ევროპაში საფეხბურთო ჩემპიონატები დასასრულისკენ მიდის. ქართველი ლეგიონერების კლუბები მიზნების მისაღწევად იბრძვიან, თუმცა რამდენიმეს დასახული ამოცანების შესასრულებლად სულ ცოტა აკლდება....

"ვალენსია" ევროტურნირებთან ახლოს და შორს

გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიაში" წარმოუდგენლად კარგი სეზონი აქვს და ეს ახლა უმთავრესია, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ ხოსე ბორდალასის გუნდი მომავალ სეზონში ევროტურნირებზე გასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ მათ იქ ვერ ვიხილავთ. თასის ფინალში მარცხით ევროპა ლიგაზე მონაწილეობა გამოირიცხა, ჩემპიონატიდან კი კონფერენს ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი ჯერ არსებობს, თუმცა ძალიან მიზერულია.

ასეა თუ ისე, "ღამურებმა" ქართველ კიპერთან ერთად დარჩენილ 4-ვე მატჩში წარმატებაზე უნდა იფიქროს. ამ გზაზე პირველი მეტოქე ბილბაოს "ატლეტიკია", რომელსაც "სან მამესზე" შაბათს, 7 მაისს, თბილისის დროით 18:15 საათზე დაუპირისპირდებიან.

ჩაკვეტაძე მიდის, მაგრამ...

რაც გავიგეთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს "ჰამბურგი" აღარ დაიტოვებს, ამ გერმანული კლუბის ბუნდესლიგაში აღზევების საკითხები ნაკლებად გვადარდებს, თუმცა საინტერესოა, რომ თითქოს დაკარგული შანსი მათ ისევ გაუჩნდათ და ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 54 ქულა აქვთ, დარმშტადსა" და "ვერდერს" კი 3 ქულით ჩამორჩებიან ("შალკე" 59 ქულით ლიდერია).

შაბათს, 7 მაისს (15:30 სთ), ჰამბურგელები "ჰანოვერს" უმასპინძლებენ.

უკვე გადაწყვეტილია, რომ მე-2 ბუნდესლიგაში დასარჩენად პლეი-აუტის თამაში დასჭირდება გურამ გიორბელიძის დრეზდენის "დინამოს". ისინი ვერც "სამშვიდობოზე" მყოფ "სანდჰაუზენს" გაასწრებენ და თავის მხრივ, საფრთხე არც "აუესგან" ემუქრებათ.

ქართველი ფლანგელი და მისი თანაგუნდელები კვირას, 8 მაისს (15:30 სთ), "კარლსრუეს" ესტუმრებიან.

დაძაბულობა პოლონეთში

პოლონეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გადარჩენისთვის იბრძვის გიორგი წიტაიშვილის "ვისლა", თუმცა "ზაგლებიეს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ქართველი ნახევარმცველი გუნდს საკმაოდ კარგად მოერგო. 7 მაისს, თბილისის დროით 22:00 საათზე კი, ისინი "იაგელონიას" დაუხვდებიან.

ექსტრაკლასში ჩემპიონობისთვის სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს - ვაკო გვილიასა და ლუკა გაგნიძის "რაკუვს", ისევე, როგორც ნიკა კვეკვესკირის "ლეხს", 65 ქულა აქვს.

უახლოეს ტურში, 8 მაისს (17:00 სთ), "რაკუვი" ოთარ კაკაბაძის "კრაკოვიას" (რომელიც მე-8 ადგილზეა და სატურნირო მოტივაცია არ გააჩნია) უმასპინძლებს, "ლეხი" კი ამავე დღეს (19:30 სთ) "პიასტს" ესტუმრება.

ქ. გ.
ჰამბურგმა შემადგენლობა გამოაქვეყნა. ჩაკვეტაძე სათადარიგოთა სიაშია.
გურჯი
ბათუმის დინამოში არა ჭუბურხინჯის სათარჯნოში
Amiko
ვფიქრობ ბათუმი უკეთესი გუნდია.აჯობებს ბათუმში უკეთესი საფეხბურთო გარემოა და უკეთესი მწვრთნელი.არშეიძლება ამოდენა პოტენციის ფეხბურთელის დაკარგვა!გილოცავთ გიორგობას!!!
tngh
დროა "ჩაკვე" დაუბრუნდეს თბილისის "დინამოს"... ორონდ ათამაშდეს, და ნაკრების კარი ღიაა!!!
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო