საქართველოს თასის მფლობელი ევროპის ლიგაზე ფამაგუსტას "ანორთოსისთან" 14 ივლისის მატჩისთვის მეტოქის ქვეყანაში მოემზადება
საქართველოს თასის მფლობელი "გაგრა" ევროპის ლიგაზე ფამაგუსტას "ანორთოსისთან" 14 ივლისის მატჩისთვის მეტოქის ქვეყანაში მოემზადება.

გაგრელები კვიპროსში დღეს, 7 ივლისს გამთენიისას თბილისი-პრაღა-ლარნაკას ავიარეისით გაემგზავრნენ, საიდანაც ლიმასოლამდე ავტობუსით ერთ საათში ჩავლენ და სასტუმრო "ეპისკოპიანეში" დაბინავდებიან.

"გაგრას" უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მიხეილ აფხაზავას თქმით, გუშინ, 6 ივლისს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი პისკოვეცმა დაასახელა წასაყვან ფეხბურთელთა 22-კაციანი სია:

მეკარეები: კოკა სეფიაშვილი, გიორგი ბეგაშვილი

მცველები: გელა ხუბუა, ჯემალ გაბუნია, გიორგი ტყეშელაშვილი, ნიკა ჯიშკარიანი, ლაშა კალანდაძე, ზვიად ჩხეტიანი.

ნახევარმცველები: ირაკლი ხუციძე, გიორგი ზვიადაძე, დავით გიგაური, მიხეილ კობერიძე, მიკოლა ნაკონეჩნი, ვოლოდიმირ ორდინსკი, ლევან შარიქაძე, ნიკა ჭკუასელი, ბექა ქართველიშვილი, გიორგი ყურულაშვილი.

თავდამსხმელები: შალვა კვანტალიანი, დათა სიჭინავა, გიორგი გაბედავა, დავით ციცხვაია.

კვიპროსში გუნდი ერთი კვირა გაჩერდება, მაგრამ ევროდებიუტამდე საკონტროლო შეხვედრას არ გეგმავს. "ანორთოსისი" "გაგრას" 14 ივლისს ლარნაკას "ანტონის პაპადოპულოსზე" ჩვენი დროით 21 საათიდან უმასპინძლებს. საპასუხო შეხვედრა ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" 21 ივლისს 21 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tsope
ნიგერიელები სად გაქრნენ?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა