ავსტრიული შეკრებიდან დაბრუნებული საქართველოს ჩემპიონები "დაჩიასთან" მატჩისთვის ზესტაფონში, საკუთარ ბაზაზე მოემზადებიან
"ზესტაფონი" ავსტრიული შეკრებიდან გუშინ, 6 ივლისს გამთენიისას დაბრუნდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ფეხბურთელები ორი დღით შინ გაუშვა, რის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონები ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტისთვის ზესტაფონში, საკუთარ ბაზაზე მოემზადებიან.

შეგახსენებთ, "ზესტაფონმა" ავსტრიაში ორი კვირა დაჰყო და ოთხი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა – ბუქარესტის "სტიაუასთან" 0:1 დამარცხდა, ლვოვის "კარპატის" 0:0-ზე დაუზავდა, "ბაზელთან" 0:4 წააგო, კლუჟის "უნივერსიტატიას" კი 3:2 სძლია.

"ზესტაფონის" საევროთასო განაცხადი დღეისთვის დაზუსტდება, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ იქ ავსტრიაში ნამყოფი ფეხბურთელები მოხვდებიან. თუმცა არის გამონაკლისებიც - კახა ალადაშვილმა, რომელმაც "ზესტაფონი" ჯერ დატოვა, მერე კი დაბრუნდა, დუბლშემადგენლობაში ივარჯიშა და გეგუჩაძის გადაწყვეტილებას ელის; ზურაბ მენთეშაშვილი და გოგი ფიფია კი, რომლებიც მწყობრში მალე ჩადგებიან, განაცხადში, ალბათ, "დაჩიას" ბარიერის გადალახვის შემთხვევაში თუ მოხვდებიან.

მოკლედ, ჩემპიონთა ლიგის სამეორეეტაპო განაცხადში მოხვედრის შანსი ამ ფეხბურთელებს აქვთ:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე, კახაბერ მეშველინი;

მცველები: გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მამუკა კობახიძე, თეიმურაზ ღონღაძე, მალხაზ გაგოშიძე, კახა ალადაშვილი;

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ალექსი ბენაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე აფციაური, გიორგი ჭანკოტაძე, როსტომ გეწაძე, მიხეილ სარდალიშვილი.

თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, საბა ლომია, რატი წინამძღვრიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა