გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 33-ე ტურში "ჰამბურგმა" "ჰანოვერს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მასპინძლები რობერტ გლაცელის 2 გოლის წყალობით დაწინაურდნენ, გერმანელმა ფორვარდმა თავი მე-13 და მე-20 წუთებზე გამოიჩინა.

სტუმართა მხრიდან სებასტიან კერკმა 22-ე წუთზე სხვაობა შეამცირა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

"დინოზავრების" შემადგენლობიდან მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე ისევ არ გამოჩენილა, ბოლოს ქართველმა ფეხბურთელმა 19 აპრილს გერმანიის თასის ნახევარფინალში "ფრაიბურგთან" (1:3) ითამაშა, იმის შემდეგ კი თავის გამოჩენის შანსი აღარ ეძლევა. უკვე ცნობილია, რომ "ჩაკვე" ზაფხულში "ჰამბურგს" დატოვებს და ბელგიაში დაბრუნდება.

რაც შეეხება გერმანულ გუნდს, ქართველი ლეგიონერის ამჟამინდელი გუნდი 33 ტურის შემდეგ 57 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ბუნდესლიგაში გადსავლის შანსს ინარჩუნებს.

ქ. გ.
ჰამბურგის სასტარტო შემადგენლობს ნახევარმცველი Suhonen-ი დაშავდა ვარჯიშის დროს. შეიძლება, მიეცეს გიორგის თამაშის შანსი.
რონი
ქართველი რომ საზღვარგარეთ მიდის იქ სამი გზაა... ან უნდა იმუშაო ჩესნად პატიოსნად.. ან უნდა იკაიბიჭო და განარკომანდე და კაიფში იყო უმეტესად ანაც უნდა იყაჩაღო...ამას ფული აქვს ყაჩაღობა არუნდა.. შრომაც არუნდა.. დარჩა მესამე და ვინც მაგ გზას დაადგა არავის კაი არ დაზდგომია
თენგაბი
ეს მომენტი დროებითია. ჩაკვეს იმხელა პოტენცია გააჩნია, ამასაც გადალახავს და უფრო დიდ სიმაღლეზე ავა! წარმატებები!
ზაზა
მოდით რეალურად ვთქვათ ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი დღეს რომელიც მოხვდა ტოპ ლიგაში თავი დაიმკვიდრა და მოახდინა საკუთარი ნიჭის და პოტენციალის რეალიზება ეს არის მამარდაშვილი. ასევე კვარაცხელა რომელსაც აქვს კარგი ევროპული პერსპექტივა და აგერ გადადის და ვმახავთ შეძლებს თუ არაა გუნდის ძირითადში თავის დამკვიდრებას წარმატებებს ვუსურვებ. კიდევ არის რამდენიმე ქართველი იმედის მომცემი ახალგაზრდა ვისაც შეუძლია განვითარება და მაღალი დონის ლიგაში მოხვედრა და იქ თამაში აქვთ ამის პოტენციალი დავითაშვილი აზაროვი მიქაუტაძე კიტეიშვილი. სამწუხაროდ ჩაკვეტაძე არის უკვე წარსული(( ჩაკვეტაძე 4 წლის წინ იყო ძალიან იმედის მომცემი პერსპექტიული ფეხბურთელი რომელმაც სამწუხაროდ ვერ გამართლა სხვადასხვა მიზეზების გამო მასზე გაცემული ავანსები.
გიო
ძალიან უცნაური სიტუაცია ჩაკვე გადავიდა როგორც წერდნენ ვარჯიშობდა ინდომებდა მწვერთნელიც ათამაშებდა რამდენიმე მატჩი ძირითადშიც დაყენა ჩაკვეც ნელ ნელა შედიოდა ფორმაში იქ რამდენიმე მომენტი შექმნა იქ გოლი გაიტანა საგოლე პასი გაკეთა და უცებ თასის ქაგებული თამაშის შემდეგ თითქოს ჩაკვეს გამო წააგეს თასი აღარ გაკარეს მოედანს მე მესმის რომ დრამშტატმა გუშინ წააგო და ახლა ჰამბურგს მართლა რეალური შანსი გაუჩნდა ბუნდესლიგაში გადასვლის და მწვრთნელი ეყრდნობა ძირითად ბირთვს თუმცა ჩაკვეს უცებ ასეთი დაიგნორება ძალიან უცნაურია. რას ითხოვდნენ არ მესმის ეგრევე მესივით უნდა ეთამაშა და 20 გოლი გაეტნაა? თვითონაც ხო იცოდნენ რომ არ ქონდა სათამაშო პრაქტიკა კლუბი ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ და ვერ იფრენდა.
Lasha
დაგვტანჯა ამან უკვე, შეუერთდა მარად მწვანე ნიჭიერებს ეხლა ზოგი ავეჯის გადაზიდვაზე რო მუშაობს და ზოგის სად ამერიკაში, არ გინდოდა რძე და ყველიო ზუსტად ამაზეა ნათქვამი
ვაჟა მასწავლებელი
ჩაკვეს არ უთამაშია ბოლო 2:1 მოგებული თამაში, მაგრამ სარბენ ბილიკზე მთელი თამაშის პარალელურად "ხურდებოდა". ჟურნალისტებო გაარკვიეთ რამე? რეალურად რა ხდება მის გარშემო? თუ არ ჭირდება გუნდს, რატომ იყო სათადარიგოებში?
საქართველო
საქმე ხან კარგად წაგივე,ხან ცუდად, ეს ჩვეულებრივი პროცესია,იმ ადამიანის ვინც საქმეს აკეთებს,მაგრამ თუ გენტის,ნაკრების და ჰამბურგის მწვრთნელი ამბობს,რომ ის საქმეს არ აკეთებს და არასერიოზულად ეკიდება,აქ განწირულია ნებისმიერი საქმე.
Winter
პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენთან უფრო ჩანს თორე არაა ეგრე რომ იქ ყველა ნიჭიერი ამართლებდეს და აქ არავინ. ასე მარტო შავ-თეთრში არ ვხედავ. აგერ მამარდაშვილის მიმართ შარშან ზაფხულზე ყველა სკეპტიკურად იყი განწყობილი, მესამე მეკარედ მიდისო ეცინებოდათ, მაგრამ კი ვხედავთ სადაცაა. კვარას ჩავარდნილი თამაშის მერე ეგრევე ჯვარს ვაცვამთ და დამთავრდა მისი კარიერაო ვიძახით, მერე შვედეთის რომ გაუტანს ისევ ავყიჟინდებით. გულშემატკივარშიც უდიდესი პრობლემაა. მარტო სპორტსმენი არაა ყველაფერში დამნაშავე. სათანადო მოტივაციას არ ვაძლევთ გულშემატკივარი, ეგრევე გადავუვლით ან გავაღმერთებთ. გაღმერთების მერე აუცილებლად დავანარცხებთ ისევ მიწაზე. ამ დროს შეგვიძლია ადეკვატურად შევხედოთ, ნიჭიერი ადამიანი გავამხნეოთ, შევაქოთ და ეგრევე ერის გადამრჩენელი და ერის იმედი არ ვუწოდოთ ყველას. ნაკლები მოლოდინი-მეტი წარმატება!!
მამუკა
მართალი ხარ ჩემო ვინტერ მარა ჩვენთან 10 დან 190 რომ მთხლეა ეგ არის პრობლემა თორემ კრკიჩიით და სხვებივით ერთიორს გაუძლებდა კაცი მარა ყველა ერთიანად რომ ფლავდება მაგისგამო ვართ გადარეული ჭკუიდან
Winter
სულ ერთი და იგივე კომენტარებს რომ წერთ და აქედან არცერთი გამამხნევებელი არ არის, არ გეზარებათ ამდენი თვითგვემა და ნეგატივი? იყო ასეთი ფეხბურთელი, ბოიან კრკიჩი, ბარსაში თამაშობდა, მესის და ინიესტას გვერდით 17 წლის ასაკში. ყველა სასწაულ მომავალს უწინასწარმეტყველებდა თუმცა ჩაიკარგა და დღეს მის შესახებ არავინ იცის. ფეხბურთი ყველაზე ნაკლებ პოროგნოზირებადი სპორტია, შეიძლება ისეთ ასაკში გაიბრწყინოს ჩაკვეტაძემ არავინ რომ არ ველით, ჯერ სულ რაღაც 22 წლისაა და რა დროს მისი ჩამოწერაა. შეიძლება ვერ გაიბრწყინოს ვერასდროს და ყაზახეთთან და ანდორასთან გატანილი გოლები დაგვჩეს მოსაგონრას. ბოიან კრკიჩი ჩემპ. ლიგაზე იტანდა გოლებს და იმან ვერ გაამართლა და ეს რადიკალურად დადებითი ან უარყოფითი რეაქციები რატომ გვაქვს ჩაკვეტაძის მიმართ არ მესმის. არ ჭირდება ეს თავში ხელების ცემა თქვენგან, თავად უკეთ იცის, რომ არ მისდის საქმე კარგად, თუმცა ისეთ ასაკშია ყველაფერი წინაა. გამოსწორებადია!!!
ზაზა
ჩაკვეს 2.5 ნახევარი ფაქტიურად ფეხბურთი არ უთამაშია ძალიან დიდი დრო გაუცდა აქედან გამომდინარე მას სჭირდებოდა ისეთ კლუბში გადასვლა სადაც მას ექნებოდა სათამაშო დრო სათამაშო პრაქტიკის გარეშე ფორმას ვერ აღიდგეს ეგ შეუძლებელია და ჰამბურგი რომელიც იბრძვის პირველ ბუნდესლიგაში გადასასვლელად ამბიციური გუნდია პლიუს როცა მივიდა ამ გუნდში მის პოზიციაზე გუნდის ლიდერები თამაშობდნენ რომლებიც სულ ძირითადში იყვნენ და მათი ამოგდება ძალიან რთული იქნებოდა როცა გუნდი უკვე დაბალანსებულია მწვრთნელი ჩამოყალიბებულია შემადგენლობაზე და როცა გადმოდის ფეხბურთელი რომელსაც თავის კლუბში 2.5 წელიწი ნახევარი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს იმას მოთხოვო ეგრევე რომ გუნდის ლიდერებზე მაღალი დონე აჩვენოს და იმ დონეზე თამაში რა დონეზეც ისნი თამაშობენ ეგ შეუძლებელია მგონია მე აზრით ჩაკვეს ახლა სჭირდება ნაკლებად ამბიციური გუნდი სადაც მას ექნება გარანტირებულად სათამაშო დრო რომ ითამაშოს და ნელ ნელა ფორმა აღიდგინოს ამიტომაც ვფიქრობ რომ ჯობია ახლა ჩამოვიდეს საქართველოში და დროებით ითამაშოს ქართულ ლიგაში დინამო თბილისი დინამო ბათუმი საბურთალო გაგრაა სადაც მას ექნება სათამაშო დრო. სათამაშო პრაქტიკის გარეშე ვერც ფორმას ვერ დაიბრუნებს და ვერც განწყობას ხალის და ფსიქოლოგიურ სიძლიერეს.
ნკ
მას ახლა სჭირდება რამე რაც მოტივაციას მისცემს და საკუთარი თავის რწმენას დაუბრუნებს!!! საცოდაობაა ასეთი ნიჭის დაკარგვა! !!
შოკირებული გულშემატკივარი
იქნებ ვინმემ გააკეთოს ანალიზი და გაგვაგებიოს რა მიზეზია ამის ვერ თამაშის
გენა
არ უნდა ამ კაცს ფეხბურთის თამაში ეტყობა. ქართველი ვაჟკაცია, ფეხბურთს ხომ არ ითამაშებს
რაღა დროს ჩაკვეა
3-მა მწვრთნელმა დაიწუნა. გენტის ახალმა, სანიოლმა, ჰამბურგის მწვრთნელმა. მე პირადად აღარც მჯერა მისი და აღარც მაინტერესებს მისი სიახლეები. თავად თუ არ უნდა ვარჯიში და თამაში, მე ასი წელი არ დავკარგავ დრის
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს
ჩაკვეტაძე ისევ შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდი" "ბირმინგემთან" დამარცხდა
მოლოდინი სრულდება - ჩაკვეტაძე "პრესტონთან" მატჩის განაცხადშია
ჩაკვეტაძემ აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა - "უოტფორდი" "პრესტონს" დაუზავდა
"უოტფორდმა" მდგომარეობა გამოასწორა - კლუბის ხელმძღვანელმა ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა