ქარის თასის გათამაშების მეხუთე ტურში ჯერჯერობით დაუმარცხებელ ლიდერ "ვესტერნ პროვანსს" პირველი სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს სტუმრად მესამეადგილოსან "გრიკასთან", რომელსაც მხოლოდ სამი ქულით უსწრებს...

ქარის თასის გათამაშების მეხუთე ტურში ჯერჯერობით დაუმარცხებელ ლიდერ "ვესტერნ პროვანსს" პირველი სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს სტუმრად მესამეადგილოსან "გრიკასთან", რომელსაც მხოლოდ სამი ქულით უსწრებს.

"დასავლეთელებმა" ოთხიდან ოთხივე შეხვედრა მოიგეს, თუმცა ცინიკოსები ხითხითებენ, რომ ოთხიდან სამი აუტსაიდერებს აჯობეს და მათი ნამდვილის სახე ლიდერებთან ბრძოლაში გამოჩნდება. მით უფრო, რომ "ვესტერნ პროვანსს" სტუმრად "გრიკასთან" 2007 წლის შემდეგ არ მოუგია.

წლეულს "დასავლეთელები" შარშანდელზე ბევრად უკეთ გამოიყურებიან, თუმცა არც მასპინძელთა გუნდზე ითქმის აუგი. "გრიკასი" კარგად შეკრული, მებრძოლი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. საინტერეო იქნება გარემარბების ხიო ეპლონის (ვესტერნ პროვანსი) და ბიორნ ბესონის (გრიკასი) დაპირისპირება. ორივე მათგანი "ბოკეს" წევრია.

მატჩის ბედს კი, ვფიქრობთ, მგეზავების ნაას ულიფიესა (გრიკასი) და ვილემ დე ფაალის (ვესტერნ პროვანსი) უნარიანად გუნდის მართვა და ფეხჩუბინობა გადაწყვეტს.

საგულისხმოა, რომ "დასავლეთელები" მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან, ყველა წამყვანი მოთამაშე მწყობრშია, თუმცა...

"ჩვენ "გრიკასთან" მატჩს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. წამითაც არ იფიქროთ, რომ მეტოქეს სათანადოდ არ ვაფასებთ. კარგად ვიცით, რომ უმძიმესი ბრძოლა გველის და საამისოდ მზად ვართ" - თქვა "ვესტერნ პროვანსის" მწვრთნელმა ალისტერ კუციამ, რომელიც ივლისის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

მე-5 ტურის კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართება დურბანში, სადაც "ნატალ შარქსი" იოჰანესბურგის "ლაიონზს" უმასპინძლებს.

"ზვიგენები" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე არიან და ნაკლებად სავარაუდოა, სტუმრებს რაიმე დაუთმონ. მასპინძლებს ტრავმირებული რუან პინარი და სტივენ მეიერი არ ეყოლებათ. მგეზავის პოზიციას ახლაგაზრდა პატრიკ ლამბიე დაიკავებს, რომელიც ივლისის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ლამბიე სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდული ნაკრების წევრია და ახლახან არგენტინაში დამთავრებულ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მექულეთა შორის მეორე იყო.

პრეტორიის "ბლუ ბულზს" იოლი გასეირნება ელის შინ აუტსაიდერ "ლეოპარდსთან". მასპინძლები, სავარაუდოდ, მეტოქეს ოთხ და მეტ ლელოს გაუტანენ, რისთვისაც ერთ პრემიალურ ქულას მიიღებენ.

პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლი "ჩიტაზი" სტუმრად ეთამაშება "ერთ-ერთ აუტსაიდერ "პუმასს" და აუცილებლად უნდა მოუგოს. წინაღმდეგ შემთხვევაში, ჩიტაზელების საპლეიოფო ამბიციები საგრძნობლად შემცირდება.

სატურნირო მდგომარეობა

1. ვესტერნ პროვანსი - 18 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 16, 3. გრიკასი - 15, 4. ბლუ ბულზი - 11, 5. ჩიტაზი - 9, 6. ლაიონზი - 6, 7. პუმასი - 5, 8. ლეოპარდსი - 2

VI ტური

13 აგვისტო

გრიკასი-პუმასი

ლეოპარდსი-ნატალ შარქსი

14 აგვისტო

ვესტერნ პროვანსი-ბლუ ბულზი

ლაიონზი-ჩიტაზი

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის