ვინ წარმოიდგენდა მსაჯობასთან დაკავშირებული დიდი, ხმაურიანი სკანდალი, დაახლოებით ისეთი 1966 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალს რომ მოჰყვა, სამი ერის გათამაშებასაც შეაზანზარებდა...

ვინ წარმოიდგენდა მსაჯობასთან დაკავშირებული დიდი, ხმაურიანი სკანდალი, დაახლოებით ისეთი 1966 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალს რომ მოჰყვა, სამი ერის გათამაშებასაც შეაზანზარებდა. არადა, ასეა, მსაჯების მიმართ პრეტენზია არა მარტო "ბოკეს" თავკაც პიტერ დე ფილიერსს აქვს, თუმცა ეს სხვა ისტორიაა, რომელსაც გაგრძელება აუცილებლად ექნება.

დღეს კი ქრაისთჩერჩში, იქ, სადაც 2011 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის ჯგუფურ ტურნირში ინგლისის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, სამი ერის გათამაშების მორიგ მატჩში "ოლ ბლექსი" "ვოლაბებს" ეთამაშება.

ერთი კვირის წინ მელბურნში ახალზელანდიელებმა მასპინძლები დამაჯერებლად სძლიეს და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს პირველობისკენ. ქრაისთჩერჩში გამარჯვების შემთხვევაში ძნელი წარმოსადგენია, "ოლ ბლექსს" სამი ერის ჩემპიონობაში ხელი რამ უნდა შეუშალოს.

მართალია, "ოლ ბელქსს" ამის შემდეგ ორი გასვლითი მატჩი დარჩება გასამართი სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში, მაგრამ ორივეს წაგების შემთხვევაშიც კი, ვფიქრობთ, მეტოქისთვის მიუწვდომლები იქნება.

"ბოკეს" სამი წაგება აქვს და "კივებს" ვეღარ დაეწევა. ავსტრალიას კი ორი გასვლითი მატჩი აქვს გასამართი სამხრეთ აფრიკაში. ძნელი წარმოსადგენია, რომ ავსტრალიამ ისედაც გავეშებულ, სამყაროზე გაბრაზებულ სამხრეთაფრიკელებს ორივე თამაში მოუგოს. თუმცა გამორიცხული არაფერია და სობს მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.

ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობი დინსმა ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. მან ქართლი ბეილი, ძმები ენტონი და საია ფაინგააები სათადრიგოთა სკამიდან სასტარტო შემადგენლობაში გადაიყვანა.

ქართლი ბეილი ფულბეკის პოზიციას დაიკავებს, რომელზეც წინა შეხვედრაში ადამ ეშლი-კუპერმა ითამაშა, ის ამჯერად ტრავმირებული შუამარბის რობ ჰორნის პოზიციაზე გადაბარგდება. ენტონი ფაინგაა კიდევ ერთ შუამარბს ბერიკ ბარნსს ჩაანაცვლებს, მისი ძმა საია კი შერკინების კვაჭ სტივენ მურს შეცვლის.

ავსტრალიელები, ცხადია, ქრაისთჩერჩში რევანშის ასაღებად იბრძოლებენ, მაგრამ, თუ მათი თავკაცის სიტყვებს ვენდობით, მარცხი დიდად არ დაადარდიანებთ.

"ჩვენ სხვებთან შედარებით ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელიც საუკეთესო კონდიციებში 14 თვის შემდეგ იქნება. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ დამთავრდება მატჩი მომავალ უქმეებზე ქრაისთჩერჩში. დრო ჩვენს მორაგბეებზე იმუშავებს. გარწმუნებთ, 14 თვის შემდეგ ჩვენ შევძლებთ, პოტენციალი სრულად წარმოვაჩინოთ." - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში რობი დინსმა, რომელიც რატომღაც ვერ ხვდება, რომ დრო ახალზელანდიელებზეც იმუშავებს. 14 თვე "ოლ ბლექსის" მწვრთნელის გრემ ჰენრის განკარგულებაშიცაა. მისი გუნდი უკვე ახლაა საუკეთესო ფორმაში. ახალზელანდიელი მორაგბეები შეუჩერებელნი არიან, გუნდი ტაქატიკურად გამართულია და მოთამაშეები მაღალტექნიკურობით გამოირჩევიან. დრო გვიჩვენებს, შეძლებენ თუ არა ისინი ფორმის შენარჩუნებას ან უფრო გაუმჯობესებას 2011 წლის მსოფლიო თასისთვის. ან იქნებ მართალია პიტერ დე ფილიერსი, იქნებ მართლა სამი ერის ორგანიზატორების შეთქმულებასთან გვაქვს საქმე?

ტრავმის გამო "კივებს" ცხრა ნომერი ჯიმი ქოუანი დააკლდებათ. მან "ვოლაბებთან" მელბურნულ მატჩში ნეკნი გაიტეხა და, სავარაუდოდ, წლეულს სამი ერის გათამაშებაში ვეღარ გამოვა. მას ქრაისთჩერჩში, ცხადია, პირი ვიპუ შეცვლის. სათადარიგოებში კი გრემ ჰენრი ალბი მეთიუსონს დასვამს.

ვიპუს კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდროს. ის აგერ უკვე ოთხი წელიწადია, სათადარიგო ცხრა ნომერია და ამ ამპლუაში პირველ ნომრობას ვერაფრით ეღირსა. ვიპუსთვის ეს გარემოება დამატებითი სტიმული იქნება, თუმცა ის ნებისმიერ შემთხვევაში ბოლომდე თავდადებით მებრძოლი მორაგბეა.

საინტერესო იქნება შუამარბების, ავსტრალიელთა დებიუტანტის ენტონი ფაინგაას და ახლზელანდიელი მაა ნონუს დუელიც. ეს ახალგაზრდა ავსტრალიელისთვის შანსია, კარიერა რიხით დაიწყოს.

მატჩს სამხრეთაფრიკელი არბიტრი ჯონათან კაპლანი განსჯის. ის ცივსისხლიანი, საკმაოდ კარგად განსწავლული, ერთ-ერთი საუკეთესოა მსაჯია მსოფლიოში და ნაკლებად სავარაუდოა, ვინმემ მის კომპეტენციაში ან თუნდაც რეპუტაციაში ეჭვი შეიტანოს.

ახალი ზელანდია-ავსტრალია

ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. კორი ჯეინი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯო როკოთოკო, 10. დენ კარტერი, 9. პირი ვიპუ. 1. ტონი ვუდკოქი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბრედ თორნი, 5. ტომ დონელი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი

16. კორი ფლინი, 17. ბენ ფრენქსი, 18. სემ ვაითლოქი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. ალბი მეთიუსონი, 21. აარონ კრადენი, 22. ბენსონ სტენლი.

ავსტრალია: 15. ქართლი ბეილი, 14. ჯეიმზ ოკონორი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. ენტონი ფაინგაა, 11. დრიუ მიტჩელი, 10. მეთ გიტო, 9. ვილი გენია. 1. ბენ რობინსონი, 2. საია ფაინგაა, 3. სალესი მააფუ, 4. დენ მამი, 5. ნათან შარფი, 6. როკი ელოსმი, 7. დავიდ პოკოქი, 8. რიჩარდ ბრაუნი.

16. სტივენ მური, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. რობ საიმონსი, 19. მეთ ჰოჯსონი, 20. ლუკ ბარჯესი, 21. ბერიკ ბარნსი, 22. კემერონ შეპარდი.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. ახ.ზელანდია 3 3 0 0 +55 15

2. ავსტრალია 2 1 0 1 -4 4

3. ს.აფრიკა 3 0 0 3 -51 0

სამი ერი

21 აგვისტო

სამხრეთ აფრიკა-ახალი ზელანდია

28 აგვისტო

სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

4 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

11 სექტემბერი

ავსტრალია-ახალი ზელანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს