ქართველი გულშემატკივრები ერთგვარი დილემის წინაშე არიან - მოუთმენლად ელიან ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" გაოფიციალურებას, ამავდროულად კი, სურთ, "კვარა" საწყის ეტაპზე ბათუმის "დინამოსაც" დაეხმაროს, რათა იქნებ ქართულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან მიახლოება შეძლოს.

როდისაა წილისყრა?

საქართველოს ჩემპიონი პირველი მეტოქის შესახებ 14 ივნისს შეიტყობს, როცა უეფას შტაბ-ბინაში წილისყრა გაიმართება.

სამწუხაროდ, ბათუმელთა სარეიტინგო ქულა დაბალია და ისინი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე (საწყის სტადიაში მხოლოდ რამდენიმე გუნდი თამაშობს) განუთესავი იქნება. რა თქმა უნდა, არსებობს ერთი შეხედვით სასურველი და არასასურველი მეტოქეები. მნიშვნელოვანია, რომ უეფა ტერიტორიული დაყოფის პრინციპს იყენებს და სავარაუდო მეტოქეებს ასე ადგენს, რის გამოც ურთიერთობების გარკვევა ხშირად მეზობელი ქვეყნების გუნდებთან გვიწევს.

ყველაზე არასასურველი

მიუხედავად იმისა, რომ სარეიტინგო ქულით ასე სულაც არაა, ყველაზე ძლიერ მეტოქეს მოლდოვის "შერიფის" მიჩნევა შეგვიძლია, რომელმაც უეფას მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფში თვით მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ მშვენიერი გამოცდილება დააგროვა.

მსგავსის თქმა შეიძლება აზერბაიჯანულ "ყარაბაღზეც", რომლის კარსაც ლუკა გუგეშაშვილი იცავს. ბულგარეთის ჩემპიონ "ლუდოგორეცის" შესაძლებლობებზეც მშვენივრად მოგვეხსენება.

ზემოხსენებული ტერიტორიული პრინციპიდან გამომდინარე, საწყის მეტოქედ ისეთი ძლიერი გუნდების თავიდან აცილება შეიძლება, როგორებიც "მალმიო" (შვედეთი) და "ბოდო გლიმტი" (ნორვეგია) არიან.

პირველი ეტაპის განთესილთა შორისაა ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი ბრატისლავის "სლოვანი", სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გამოდიან.

მეტი შანსი

რა თქმა უნდა, თამაში ყველასთანაა შესაძლებელი, თუმცა არიან გუნდები, რომლებთანაც ჩვენს ჩემპიონს მეტი შანსი ექნება.

პირველ რიგში, მაინც ლიეტუვის "ჟალგირისის" ხსენება შეიძლება, რომელიც განთესილთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სუსტია. კიდევ ერთხელ შევეხებით უეფას მიერ დანერგილ პრინციპს, რის გამოც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შედარებით დაბალი რეიტინგის მქონე ფინური ჰიკ-ი საქართველოს ჩემპიონს ასცდება.

მთავარი, რასაც ვერ ვახერხებდით

უეფას საკლუბო ფეხბურთის სისტემა ისეა აწყობილი, ჩემპიონებს უფრო დაბალი რანგის ტურნირებზე გადართვა პირველივე მეტოქესთან მარცხით შეუძლიათ, თუმცა ეს ისაა, რაზეც არასდროს უნდა ვიფიქროთ. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთი ძლიერი გუნდის ჩამოტოვება ნიშნავს, რომ შემდეგ უკვე მე-2 ეტაპის ვერგადალახვის შემთხვევაში, ევროპა ლიგაზე უფრო სუსტ მოწინააღმდეგეზე გახვალ.

რა თქმა უნდა, ყველას სურვილია, ბათუმელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწიონ, თუმცა პროგრამა-მინიმუმი სწორედ ერთი მეტოქის გავლა უნდა აიყოს, რაც ბოლო წლებში ასე გვიჭირდა. სხვათა შორის, საქართველოს ჩემპიონის სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა ჩვენთან სწორედ მსგავს მიზნებზე ისაუბრა. მინიმუმ, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მიღმა რომ არ უნდა დავრჩეთ, ამაზე ყველა ვთანხმდებით...

საკადრო რესურსი

რა თქმა უნდა, ბათუმელები ახლა ძალიან გაძლიერდნენ, თუმცა მთავარი ფიგურა ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის სატრანსფერო სააკითხი გასარკვევია. შესაბამისად, ბათუმელებს ახალი მოთამაშეების დამატებაზე ფიქრი მაინც მოუწევთ. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 5-12 ივლისსაა.

აშკარად ჩანს, რომ გია გეგუჩაძის გუნდის დაცვის ხაზში ყველაზე ნაკლები კონკურენცია და საკადრო რესურსია. შესაბამისად, მათ ამ მხრივ მუშაობა მოუწევთ.

ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრებს ეიმედებათ და ამ საქმეში წილისყრაში გამართლება მნიშვნელოვანია. 14 ივნისამდე ცოტა დროა.

Mazzola
მილიონი პროცენტით გეთანხმები, ძმაო! ეროვნული ნაკრების ყოფილი და ამჟამინდელი კაპიტნები, ბათუმს უფრო მაღალ დონეზე აიყვანენ! ამათ გვერდით, ახალგაზრდებიც უფრო სწრაფ პროგრესს განიცდიან! ასეთი პროფესიონალების ხელიდან გაშვება, დიდი არაპროფესიონალიზმი იქნება... გუნდის გაძლიერება ყოველთვის ეროვნული რესურსით უნდა დაიწყო!
რა მაფიაა?
კიბტაობო, კაშიას გაუჭირდება უკვე 2-3 წელი უმაღლეს დონეზე, კაი გუნდში თამაში და კანკავაც ანალოგიურად, ძაან კაი ვარიანტი იქნება, კლასიტ და გამოცდილებით წელსაც და გაისადაც შეეძლებათ ევროტურნირებზე გასვლა...
კახა
სრულიად არადეკვატური დამოკიდებულება რა სუსტი რა იოლი გუნდი უნდა იყოს დაკომპლექტებული ნორმალური ფეხბურთელებით ვარსკვლავებს ვერ აიყვანენ მაგრამ წესიერ ნორბენალ მოაზროვნე ფეხბურთელს იპოვინ თუ უნდათ რეალურად ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და წესიერი ფეხბურთელი კარგი ინვესტიციაა შემდგომში ბევრად მეტად გაყიდიან მაგრამ არა ამათ წამსევე უნდათ 100% მოგების ნახვა.
დემე
კანკავაზე და კაშიაზე იმუშავოს ბათუმმა კონტრაქტები ეწურებათ და უმაგრესი დანამატი იქნება თუ მოხერხდა დაცვასაც გაძლიერება სჭირდება დდ მათზე უკეთესს ვის იპოვიან
G.LA
ჩემი აზრით შარშანდელთან შედარებით კიდევ მოუმატა ბათუმა. გუნდი ბოლომდე თამაშობს და ეს დასაფასებელი. შარშან არ მეგონა თუ ბატეს გაივლიდა ბათუმი, მითუმეტეს სახში 0-1 წაგების შემდეგ, თუმცა დამაჯერებლად 4-1 გასვლაზე და შემდეგ საკმაოდ ძლიერ სივსპორთან დიდი მრძოლა და დამატებით დროში დასანანი მარცხი. ამ ეტაპზე ვისურვებდი მალმეს ავცდეთ, ძალიან დისციპლინებური გუნდია და დიდი გამოცდილების. დანარჩენებთან ყველასთან არის შანსი. კარგი იქნება თუ კვირკველიას და წიტაიშვილს დაიმატებს ბათუმი.
Oto
Ager latvis chempionma tbilisis dinamos chhajmevina ezaxe susti
roma bejanidze
ერთადერთი რეხვიაშვილია ვინც უნდა შეიცვალოს. ყველა თამაშზე დავდივარ და ვხედავ რომ აზაცკის ერთად უფრო სტაბილურია კობახიძე ვიდრე რეხვიაშვილთან. ნამეტანი ფაფხურობს. მცველისთვის დამახასიათებელი სიდინჯე და სიმშვიდე აკლია რეხვიაშვილს. რათქმაუნდა მონდომება არ დაეწუნება მაგრამ ფაფხურში შეცდომებს უშვებს. სხვა ყველაფერში 100 პროცენტით გეთანხმები.
აკო
ამაზე უკეთესი სიტოაცია გვქონია როდისმე? არ მახსენდება დინამოს თუ არ ჩავთვლით.
Oto
Ra doneze daeca fexburti,erti gundis gavla sanatreli gagvixdaaaa
სანდრო
ძვირად დაუჯდევა ბათუმს დროებითი ცვლილებები, წავა ხვიჩა და "ბიტლებივით" დაიშლება ძლივს დალაგებული შეტევის ხაზი. თითო ტაიმი მაინც ითამაშონ იმ შემადგე ლობით, რომლითაც აპირებენ ევროს.
kaka
საქარტველოს გვინდა ნაკარგალის მილანი სეხვდეს მაგრამ იმატ არ ცალიატ ისინი წნორის მილანს ხვდებიან................
შავი კაცი
დაცვაში მაგრად გვიჭირს ფაქტია.. რაც შეეხება თავდასხმას პირადად ჩემი აზრია რომ ხვიჩასთან ერთად ძალიან მაგრები ვართ მაგრამ არის ზურიკო,ფლამარიონი,გაფრინდაშვილი,ჯიღაური,ლობჟანიძე და პლუს 2 კარგი ჩამშლელი ალთუნა და ტეიდი,ბიძინაშვილი და ფალავანდა შემტევ ნახევარ დაცვას რადინთან ერთად არაფერს უჩივიან პირიქით მშვენიერია, აზაროვი და ჩაბრაძე კარგები არიან..ლაზარეზე ზედმეტია საუბარი და მამუჩა სუპერ სპორტსმენი არამხოლოდ ფეხბურთელიი..აი კობახიძეს ბოდიშს მოვუხდი მაგრამ ძალიან სუსტია ამ ბიჭების ფონზე.. ასე რომ მეგობრებო წინ მაგარი სეზონი გველის!!! იმედია აზაცკი მალე ჩადგება ფორმაში ვფიქრობ რეხვიაშვილთან ერთად შესანიშნავად გაართმევენ დაცვაში თავს..
სოსო
ნამდვილად სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს!თქვენს მიდგომას ვგულისხმობ.საწყენად არ გეუბნებით,უბრალოდ, ძალიან არასწორია.
მ.მ
მაგდენი თუ იცი რატომ თამაშობ, ან საპირისპიროდ დადე.
Batumi90
შერიფი არ მინდაა პირველ ეტაპზე არანაირად
აკა
სწორედ რო "საერთო საქმისთვის" არ ჯობია ხვიჩას ამ პერიოდში გადასვლა, კონკრეტულად მისთვის კი, თან ბოლო თანაშებში გუნდი კვარაცზელიაზეა აწყობილი, მერე შეცვალე, გადაალაგე, ევროპაზე თამაშობენ თუ პონჩიკებზე და გაზიან წყალზე
zura222
მოიცადა რომ წერენ ხვიჩა საკვალიფიკაციოებში დაეხმარება ბათუმსო როგორ დაეხმარება თუ პირველი თამაში 5 ივლისაა და ნაპოლიში კი მბობენ რომ 1 ივლისს უნდა შეგვიერთდესო ! და როგოა ეგ საქმე ? თუ რამე შეთანხმება აქვთ გუნდებს რომ იტალიის ჩემპიონატის დაწყებამდე ხვიჩამ ბათუმში ითამაშოს ? თუ ასეა ეს რა თქმა უნდა კრგია ბათუმისთვის და ჩვენთვის მაგრამ კარგი იქნება ხიჩასთვს ? ასე გუნდში სეზონისწინა მომზადების და ადპტაციის გარეშე რომ ჩაებას იტალიის თამაშებში ? თანაც დასვენება ხომ უნდა მთელი სეზონის და ივნისში ნაკრეში 4 მძიმე თამაშის მერე !

აბა დასცხეთ ბიჭებო ბინძური ფულის საკეთებლად, შარშანდელივით ბათუმში მატჩები წააგეთ, გასვლითი თამაშები კი მოიგეთ! შეგახსენებთ შარშან მხოლოდ სივასპოსპორთან მატჩების დროს მომხდარს. ბათუმში ჯერ ხომ 1:0 ვიგებდით. შეივსო ფულით ტოტალიზატორები ლაივში ბათუმის დინამოს არ წაგებაზე, ბოლოს კი 1:2 ქე არ წავაგეეეთ!:)) სასაცილოა. სატირალი რომ არ იყოს! ბათუმის დინამომ თურქეთში გასვლითი თამაშის ძირითადი დრო 1:0 მოიგო, დამატებით დროში თურქების მიერ გატანილი გოლით შემდეგ ეტაპზე სივასპორი გავიდა. მაფიამ, თურქეთში ტოტალიზატორის თამაშის მოყვარულ უამრავ თურქს დაახია ჯიბეები, აქ კი ბათუმში თამაშისას, თურქეთის მსგავსად ჯიბებეი დაახიეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ტოტალიზატორის თამაშის მოყვარულ უამრავ ადამიანს. ასეთივე მაიმუნობა მოხდა ბორისპოლის ბატესთანაც!
კაპიტან გარდენბურგი
ვიფიქრე რომელიმე ერთს ავირჩევ თქო რაც დაწერეთ, მარა იმდენად გაუგებარია კითხვა, რომ დისლაიქს დავაჭირე. ცოტა გასაგებად წერეთ რა რისი თქმა გსურთ :)
დემე
სოლომონი და ჯიმი ტაბიძე იდეალური კედელი იქნებოდა
დემე
არა ეგ არც მიგულისხმია. ავღნიშნე რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის. ეგ კი არა არცერთი გუნდია ხელწამოსაკრავი და ნებისმიერი გუნდი შეიძება გახდეს შემდეგ სეზონში ახალი ბოდო გლიმიტი, მათ შორის დინამო ბათუმიც რომელსაც საამისოდ საკმაოდ დიდი ფუნდამენტი აქვს. არავისზე წინ თავი არ უნდა გვეგონოს და არც პირიქით, ბურთი მრგვალია. შერიფმა რეალს რომ მოუგო და ბოდო გლიმიტმა რომას 6 გოლი შეუგდო მაგიტომ ვიძახი უდიდეს სიფრთხილეს იმსახურებს ბოდოც და ყარაბაღიც, პრაგმატულობით უფრო გახვალ ლიგაზე ვიდრე ზედმეტი თავდაჯერებულობით.
ბაჩი
მცველად სოლომონი დაიმატონ კვირკველია, დანარჩენი კიდევ გიორგი წიტაიშვილი,ასევე ჩაკვეტაძე
გიორგი
გამიხადრება რომ ვცდებოდე, მაგრამ მგონია მხოლოდ მაში გვექნება შანსი თუ მეტოქე მოედანყე არ გამოცხადდება.
ამატაკი
მიუხედავად დიდი სურვილისა ბათუმი ვიხილოთ ლიგაზე, საერთო საქმისთვის ალბათ მაინც აჯობებს კვარა დროულად და უვნებლად გადავიდეს იტალიაში. მითუმეტეს ლიგაზე მოხვედრილი პატარა გუნდების აბსოლუტური უმრავლესობა არ არის ერთი კაცის გუნდები. უფრო მნიშვნელოვანი მგონია დაცვის ხაზის დროულად გაძლიერება. კარგი იქნებოდა ასევე გვეფიქრა ტაბიძესა და იგივე ჭაკვეტაძეზე. იქნება მოხერხდეს მათი რეალური პოტენციალის მშობლიურ ატმოსფეროში მაინც რეაბილიტირება. ხოლო რაც შეეხება ევროთასებზე თამაშს, ის უნდა დაიმსახურეს გუნდმა, ტრენერებმა, გულშემატკივრებმა, მფლობელებმა და ა. შ.
დემეს
მასე შერიფმა რეალს მოუგო და დავანებოთ ფეხბურთს თავი?

ჯიმი ტაბიძეს თუ გაიფორმებს ბათუმი ძალიან სასიხარულო იქნება. ჯერჯერობით უკლუბოდაა, თუმცა ტრავმას როდის მოირჩენს ესაა საკითხავი. ნაკრებში ძალიან კარგად თამაშობდა, სწრაფიც იყო და მარცხენა მცველადაც შეეძლო თამაში მიუხედავად იმისა რომ ცენტრბექია და ჩემი აზრით დვალზე უკეთესად ითავსებდა მაგ პოზიციას
დემე
ბოდო გლიმიტმა რომა რომ გაანადგურდა არაფერს გეუბნება?
მერაბი
ყველაზე მეტად რაც მომწონს გუნდი 90 წუთი პრესინგზე თამაშობს, ბევრს მოძრაობენ და არ ჩერდებიან, არ დაძუნძულებენ, ამას არ ერთი ქართული გუნდი არ აკეთებს და არც ნაკრები სამწუხაროდ, არადა ეგ წარმატების აუცილებელი პირობაა
დათი
ჩემპიონთა ლიგა გვინდა და ყარაბაღის და ბოდიო გლიმტის გვეშინია? მაშინ რა გვინდა ჯგუფურ ეტაპზე?
qomagi
ბათუმის დინამოს თამაშებს კარგა ხანია ვუყურებ, მართლაც ჭირდება 2-კარგი ცენტრალური მცველი,საკმაოდ ნელი ცენტრალური მცველები ყავს ბათუმს და ძალიან გუჭირდებათ ლიგაზე მაგ მცველებით,სხვა მხრივ წინ გუნდი კარგად არის დაკომპლეკტებული და 1-2 კარგ ლეგიონერსაც წინა ხაზში თუ დაიმატებენ გადასარევი იქნება.
აკო
ერთი კითხვა მაქვს.. წესი რომ იყო ჩემპ ლიგაზე ერთ გუნდში ნათამაშებ ფეხბურთელს იმავე სეზონში სხვა გუნდში გადასვლის შემთხვევაში ლიგაზე არ ქონდა თამაშის უფლება.. ეგ წესი გაუქმდა ხო როგორც ვიცი?? საკვალიფიკაციოზეც მოქმედებს/მოქმედებდა ეგ წესი?
ქობულეთიდან
ბათუმის დინამოს დაცვის თამაში არის კატასტროფა! არაერთხელ მითქვამს და კიდე გავიმეორებ, ფინანსურად ამხელა შესაძლებლობების მქონე გუნდს,რაში ჭირდება ეს აზაცკი ვერ გამიგია.კობახიძეც არ წყვეტს ვარსკვლავებს, ძალიან არასტაბილურია. რა გახდა ასეთი 2 ნორმალური ცენტრალური მცველის აყვანა? ამ დაცვით რაც ბათუმს ამჟამად ყავს, შორს ნამდვილად ვერ გავფრინდებით.
beqa
დაცვის ცენტრი თუარ მოძლიერდა არამგონია სადმე გავიდეს 2 გამოცდილი მცველია საჭირო. დღევანდელი მცველი ზედმეტად ნელები და ტლანქები არიან. კვირკველიაზე შეიძლება მუშაობა ტაბიძეზეც თასებზე დახმარებით ან იანვრამდე კონტრაკტებით
niko
რა უფრო გირჩევნია ხვიჩა იტალიაში თუ ბათუმი ჩ.ლ. ქვეჯგუფში? ქართული ფეხბურთისთვის იფიქრე და არა პიროვნულზე.
ვენეციის კომისია
არცერთ ჟურნალისტს არცერთ სტატიაში არ გიხსენებიათ რატომ არ თამაშობს აბრაჰამ ფრიმპონგი, არადა იანვრიდან ბათუმის განაცხადშია, თან წერთ დაცვაში კონკურენცია არააო და კაცი კი დაგავიწყდათ... მოიკითხეთ, ცოცხალია?
ქუთაისი
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო კი არა, დროზე გაუშვით მაგ კაცი ნაპოლში...იმათ კი არ უყიდიათ, ჯერ მხოლოდ წინასწარი შეთანხმებას...სერიოზული ტრამვა რომ მიიღოს კვარაცხელიამ ბათუმში, ნაპოლის ვალდებულება კი არ აქვს ნებისმიერ შემთხვევაში ყიდვის...თუ არ ვცდები, 10 ივნისს იხსნება სატრანსფერო სეზონი იტალიაში...11 ივნისს მოაწეროს ხელი და გაუშვით.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა