"ხვამლი"-"ტაოს" პირველი ლიგის ფინალურ შეხვედრას „ხვამლი არენამ“ უმასპინძლა. მუხიანელებმა რეგულარულ სეზონში მესხებზე 2-ით მაღალი, მეორე ადგილი დაიკავეს და გადამწყვეტი მატჩის მასპინძლობის უფლებაც ირგუნეს. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი თავისი არსებობის მანძილზე პირველი ლიგის მოწინავე ორეულში პირველად მოხვდა და შესაბამისად, გამარჯვებული დიდი 10-ის დებიუტანტი ხდებოდა. მართალია, მეტოქეთა ისტორია ათწლეულებს არ ითვლის, თუმცა ორივე გუნდი უმეტესად რაგბის საკუთარი სკოლის აღზრდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, რაც დედაქალაქსა და სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების საქმესაც ხელს უწყობს და თან ქვეყნის რანგით მეორე დივიზიონის პირველობას მეტ ელფერსა და სიმძაფრეს მატებს.

"ხვამლს" სეზონის ორივე და დღემდე გამართული ოთხივე ურთიერთშეხვედრა "ტაოსთან" მოგებული ჰქონდა. ისიც აღსანიშნავია, რომ მუხიანელებმა მიმდინარე კალენდარულ წელს ყველა ჩატარებულ შეხვედრაში იმარჯვეს და ჯგუფურ ეტაპზე სატურნირო ცხრილში მესხები 14 ქულით ჩამოიტოვეს. პლეი-ოფის პირველ ეტაპზე დავით ცხვედიანის ბიჭებმა დრამატულ შეხვედრაში ოზურგეთის "არწივებს" 21:19 მოუგეს, მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას შეგირდებმა კი ასევე უშეღავათო ბრძოლაში რეგულარული სეზონის გამარჯვებული "არმიას" ძლევა „მშრალი“ ანგარიშით მოახერხეს – 6:0.

"ხვამლი" სწრაფი, მწყობრი თამაშის წყალობით უპირატესობას მატჩის დებიუტშივე დაეუფლა და საწყის 10 წუთში 10 ქულითაც დაწინაურდა. მუხიანელთა მოლის ჩაქცევისთვის დანიშნულ ტექნიკურ ლელოს ფულბეკმა ზურა ქობელაშვილმა გატანილი ჯარიმაც დაურთო. მესხებმა ნახევარი საათის თავზეღა მოახერხეს ბურჯ საბა ბუხრიკიძის ძალისმიერი ლელოთი პირველი სამატჩო ქულების აღება. 5 წუთის შემდეგ "ხვამლმა" მორიგი ლელოს გატანა მოახერხა. თავი ფრთა გიორგი ჯობავამ გამოიჩინა, ქობელაშვილის ზუსტმა გარდასახვამ კი ცხვედიანის ბიჭებს შესვენების წინ 12-ქულიანი უპირატესობა მოუტანა.

მართალია, მეორე ტაიმში "ტაო" საგრძნობლად გააქტიურდა, ზურგქარში მყოფმა ძალუმადაც შეუტია, თუმცა ტექნიკური წუნის აღმოფხვრა ვერ შეძლო და ვერც დროულ მიყოლაში ივარგა. ისიც აღსანიშნავია, რომ "ტაოს" ფიჯელი ლეგიონერები თამაშის დინამიკიდან სრულად ამოვარდნილი იყვნენ და კუროკავუმ ჯერ მიუტევებელი შეცდომით "ხვამლს" ლელო უპრობლემოდ გაატანინა, შემდგომ კი თანაგუნდელთა სალელოვე შეტევის დაგვირგვინება ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ მოახერხა. მესხთა ერთადერთი ხეირიანი „გამონათება“ გოშა შკინინის დადებული ულამაზესი ლელო გახლდათ. რეაქტიულმა და უბერებელმა "ბორჯღალოსანმა" ჩვეული სპრინტერული მანერით 60-მეტრიანი დისტანცია დაუბრკოლებლად დაფარა და ანგარიშში შემცირებული 5-ქულიანი სხვაობით საკუთარ გუნდს წარმატების შანსი დაუბრუნა, რითაც სტუმრებმა ვერ ისარგებლეს.

მატჩის დარჩენილ დროში "ხვამლი" საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. ზურა ქობელაშვილმა ჯერ ჯარიმა გაიტანა, შემდეგ კი თანაგუნდელი მხტომელის, ბექა არველაძის დადებული ლელოც გარდასახა და საკუთარი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებაც დააფიქსირა – 27:12. "ხვამლის" რაგბის სკოლის სულისჩამდგმელმა და თავკაცმა დავით ცხვედიანმა 12 წლის წინ მუხიანში ოვალის სიყვარული ჯერ უბნის, შემდეგ კი მეზობელ რეგიონში მცხოვრებ ყმაწვილებს გაუჩინა და დღევანდელი "ხვამლის" დიდი გუნდის შემადგენლობის ბირთვს სწორედ იმხანად 6 წლის ასაკის ბიჭუნები შეადგენენ.

"ხვამლი" დიდი 10-ის ახალი ბინადარი გახდა, მესხები კი ელიტაში მოხვედრის კიდევ ერთი შანსის გამოყენებას უმაღლესი დივიზიონის ბოლოსწინა ადგილზე გასულ სტეფანწმინდას "ყაზბეგთან" 2-რაუნდიან შეხვედრებში ეცდებიან.

ფინალური შეხვედრის მონაწილე გუნდები მედლებით საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ და კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავამ დააჯილდოეს. "ხვამლის" კაპიტანმა საბა კურტანიძემ საჩემპიონო თასი ტრადიციული ფოიერვერკის თანხლებით ქართული რაგბის თავკაცისაგან ჩაიბარა.

Georgian Rugby

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია