდა იყო, მაგრამ მთავარი მაინც ისაა რომ ანჩელოტიმ აჩვენა რომ როგორც მწვრთნელი, იგი ჯობს გვარდიოლას. ასეთ თამაშებში დეტალები წყვეტს თამაშის ბედს ხოდა მაგ დეტალებით აჯობა. თამაშის მანძილზე უკეთ ხელმძღვანელობდა გუნდს. ის ბოლო წუთები ძირითადი დროის , როდესაც თამაში პრაქტიკულად გადაწყდა, კარლოს დამსახურებაა და გვარდიოლას შეცდომა. მართალია მალევე გამოასწორა მაგრამ გვიან იყო.
რომელი ხარ
ფეხბურთის ფანი თუ ფანი არდანი?
რრრ
ჩამორჯი ჯიმა.DDD სტუმრად გატანილი გოლის უპირადესობა 1 წელია გაუქმებულია.DDD
მამუკა
მაგას ვიძახი მეც, მარტო ფული არ არის საკმარისი
vitom fans
შენ ძმობილო ეხლა გამოიღვიძე?
თუ გინდა იყვირეშ
ვერანაირი იღბალი ვერ უშველის რეალს ფინალში!
ლივერპული
ძალიან მინდოდა რეალის გასვლა, როგორც ლივერპულის გულშემატკივარს 1. რევანშია ასაღები 2018 წლის გამო 2. სიტისთან უაზრო თამაში იქნებოდა, პრემიერლიგის მატჩივით. ესპანეთი-ინგლისის დაპირისპირება ჯობია
გაუქმდა ეგ წესი
უმრავლეს ტურნირებძუ გაუქმდა ამ სეზონში ეგ წესი, გასვლაზე გატანილი გოლების რაოდენობა რომ წყვეტდა. ეხლა ორი მატჩის ჯამში თუ თანაბარი გოლები აქვთ, დამატებითი ინიშნება. იქაც თუ თანაბარი რაოდენობის გოლებს გაიტანენ, ან საერთოდ ვერ გაიტანენ, მერე პენლები. ზოგიერთ ლოკალურ ტირნირზე, მაგალითად კვიპროსის თასზე მგონი შენარჩუნებულია გასვლაზე გატანილი გოლის მნიშვნელობა, მაგრამ მაგას თვითონ ადგილობრივი ფედერაცია წყვეტს
Diax batono!!!
დიდი ხანია ფეხბურთი არ გინახავს ალბათ,დიდი ხანია სტუმრად გატანილის უპირატესობა გაუქმდა...
fani
იქნებ ამიხსნას ვინმემ რატო ითამაშეს 120 წუთი როცა რეალს გასვლაზე მეტი გატანილი გოლებით ყოფნიდა ძირითადი დრო.მადლობა წინასწარ.

ყალბია, რეალი რომ 0:1 აგებდა, თამაშის ბოლოს 90-ე და 91 წუთებზე უცბად ორი გოლი გაიტანა და ეს მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა! დღესდღეობით ინგლისურ ფეხბურთში დიდი ფული ტრიალებს, ფეხბურთის ფანებიც ძაან დიდ ფსონებს ჩადიან ტოტალიზატორებში. თამაშის 90-ე წუთამდე, ხომ კარგად წარმოგიდგენიათ მსოფლიოს მაშტაბით რა დიდი ფული დაიდებოდა ლაივში, სიტის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაზე! თანაც 0:1-ზე სიტიმ რეალური საგოლე მომენტები შექმნა, ვინმეს ეჭვი რომ არ შეპარვოდა მისი ფინალში გასვლაზე! . ........................................................................................... ზოგიერთ ადამიანს,სპორტში ტოტალიზატორის გაგონებაზე ეცინება, აქეთ დაგცინის– რავა სულ ტოტალიზატორი და ჩაწყობა გელანდებაო. არაფრით არ სურს იმის გაგება, რომ დღევანდელ სპორტს მართავს მაფია, განსაკუთრებით ფეხბურთს (ბევრი ქომაგი ჰყავს და იმიტომ). ალბათ იტყვით, ასეთი სიბიძურე თუ ხდება, შენს გარდა არავინ იცისო. ბევრმა იცის, მაგრამ დღეს საერთოდ არაფერი იცვლება სამმართლიანობის აღდგენისკენ. ფსონების დამდებმა მოთამაშე პირებმა, ვინც დიდ ფულს აგებს, ყველაფერი კარგად იციან, ყომარით დაავადებუ;ები არიან...! იციან იმ პირებმა, რომელთა პროფესიული საქმიანობა სპრტთან არის დაკავშირებული! მათ არ აწყობთ აღიარება რა სიბინძურეც ხდება!.................................................................................... P.S. მოწინააღმდეგის მოედანზე გატანილი გოლის უპირატესობის ფაქტორიც ზუსტად იმიტომ გააუქმეს, რომ მეტი ფული ეშოვნათ !
წაიკითხე ხმამაღლა
ერთიც და მთელ პრემიერლიგას ხინკლის ჩეკივით ....
100%
მენტალიტეტი! რეალისთვის აქ თამაში, ასე ვთქვათ ჩვეულებრივი ამბავია და ფეხები არ უკანკალებს. ,,რეალს,, თუ გინდა მოუგო, დარწმუნებული უნდა იყვე, რომ ჯობიხარ, სხვანაირად შეგჭამს. იყო დრო, ,,ბარსელონა,, სადაც დაიჭერდა, იქ .... იყო მაკედონური ფალანგა, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო. შემდეგ სწრაფმა და მოძრავმა რომაულმა ლეგიონებმა ფალანგა გაანადგურეს, ხოლო ეს ლეგიონები შემდეგ, ბარბაროსულმა კავალერიამ და ა.შ. ,,სტნდარტმა,, ლიეჟიდან, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით მოიგონა, ხელოვნური ,,თამაშგარე,, და მაშინდელი ფაქტიურად ევროპაში უძლიერესი ,,დინამო,, დაამარცხა. რის თქმას ვცდილობ, გეტყვით: გვარდიოლას ფეხბურთს მოუგო, ანჩელოტის მარტივმა და სწრაფმა ფეხბურთმა. ტაქტიკას მუდმივი განახლება სჭირდება! ისე ერთს ვიტყვი, ძირითადის დამთავრების შემდეგ, მსაჯმა 6 წუთი დაამატა, ბოლოს კი 3. კომენტატორები, ცალკე თემაა. და ბოლოს, ეს ფინალი ჯობია ,,სიტი,,-,,ლივერპულის,, ფინალს.
რეზო
ეხლა ამასაც "ფეხბურთი" უნდა ერქვას და რასაც ჩვენთან ჯახირობენ იმასაც?))
შოთა-მილანი
ყოჩაღ ჩვენს პაპა კარლოს)) ვულოცავ რეალის გულშემატკივარს. სიტი კი შემეცოდა ისე მაგრამ რას ვიზამთ.
ფენომენო
პსჟ და სიტი ლიგას ვერასოდეს ვერ მოიგებენ სანამ შეიხები არიან მათი უფროსები
dato
ეგ პენალტები თუ გულწრფელად ნაჩუქარი გგონია მართლა ჯობია თვალები შეიმოწმო
კიეზა
ყველაზე რთული გუნდები შეხვდა მადრიდს..და ფინალი რიმც წააგის..მაინც უდიდესი კლუბია...3 შეიხის და ფულის ტომრები გაუშვა რუსების გზაზე...ლივერპულიც ღირსეული გუნდია..დავტკბეთ ფინალით
Labirinti...
მაგარი თამაში იყო..ვერ იტყვი რეალი უსამართლოდ გავიდა..და სიტიც ცოდო იყი.90 წუთიდან ბოლო 5 წუთში რომ 3 გოლს გაუშვებ..თან სიტი..რავი აბა..ვფიქრობ სიტი მაინც დაიღალა..და ამ როდრიგომ ბოლო მატჩები საოცრად ითამაშა..ისე კი მართლა იღბალიც წყალობს რეალს..თუმცა უდავიდ დიდი გუნდია..

ბავშვი მინდა ვიყო, როდესაც მიხაროდა ფეხბურთის ყურება, ძალიან ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი...! ასეთ ყალბ თამაშზე აქ კომენტარებს წერენ, ვისი პროფესიაც უშუალოდ ფეხბურთთანაა დაკავშირებული ან ფეხბურთის არ მცოდნე დაუკვირვებელი ადამიანები!
Რაგბის ფანი
რაც მართალია პენალი არ იყო. დაასწრო ბენზემას ბურთზე თამაში.
უვიცი
დღეს გატეხილი ყავდა უკვე მანსიტი ორი გოლის შემდეგ, დროის ამბავი იყო. არ ღირს მაგ პენალტზე საუბარი
კინგი
სუდია პი---ასტ
Anz
კაი ოფთალოლოგი ვიცი თუ რამე გაგისვებ შემეხმიანე. ისე ოფთალმოლოგი თვალის ექიმია
Papuna
ეს გვარდიოლას გულშემატკივარია ალბათ ბარსასი კი არაა:)) ნაჩუქარ თასებზე რო გადავლენ ხოლმე და ნაჩუქარ პენალებზე მიყვარს:)) უკვე ვგრძნობ ხოლმე უპირატესობას :)) ფეხბურთი თუ გიყვარს დღეს იყო თამაში და ერთი კვირის წინაც მანჩესტერში. დატკბით და ისიამოვნეთ
912-s
ბოღმით არ გასკდე :)))))))
მეგრელი
რა რთულია უეფადან რომ გამოგაგდებენ.
ნიკა
ღმერთებს უყვართ ეს გუნდი … ფანტასტიკურად, რამდენად დიდია ეს გუნდი , პიკიაა საფეხბურთო სამყაროსი
მამუკა
ესეც მომდევნო შეიხის გუნდი გავუშვით რუსულ ხომალდთან, შეიხებმა აქლემების დოღს მიხედონ ურჩევნიათ. ორი კვირის წინ ეს რომ დავწერე ბევრმა დისლაიკები დამაყარა)))
912
ორი ნაჩუქარი პენალით გასული ნათრევი ფინალისტი... საფეხბურთი ისტორიის ხელოვნურად შექმნილი ფლაგმანი... მსოფლიოს სპორტული სირცხვილი...
[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"რატომ დავასრულე კარიერა 32 წლის ასაკში?" - აზარმა განმარტა
"ნაპოლიმ" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ედერსონი "გალათასარაისთან" ახლოს - დონარუმა "სიტიში" მიდის
პსჟ მზადაა დონარუმა ნახევარ ფასში გაყიდოს
"კროოსი? ჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო, მე მასზე უკეთესი ვიყავი" - ჯონ ობი მიკელი
"სიტიმ" იმაზე დიდი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე პსჟ-სგან მოითხოვდა - დონარუმა პრემიერლიგას უახლოვდება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს" - ფაბრიციო რომანო
ხოსეპ გვარდიოლამ "სიტიში" თავის მომავალზე ისაუბრა