მაკა ჩახნაშვილი (219) ფრანგულ ბიარიცში დაწყებულ ტურნირს პირველ წრეში, მე-5 ნომრად განთესილ იტალიელ მარია-ელენა კამერინთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა
მაკა ჩახნაშვილი (219) ფრანგულ ბიარიცში ასპარეზობდა, სადაც 100 ათასი დოლარის საპრიზო ფონდის ტურნირი დაიწყო. პირველ წრეში მაკას მე-5 ნომრად განთესილი მარია-ელენა კამერინი (იტალია, 113) ერგო, რომელთანაც სამ სეტში დამარცხდა - 6:7 (1), 7:5, 1:6.

ჩვენებური წყვილთა ბადესაც ეგრევე გამოეთიშა, მან და ფრანგმა ლაურა ტორპმა (187) რუს ალექსანდრა პანოვასთან (154) და პოლონელ ურსულა რადვანსკასთან (139) წააგეს - 1:6, 6:4, 8:10.

გერმანულ აშჰაფენბურგში 25-ათასიანი ტურნირი დაიწყო, რომლის ძირითად ბადეში ერთმა ქართველმა გააღწია. სოფიო ქვაცაბაია (424) საკვალიფიკაციო ბადეში პირველ ნომრად იყო განთესილი, ხოლო ეკა გორგოძე (515) - მე-13 ნომრად. პირველ საკვალიფიკაციო წრეში ჩვენები ისვენებდნენ, მეორე კი ორივემ დაძლია: ქვაცაბაიამ ჩეხ ტერეზა მარტინჩოვას (1036) მოუგო - 7:6 (3), 6:2, ხოლო გორგოძემ გერმანელი ელიზავეტა ბაერი დაამარცხა - 6:0, 6:4.

ფინალურ წრეში ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და კარიერაში პირველად ქვაცაბაიამ მოუგო თანამემამულეს - 1:6, 7:5, 7:5. ძირითად ბადეში სოფიომ ავსტრიელ მელანი კლაფნერთან (288) დათმო - 1:6, 2:6. წყვილებში ჩვენებურები არ გამოდიან.

თურქულ ტურნირებში კვლავ გამოდიან ურეიტინგო ქართველები, ისევ ძალზე წარუმატებლად - იზმირის 10-ათასიან შეჯიბრებაში საკვალიფიკაციო ბადეში ამჯერად ვიქტორია ჟორჟოლიანი და თამარ ცხაკაია ჩაებნენ. პირველი საწყისი წრიდან თავისუფალი იყო, ცხაკაია კი ჩეხმა კაროლინა ვლახოვამ 6:0, 6:0 გაანადგურა. იგივე შეემთხვა ფინალურ წრეში ჟორჟოლიანსაც, იტალიელ მიკაელა მორონის გეიმიც ვერ აუღო. აქვე ვიტყვით, რომ ქართველთა მეტოქეებიც ისეთივე ურეიტინგო ჩოგბურთელები არიან, როგორც თავად ჩვენებურები. მიუხედავად ამისა, ჟორჟოლიანი "იღბლიანი დამარცხებულის" სტატუსით მაინც მოხვდა ძირითად ბადეში, მაგრამ რად გინდა - ახლა იქ წააგო 0:6, 0:6 მე-6 ნომრად განთესილ მასპინძელ მელის სეზერთან (630).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა