ეროვნული ლიგის მე-12 ტურში მთელი ყურადღება ბათუმისკენ იქნება მიმართული, სადაც ჩემპიონატის ლიდერი, ადგილობრივი "დინამო" მეორეადგილოსან გორის "დილას" უმასპინძლებს.

ლიდერებს შორის სხვაობა 2 ქულაა და გამარჯვების შემთხვევაში, გორელებს პირველ ადგილზე გადასვლა შეუძლიათ. პირველ წრეში, "დილამ" (2:1) მოგება მშვენიერ მატჩში მოახერხა, წინა 2 დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა. ასე რომ, ბათუმელებს ანდრეი დემჩენკოს გუნდთან საკმაოდ უჭირთ.

თუკი გია გეგუჩაძის ბიჭებს პირველ ტაიმში ყველაზე მეტი გააქვთ, გორელებს მსგავსი საუკეთესო მაშვენებელი მეორე 45 წუთში აქვთ. საინტერესოა, რამდენად გაგრძელდება ეს სტატისტიკა...

გასულ ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ არ გაუტანია, მაგრამ ტრადიციულად, აქტიური იყო და მეტოქეს არაერთი ხიფათი შეუქმნა. შეგახსენებთ, "კვარას" ეროვნულ ლიგაში 3 გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს.

ტრავმის შემდეგ, გეგუჩაძის გუნდს ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონი (9 გოლი, 2 საგოლე პასი) უბრუნდება. საინტერესოა, გაუტანს თუ არა ყოფილ გუნდს ირაკლი ბიძინაშვილი, რომელიც ბათუმელთა რიგებში 5 გოლის ავტორია.

ბათუმის არენაზე, რომელიც ზუსტად 1 წლის წინ გაიხსნა, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და სტადიონზე ანშლაგს ველით.

ტურის სხვა შეხვედრები:

8.05.

16:00 "სიონი" - "დინამო" (თბ);

19:00 "ტორპედო" - "საბურთალო" (უმაყურებლოდ);

9.05.

16:30 "სამგურალი" - "თელავი";

21:00 "გაგრა" - "ლოკომოტივი"

Herbst
გაიტანა უკვე, თან ულამაზესი გოლი. ჯერ რა გარემოა, სავსეა ტრიბუნები, მგონია ლა ლიგის რომელიმე თამაშს ვუყურებ. სასწაული კომბინაცია გაითამაშეს და ძაან ლამაზი გოლი გავიდა. ყოჩაღ ბათუმს, ნამდვილი ევროპული დონის საფეხბურთო გარემო შექმნეს.
Michael
გეთანხმებით. თითქოს ძალიან საყვარლები არიან ეგ ბავშვები მაგრამ ხომ შეიძლება მოდნის გარეთ გადაიღონ ეგ ფოტები ან თუნდაც ვარჯიშზე. მაგის გამო უკვე მერამდენედ გაჩერდა თამაში და კიდე უკმაყოფილო დარჩნენ, როცა კვარამ მოუწოდათ დაეტოვებინათ მოედანი. ქუთაისში ჩემი თვალით ვუყურებდი როგორ შემოვარდა ბავშვი, გადაიღო სელფი და გავიდა, ისე რომ არც დაცვა და არც არავინ შემოსულა. ანუ როგორც ჩვეულებრივი მოვლენა ისე მოხდა. თამაში მინდინარეობდა თან. გვესმის კარგი მხრიდან რომ უნდა დავინახოთ მაგრამ თამაშსაც თუ აცდით მაგ ბიჭს საყვარელო ბავშვებო და მშობლებო კარგი იქნება:))
ბექა
იმედია არ ვნახავთ გულშემატკივრის შევარდნას და უაზრო ფოტოსესიებს
Herbst
ჩემი აზრით ძალიან დიდი მუხტი აიწია ეროვნულ ჩემპიონატში მისი დაბრუნებით. ძაან კარგადაც თამაშობს და ბევრ ლამაზ მომენტს გვთავაზობს გულშემატკივარს. მე პირადად მის გამო დავიწყე თამაშებზე სიარული. ქართველ გულშემატკივარს მოგვეცა იმის ბედნიერება,ტელევიზორში რომ ვუყურებთ ისეთი ფეხბურთი ლაივშიც ვნახოთ. როგორ შეიძლება ამ ბიჭის მადლობელი არ იყო, ამხელა სიამოვნებას რომ განიჭებს მისი თამაშით. ეგ სადაც ავღნიშნე ცოტა არიყოს აგრესია გამოვიწვიე ხალხში და მივხვდი, რომ მზად არ ვართ მსგავსი დონის სპორტსმენები ეროვნულ ჩემპიონატში გვყავდეს. "თავი ვინმეზე მეტი ხო არ არ გგონია ბიჭო" დამოკიდებულება ძალიან ტეხავს, ძალიან!

დღეს თუ გაიტანა იტყვიან, გორის დილას თუ გაუტანა დიდი ამბავიო და თუ ვერ გაიტანა, გორის დილასთვის ვერ გააქვს და ნაპოლიში გაიტანსო? პ.ს შვედებს, ესპანელებს, ბერძნებს, მაკედონელებს გაუტანათ ცნობისთვის:)

ძალიან ბევრი კომენტარი შემხვდა, რომ ხვიჩა საქართველოში გადმოსვლის მერე არაა ფორმაში და ასე შემდეგ, რაც სრულიად უსაფუძვლოა. რომელი თამაში არ ჩაატარა კარგად მაინტერესებს? სამ თამაშში სამი გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემაც გააკეთა და უკაცრავად მაგრამ ბოლნისთან ყანაში ფეხებს რომ ამტვრევდნენ, იქ ვერ გაიგიჟებდა თავს. ცოტა ხო უნდა დაუფიქრდეს ეს ხალხი რასამბობს. რაც შეეხება დღეს გატანას, ეგ არაა მნიშვნელოვანი, მთავარია როგორ ითამაშებს და მაგის გარდა გუნდში არიან გამტანები კიდევ. მეტი რა უნდა ქნას რომ ამ ხალხს პირი ამოეკეროს საკუდამოდ არვიცი. ამხნის კაცები ზიან და თურმე ვერ თამაშობს კვარაცხელია და რუსეთში უკეთ თამაშობდა. რაუნდა იტალიაში და ასე შემდეგ. ქართველისნაირი ბოღმა გულშემატკივარი არ მეგულება არსად. ბოლოს ტორპედოსთან გაიტანა ულამაზესი გოლი და მაშინ ყიჟინებდნენ რა მაგრად თამაშობსო, მერე ბოლნისთან დალეწეს და თბილისთან კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა მისი თამაში. კრიტიკას საფუძელი მიეცით თორე უკვე სასაცილოები ჩანხართ! გაგრასთან რომ გაიტანა დუბლი მაშინ წერდნენ გაგრას თუ გაუტანა დიდი ამბავიო, თუ ვერ გაიტანდა, გაგრას ვერ გაუტანა და სხვას როგორ გაუტანსო :)) კააარგით რაა!
kane
თუ დააცდიან თამაშს და სმარტფონებით არ დაუწყებენ დევას, მაშინ ალბათ კი
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს