Wings for Life World Run-ი, ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო გარბენი, სტარტს 8 მაისს, 15:00 საათზე, მეცხრედ აიღებს. საქართველო გარბენს აპლიკაციით უერთდება. რეგისტრაციის საფასური, 8 ევროს ეკვივალენტი ლარში, ისევ სრულად გადაირიცხება Wings for Life ფონდში, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებისთვის საჭირო კლინიკური და სამედიცინო კვლევებისთვის.

Wings for Life World Run-ი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

Wings for Life World Run-ის აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია App Store / Google Play-დან. მონაწილე თავად ირჩევს, სად და ვისთან ერთად ირბენს: შეუერთდება აპლიკაციით რბენის ღონისძიებას "დინამო არენაზე" თუ ირბენს მარტო, მის მიერ შერჩეულ ლოკაციაზე, ოჯახის წევრებთან ან კოლეგებთან ერთად.

Wings for Life World Run-ის აპლიკაცია და რბენის დღის აუდიოგამოცდილება ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. მომღერალი და ტელეწამყვანი ელენე კალანდაძე აპლიკაციით გარბენის მოტივატორია, ტელეწამყვანმა მირიან ჯეჯელავამ კი მთავარი ანტაგონისტი, ვირტუალური ფინიშის მანქანა გაახმოვანა.

მრავალფეროვანი სტარტი: მონაწილეობა ყველას შეუძლია

მსოფლიო რბენის სტარტი სხვა ყველა ღონისძიებისგან მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ამ დღეს მხარდამხარ დარბიან, დადიან და ეტლით გადაადგილდებიან სრულწლოვანი დამწყები და პროფესიონალი სპორტსმენები, მსოფლიო რბენის გულშემატკივრები.

უნიკალური ფორმატი: ვირტუალური ფინიშის მანქანა, როგორც ფინიშის ხაზი. მონაწილეები სირბილს თუ ეტლით გადაადგილებას ერთსა და იმავე დროს იწყებენ. ზუსტად 30 წუთში კი ვირტუალური ფინიშის მანქანა მათ მიერ გავლილი მანძილის ასათვლელად დაიძვრება. მორბენლისთვის/ეტლით მოსარგებლისთვის რბენა მაშინ სრულდება, როცა მათ ფინიშის მანქანა დაეწევა.

ადგილმდებარეობის არჩევანი: ნებისმიერ ადგილას, ერთსა და იმავე დროს. აპლიკაციით რბენის ღონისძიება "დინამო არენაზე" გაიმართება, სადაც ირბენენ მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩები, კორპორაციული გუნდები და ინდივიდუალურად დარეგისტრირებული მორბენლები. მათ, ვისაც მარტო ან მეგობრებთან ერთად სირბილი ურჩევნია, შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი სასურველი ადგილი.

მსოფლიო რბენაზე რეგისტრაცია 8 მაისამდე გრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს Wings for Life World Run-ის აპლიკაციაში ან ვებგვერდზე: www.wingsforlifeworldrun.com.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა