ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

სად ითამაშებს ჩაკვეტაძე და იქნება თუ არა ნაკრებში?!

სად ითამაშებს ჩაკვეტაძე და იქნება თუ არა ნაკრებში?!

<p>15 მაისს გიორგი ჩაკვეტაძის მუდმივ და დროებით კლუბებს უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ჰქონდათ, ქართველი ნახევარმცველის მომავალზე კი ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.</p><p>გიორგის ახლანდელ კლუბ "ჰამბურგს" ბუნდესლიგაში გადასასვლელ ორმატჩიან პლეი-ოფში ბერლინის "ჰერტასთან" ჭიდილში მოუწევს, რომელიც "შტუტგარტის" მცირე სასწაულის შემდეგ, საპლეიოფო ზონაში მოხვდა.</p><p>უკვე ვიცით, რომ "ჩაკვე" ბელგიურ "გენტს" დაუბრუნდება, რომელმაც კონფერენს ლიგაზე თამაში გაინაღდა.</p><p>ახლა არ ვიცით, რამდენად დარჩება გიორგი ბელგიაში და ზაფხულში რა ვარიანტებს განიხილავს. ამასობაში, სანაკრებო შეხვედრები მოახლოვდა. ვილი სანიოლმა "ერთა ლიგისთვის" შემადგენლობა მალე უნდა დაასახელოს. ჩაკვეტაძეს გუნდში მცირე სათამაშო დრო ეძლევა, თუმცა "ჯვაროსნების" წარმოდგენა მის გარეშე მაინც გვიჭირს.</p><p><p><p><p><br></p>

  • Skeleton

    ნუ ქმნით ყველაფერში პანიკას. ძალიან ახალგაზრდაა ჯერ. თუ საკმარისად არ იშრომებს არაფერი გამოუვა და ამას თავადაც დაინახავს. ძალიან გთხოვთ ნუ უკონტროლებთ ღამის კლუბში შევიდა თუ სიგარეტი მოწია ვინმემ. გუშინ ერლინგ ჰალანდმა დაიმხო ღამის კლუბი თავზე მაგრამ ეს მის ფეხბურთელებას ხელს არ უშლის. 22 წლის ბიჭი რატომ არ უნდა გაერთოს, ეს რა მიდგომებია, თქვენ გგონიათ კლუბში თუ არ შევა უკეთესი ფეხბურთელი იქნება? მთავარი ფიზ მომზადება და მენტალობაა, ასევე კარგი პირობები და ბევრი შრომა. როგორც ცივილურ ქვეყნებსი!! რაღაც გენებში გვაქვს მგონი სხვისი პირადი ცხოვრების გარჩევა და ამას ვითომ ფეხბურთის სიყვარულით ვამართლებთ. ჰანალდის ვიდეო რომ ვნახე ვფიქრობდი, ასე რომ რომელიმე ქართველი ფეხბურთელი ენახათ ალბათ ჯვარზე გააკრავდნენ კლავიატურის ლომებითქო:))

  • შავი კაცი

    არ არის გამართლებული პრაკტიკაში სახელის და ნიჭის გამო ნაკრებში ფეხბურთელი გამოიძახო.. ეს კარგად ესმის სანიოლს და მოხარული ვარ იმით რომ პრაგმატულად მსჯელობს.. რახან ჩაკვეტაძეა და რამდენიმე წლის წინ გაიბრწყინა ნაკრებში მაგიტო არ უნდა გამოიძახონ!! რა დააშავა იმ ფეხბურთელებმა ვინც თავდაუზოგავად შრომობს და ვითარდება, აი თუნდაც ალთუნაშვილი რომელიც სტაბილურია ტრამვის შემდეგ და კარგ ფეხბურთს გვთავაზობს ან ფლამარიონი რომელსაც მალე შეეძლება ნაკრებში თამაში.. პირადად ჩემთვის გაუგებარია რატო უნდა გინდოდეს ჩაკვეტაძე ასეთ კონდიციებში მყოფი ნაკრებში იხილო? პირადად ჩემი აზრია ჩაკვესთან დაკავშირებით რომ, ხანდროს საჭიროა ნაბიჯი უკან იმისთვის რომ წინ სვლა გააგრძელო ეს კარგად დავინახეთ კვარას და დავითაშვილის ე-ლიგაში დაბრუნების შემდეგ, არავინ დააყენებს სასტავში არცერთი კლუბი შემტევს რომელსაც ტრამვის და მცველების ეშინია... თუ შიში გაქვს და ამ დროს ინტელექტის და ნიჭის პატრონი ხარ ჭადრაკიც სპორტია...ასე რომ წარმატებები ნაკრებს დიდი მოლოდინები გვაქვს, მჯჯერა რომ ჩვენი ბიჭები სულს გულს ჩადებენ თამაშებში!!!

  • zura222

    რაც ჩაკვეს თავს ხდება და ადრე ზოგიერთი ქართველი ფეხბურთელის და სპორტსმენისაც ეს არის "ქართული მენტალიტეტის" ბრალი ! მაგალითად ბექა ღვინიაშვილი ავიღოთ-- უნიჭიერესი ბიჭი იყო 18 წლისა იაპონიის ტურნირზე რომ გამოვიდა იაპონელებმა(!) ძიუდოს ახალი გენია შეარქვეს და ძალიან ბევრი ამბობდა რომ უდიდეს წარმატებებს მიაღწევდა და რინერსაც გადაუჯოკრავდა ! მაგრამ სადაა ეხლა ? ნაკრებშიც ვეღარ ხვდება @ ჩემი თვალით ვნახე 3 წლის წინ თბილისობაზე სპორტის სასახლესთან ღია კარვებში სუფრები რომ ქონდათ გაშლილი ერთერთ სუფრაზე ჭიქით ხელში სადღეგრძელოს ამბობდა და ისე იყო აჭარხალებული ეტყობოდა 8-9-10 ჭიქა ქონდა უკვე წაქცეული @ ეს რაც მე ვნახე და ალბათ სხვაგანაც არ იკლებდა ! ჩვენ სპორტსმენებს გონიათ რომ სპორტი და ფეხბურთი გამდიდრების და სიამოვნების წყაროა ! გამდიდრების კი ბატონო მაგრამ გულავი და ქეიფი და სხვა სიამოვნებები უკვე კარიერის დამთავრების მერე ! თუმცა არვ მერეც არ შეიძლება ზედმეტები ! ვიცით რა ადრე დაიღუპნენ ყიფიანი შენგელია მიშა მესხი უმცროსი და სხვები (( ან კრუიფმა ბოლო წლებსი კი თქვა უარი სიგარეტზე და აქტიური მოწინააღტმდეგეც გახდა მაგრამ ახალგაზრდობაში დღეში 2 კოლოფის მოწევამ მაინც თავისი გაიტანა ! ვარჯიშებს და ფიზიკურ დატვირთვებს მიჩვეული ორგანიზმი განსაკუთრებით ვერ იტანს სიგარეტს (სხცა რამეების მოწევაზე არაფერს ვამბობ) და ზღვარგადასულ ქეიფს !

  • ელგუჯა

    ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს დიდი ფული თუ დაანახე რეზულტატი 0

  • zura222

    კარიერას სხვები კი არ ასრულებინებენ თცითონ ასრულებს ! ერთბაშად სამი მწვრთნელი (სანიოლი გენტის და ჰამბურგის მწვრთნელები)მიანიშნებს რომ არ უნდა მაგ ბიჭს ვარჯიში და თამაშიო ! გვარაცხელიას მოყვანა აქ მაგარი უადგილოა ! ჯერ ერთი რატომ უნდა ჩააგდოს თამაშები და რომც ჩააგდოს ეს სიზარმაცით და ფეხბურთის თამაშის არ სურვილით არ მოუვა ! და რაც შეეხება ჩვენი ფეხბურთელების ლანძღვას აქაც და სხვაგანაც ბევრჯერ დაიწერა რომ ისინი არიან ნაც სექტის ვირთხები სულ ქვეყნის ლანძღვაში რომ არიან და სააკიანოს გარეშე საქართველოს არსებობაც არ უნდათ @

  • ირაკლი

    ისე გენტიც მშვენიერი ტრამპლინი იყო თავის დროზე. მარტო ტრავმაში არაა საქმე, იბრამ უსერიოზულესი ტრავმის მერე აგერ 40 წლამდე გაქაჩა მილანში, მთავარია მობდომება, რაც ჩვენებს არ აქვთ! მჭედლიძესაც მეორე იბრას ეძახდნენ იტალიაში და რა?! 1 გოლი გაუტანა ბუფონს და მორჩა იქ მაგის ფეხბურთი და ასეთი ძაააან ბევრია. ძალიან მინიმალურით კმაყოფილდებიან, ან დამრიგებელი არ ყავთ გვერდში წესიერი ან არ ვიცი რა.

  • გიორგი

    ჩაკვერაძე არაა სპორტსმენი , ბურთ რო აგორებ კარგად ეგ სპორტსმენობას არ ნიშნავს.უნდა გახდეს სპორტსმენი ერთი სამი წელი კიდე სჭირდება

  • Winter

    კვარაცხელიასთან რა გინდათ? რაც საქართველოში გადმოვიდა ათმაგად საინტერესო გახადა ჩემპიონატი, სულ ახალი გადმოსულია და უკვე ოთხი გოლი გაიტანა, მის გამო ხალხი სტადიონებზე დავდივართ და სიცოცხლე შემატა ქართულ მკვდარ ფეხბურთს. იტალიური პრესა ყოველ დღე მასზე წერს და მეტი რა უნდა ქნას თავი რომ მოგაწონოთ? უკაცრავად მაგრამ წვერი ექნება გაზრდილი თუ თმა, ეგ არავის საქმე არ არის, მისი გარეგნობა არავის ეხება. ზუსტად ამიტომ ვართ ჩამორჩენილი ერი, სხვისი თმის სიგრძეზე ყურადღების გამახვილებას რომ ვერ გავცდით ვერასოდეს!! გასაგებია რომ საკვები უჭირს ამ ქვეყანაში ხალხს და სწორედ ამიტომ არის, ასე რომ დაწვრილმანდა ერი, სხვის ჩაცმულობას დ ვარცხნილობას დასდევენ. გულშემატკივრობა ვისწავლოთ ჯერ!! ესპანეთის და შვედეთის დონის ნაკრებებს თანასწორად ეთამაშა და მათთან არცერთ ასპექტში არ დაჩაგრულა 20 წლის ბიჭი. პანდემია, ომი და ყველა უბედურება მის კარიერას დაემთხვა, პლიუს აქედან არ აკლებდა ჭორიკანა ერი ლანძღვა-გინებას. ან ნიჭით რა აქვს ამათი დასაწუნი, ან შრომიამოყვარეობით და ან მონდომებით? ქართველებისნაირი არაადეკვატური გულშემატკივარი არ მინახავს არსად. არ მესმის შენი ქვეყნის ტალანტის, ახალგაზრდა ბიჭის მიმართ ეგეთი სიძულვილი როგორ უნდა გქონდეს ან ისე როგორ უნდა დაწვრილმანდე, რომ მის გატანილ გოლებს და ლამაზ თამაშს ვერ ამჩნევდე და რამხელა თმა და წვერი აქვს იმაზე ამახვილებდე ყურადღებას. ჯერ მარტო რამდენი პატარა ბავშვი გაახარა ამ დღეებში, სულ რაღაც ერთ თვეში აღარ იქნება საქართველოში და იქნებ მერე მაინც დამშვიდდეს აქ ხალხი...

  • ფეხბურთის ქომაგი

    გასკდა გული, ღმერთმა ამხელა ნიჭი და შესაძლებლობები მოგცეს კაცს და გაანიავო არ გამოიყენო იქნება???? გეკითხებით?? ეს ნორმალურია??? უკვე მერამდენე ჩამოთვლაც არ ღირს ათეულობით ნიჭია ასე გაფლანგული. ამასწინათ ტორპედოს თამაშს ვუყურე და პაპუნაშილი და არაბიძე როგორ დეგრადირდნენ თვალს და ხელს შუა, რა გჭირთ ბიჭებო ასეთი უჯიგრო, უპრინციპო და უთავმოყვარეო რამ გაგაჩინათ, სად გაიზარდეთ ასეთი არასერიოზულები. საქმე რაშია იცით ღმერთმა ქნას ვცდებოდე კვარაცხელიას თამაშს ვუყურებ ინტენსიურად ეგეც ცარიელი ნიჭია დარჩენილი, არანაირი პროგრესი, განვითარება, წვერ გაუპარსავი, თვალებ ამოშვაებული მოკრუნცხული დარბის, მისი ტოლა ბიჭები უკვე ლომებივით არიან ეს კიდე მისი ფინტების იმედადაა იმის იქითვ არაფერი არ აქვს მომატებული. ბოლო 30 წელია ვუყურებ ამ ფეხბურთს, ნამდვილად არ მივეკუთვნები ბოღმიანი და მოსეირე ვაი გულშემატკივრის კატეგორიას, სულ ასეთი ამბები ვითარდება, ასე იკარგება ნიჭიწერი ადამიანები, ვინმეს არ გაუკეთებია ანალიზი რა ხდება, რატომ? გასკდა გული. დავჯდეთ ერი დავფიქრდეთ და გავაკეთოთ ანალიზი, დავდოთ დასკვნა და თუ მეტი არ შეგვიძლია იყოს საქართველოში სპორტის ეს სახეობა სამოყვარულო დონეზე, თან ითამაშონ, ხელფასებს აღარ გადავუხდით ბევრს, მუნიციპალიტეტების და ფეხბურთის ფონდის ფული სხვა რაღაცას მოვახმაროთ. ასეთი არასერიოზული ადამიანები როგორიც ეგ ბიჭები არიან არვიცი სხვაგან არ მეგულება არცერთ დარგში. წარმოიდგინეთ მთელი ერი იმაზე ვნერვიულობთ ხვალ რა ვაჭამოთ შვილებს, რომლებიც სახლში რომ მივალთ ხელებში შეგვყურებენ, ამათ კიდევ ცხოვრებამ შანსი მისცა და სე ანიავებენ. რავიცი, რა ვთქვა რით გაგახაროთ, და ბოლოს შეგარცხვინეთ ყველა ვინც დიდი ტალანტს და ნიჭს სათანადოდ ვერ იყენებთ და ფლანგავთ!

  • ზაზა

    ჩემი სუბიექტური აზრით დღეს ჩაკვეტაძე ვეღარ "ქაჩავს" ევროპას ძალიან დიდი დრო გაუცდა ტრამვის პერიოდში და ფორმაში რომ ჩადგეს სჭირდება დრო და ევრპაში ჰამბურგის და გენტის ნაირ გუნდებში არავინ დაგაცლის 4-5 თვე ჯობია ახლა გადავიდეს დაბალი დონის გუნდში შედარებით დაბალი დონის ლიგაში და იქ დაიწყოს თამაში ნელ ნელა ჩადგეს ფორმაში და შემდეგ დაბრუნდეს ევროპაში ვიდრე ახლა ამ სეზონის შემდეგ წავიდეს ისევ გენტში და მთელი სეზონი გაატაროს სკამზე. წავიდეს კვიპროსში პოლონეთში ჩეხეთში ან თუნდაც საქართველოში და 1-2 სეზონი ითამაშოს დაიწყოს თავიდან ყველაფერი.

  • გელა

    მე მართლა ვერ ვხდები ამ მიდგომა ჩაკვეტაძე ამ ფორმაში და ამ მდგომარებოში არაა ნაკრებში გამოსაძახებელი ნაკრებში უნდა ითამაშონ იმათ ვინც იმ მომენტისთვის არის საუკეთესო ფორმაში არ არის ფორმაში არც ფიზიკურად და არც სათამაშო პრაქტიკა აქვს და როცა დაიწყებს თამაშს შევა ფორმაში და დამტკიცებს მერე გამოიძახებენ.

  • ზაზა

    100 დან 99% ქართველი ფეხბურთელების განსაკუთრებით კობიაშვილი კალაძის თაობის შემდეგ ვინც კი წავიდნენ საზღვარგარეთ სათამაშოთ და განსაკუთრებით ევროპაში როგორც კი გააფრომებდნენ კოტრაქტს იქ მთავრდებოდა მაგათი ფეხბურთი სახლი მანქანა კარგი ხელფასი (რომელიც კოლოსალურად უფრო მაღალია ვიდრე აქ უხდიან) და მორჩა ამით კმაყოფილდებოდნენ ვარჯიში მე 2 ხარისხოვანი ხდებოდა და გადადიოდნენ გულაობაზე რამდენი ვიცით რომ არ ხმაუდება ამბები ღამის კლუბებში რესტორნებში ბარებში და კაზინოებში მოგულავე ქართველ ფეხბურთელებზე და ეს ტენდეცია დღესაც გრძელდება.

  • ზაზა

    ძალიან კარგი შანსი გაუშვა ჩაკვეტაძემ ხელიდან მართაც რომ გაუშვა როცა მწვრთნელი დისციპლინას და მოტივაციას დაგიწუნებს გერმანიაში ამის შემდეგ მორჩაა აღარავინ გაგაკარებს მოედანს ჰამბურგს დღეს იდეალური შანსი აქვს ბუნდელიგაში აღზევების ჩაკვეტაძის პოზიციაზე ვინც თამაშობს ალიდუ ის გაყიდეს აინტრახტში და ფაქტიურად და მარცხენა შემტევის პოზიცია ვაკანტური ხდებოდა გუნდში და ჩაკვეტაძეს რომ თავი გამოეჩინა ეთამაშა იმ დონეზე რასაც ჩვენც გულშემატკივრები ველოდით და ეჩვენებინა ის ფეხბურთი რაც შეუძლია(გერმანის მე 2 ბუნდესლიგა არ არის ის დონე სადაც ჩაკვეტაძის ნიჭის და პოტენციალის ფეხბურთელს გაუჭირდეს თამაში ასეთი მონაცემების მქონე ფეხბურთელი წესით ვარსკვავი უნდა გახდარიყო მე 2 ბუნდესლიგის ) ასე რომ რომ ეთამშა ისე როგორც ველოდით დარწმუნებული ვარ ჰამბურგი აუცილებლად სერიოზულად დაფიქრდებოდა ჩაკვეტაძის ყიდვაზე გენტიდან მაგრამ!! სამწუხაროდ ასე არ მოხდა მწვრთNელის ინტერვიუებიდან ჩანს რომ არც ჩაკვეტაძეს გაუკეთებია არაფერი იმისთვის რომ ჰამბურგის ბოსები მისით სერიოზულად დაინტერესებულიყვნენ აქედან დასკვაა ამ ბიჭს აკლია პროფესიონალიზმი აკლია ე.ჭ ჟილკა ეს ძალიან ცუდიაა.:((

  • სოსო

    გიორგი ვერ ჩადგა ფორმაში და შემადგენლობაში ვერ ჩადგება,მაგრამ ვფიქრობ,მაინც უნდა გამოიძახონ შეკრებაზე.სხვათუ არაფერი,მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ სპეციალისტებს მასთან შეხება ექნებათ და იქნებ დაეხმარონ მისი პრობლემების მოგვარებაში.როცა გიომ გაიბრჭყინა,ყველა სპეციალისტი ერთხმად ამტკიცებდა,გიოს ვარსკვლავური სენი არ ემუქრება,ისეთი მშრომელი და მოწესრიგებულიაო.გასაგებია,მას ემდეგ დიდი დრო გავიდა,მაგრამ არა მგონია ისე შეცვლილიყო,რომ სულ სხვა ადამიანად ქცეულიყო.ჩამოიყვანონ,შეახვედრონ აკადემიკოს თამაზ ნანიტაშვილს,კაცი იფიცება,ერთ თვეში ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც,ფორმაში ჩავაყენებო.უფასოდ ჰპირდება დახმარებას და რატომ არ უნდა სცადოს?უარესი ნამდვილად აღარაფერი მოხდება.ბიჭი ვერსად ვეღარ ხვდება შემადგენლობაში.ამ ყველაფრის შემდეგ,დასხდნენ და მისცენ ბიჭს კვალიფიციური რჩევები,შემდგომი მოქმედებებისათვის.გიორგის იმდენი დამსახურება ნამდვლად აქვს,საქართველოს ნაკრების წინაშე,რომ შეკრებაზე მათთან ყოფნა და ნაკრების გარენოში ყოფნის ნება დართონ.მჯერა, ქართველი სპეციალისტები უკეთესად შესძლებენ,მის დახმარებას და სამომავლოდ,სწორი გეზის მითითებას.იმისიც მჯერა,გიორგი შესძლებს ფეხზე წამოდგომას.

  • ჩელე

    ნიშნის მოგებით არა,მაგრამ.....ასეც ვიცოდი და ვწერდი კიდეც-არა შეჯდა მწყერი ხესა........აი ჩვენს ჩემპიონატში კი ბატონო,ზუსტად-ფერი ფერსო....

  • კახა ქ.

    ერთი ჟურნალისტებმა იქნებ აიღოთ ინტერვიუ,რას ფიქრობს თვითონ,რატომაა მწვრთნელები მისით უკმაყოფილო.ჰამბურგში გადაყვა ის კაცი და ამან რითი უპასუხა,სიზარმაცით.იქნებ აღარ უნდა თამაში და ჩვენ ვაძალებთ გულშემატკივრები.აბა როგორ შეიძლება სამივე მწვრთნელი ერთ და იგივეს იძახოდეს--არ უნდა ვარჯიში

  • !!

    კომენტარებში როგორც ვხედავ უკვე დასკვნა დადეს და 22 წლის ასაკში კარიერა დაასრულებინეს ფეხბურთელს :)) უკვე წარმომიდგენია კვარამ რომ პირველი თამაშები ჩააგდოს ნაპოლიში რასაც უზამს ეგ საზოგადოება. ჯერ შეუვარდება და ნაპოლის ფეისბუქ გვერდებს საქართველოს დროშებით აავსებს და მერე ლანძღვა-გინებას არ დააკლებს, თუ რამე შეეშალა. როგორც ყოველთვის უკიდურესობებსი ვართ. ვერ ვხვდები რატომ ელოდებით კლავიატურა ალესილი ვინმეს ფეხის დაცდენას.

  • zura222

    მოიგო ჰამბურგმა 3-2 ჩაკვე 1 წუთითაც არ ათამაშეს @ ისე ყველაფერი რომ გიოს წინააღმდეგ ხდება--აღარ თამაშობს და ჰაბურგი თამაშ თამაშზე იგებს @ არ ვიცი რაეშველება მაგ ბიჭს ((( ალბათ ჯობია ჩამოვიდეს საქართველოში თბილისის დინამოში ან სხვაგან თავიდან დაოწყოს ყველაფერი და დიდი იმედი მაქვს დაუბრუნდება ძველ ფორმას !

  • qomagi

    საქართველოში კერძოდ ან დინამოში ან ბათუმში თამაში იქნება მისთვის კარგი.

  • სამწუხაროდ

    რომელ ნაკრებში?! საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თუ იმ ფეხბურთელების იმადათ ვართ ვისაც მეორე ბუნდესლიგაშიც კი არ ათამაშებენ,კარგად გვქონია საქმე.

  • ეეე

    სანიოლის ლოგიკა არ მესმის კი ბატონო გავიგე ვისაც არ ათამაშებენ იმას არ იძახებს გავიგე, მარა მაშინ არც გვილია, კაკაბაძე, კვეკვესკირი,დვალი არ უნდა გამოიძახოს.

  • საქართველო

    ეს იმდენს იზამს, მოყვარულთა ლიგაში გაიხდის სახვეწრად საქმეს

  • დავით 67

    ჩვენც ეგ გვინდა,მაგრამ მსგავს ვერაფერს ვხედავთ. მან გაიბრწყინა მხოლოდ ყაზახეთთან, ანდორასთან, ლატვიასთან. ეხლა ასაკი არ მიწყობს ხელს, თორემ არც მე ვითამაშებდი მათთან ცუდად))

  • a a

    ყველა ქართველ ფეხბურთელს უნდა აუკრძალო ცოლის მოყვანა 25 წლამდე, თორე მოყავთ ცოლები 19 წლისებს და დადიან ერთი ადგილის ჭკუაზე. მაშინ როცა ვარჯიშით თავს უნდა იკლავდნენ.

  • ქ. გ.

    შემადგენლობა გამოაცხადეს. ჩაკვეტაძე სათადარიგოთა სიაშია.

  • დემე

    არ არის ასე, ვინმე სჭირდება ვინ გონზე მოიყვანს. თავისით არ გვარდება ხოლმე ასეთი რაღაცები მილიარდი მაგალითი გვაქვს. მარტო ქინქლაძის არშემდგარი კარიერა რად ღირდა

  • დათო

    დიდი ალბათობით არ დაუძახებენ ნაკრებში, გვახსოვს ყველას სანიოლის კრიტიკა ამის შემდეგ სანიოლი ჩადის გერმანიაში და ამბობს რომ შემდეგი ერთი თვე აქ ვარ და გიორგის თამაშებს უნდა დავესწროო და ერთი წუთი არ უთამაშია გიორგის, ესე იგი არ მოინდომა. ცალკე ჰამბურგის მწვრთნელმა გააკრიტიკა.რავი აბა არა მგონია, თუ გამოიძახეს მართლა ადამიანური თანადგომის ამბავში.გენტი არ დაიტოვებს, გენტი არ ათამაშებდა და მაგის გამო გაუშვეს ჰამბურგში და გენტის მწვრთნელმა მაშინ თქვა ეტყობა აქ ჩვენ ვერაფერი ვერ მოვუხერხეთ და ვნახოთ გერმანელები თუ მოახერხებენ რამესო, ფაქტია არ გაამართლა გერმანიაშიც და უკან დაბრუნებულს გენტში საერთოდ აღარ დაიტოვებენ.

  • nk

    მე მაინც მჯერა, რომ თავისას მიაღწევს ჩაკვე. შეიძლება გარკვეული დრო დაჭირდეს დაღვინებისთვის, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ! რაც შეეხება მწვრთნელების ნეგატიურ კომენტარებს, მგონია, რომ ტამვების მერე, ვეღარ ბედავს 100%+ ით ფიზიკურად დატვირთვებს ვარჯიშებისას და ქვეცნობიერად (შეიძლება სწორადაც შვება) ფრთხილობს. (ყენიას მაგალითი გვეყოფა, მაგათმა, რომ "ავარჯიშა" და მაგის მერე ტამვები ვეღაც მოიცილა).

  • ქ. გ.

    თქვენ უკვე გამოუტანეთ გიოს თქვენი განაჩენი? ნაკრების ლიდერი რომ გახდება, მერე ჩუმათ იყავით, ვინც მას ახლა არ უჭერთ მხარს.

  • კაპიტან გარდენბურგი

    ჩაკვე არის ძალიან კარგი ფეხბურთელი და მართლაც წარმატენები მას, მაგრამ სამაგალითო ახგაზრდა ნამდვილად არაა და ნუ აფუჭებთ ტყუილად. ჯობია ის უსურვეთ გონს მოეგოს და სანამ დრო აქვს დაანებოს თავი გონკაობას და მეგობრებთან დროის კარგვას და კიდევ კაცმა არ იცის რას

  • G.LA

    სანიოლმა უკვე თქვა მასზე თავისი აზრი ნაკრებში ზარმაცობაზე. კაცი ჩავიდა ჰამბურგიში დასაკვირვებლად და გამოხატა მისდამი ინტერესი. ჩაკვემ კი რითი უპასუხა მას და ყველა ჩვენ? მე პირადად ვფიქრობ არ უნდა ფუხბურთი და ამაში უკვე დავრწმუნდი. მას უნდა კარგი ხელფასი ევროპაში მარა ისიც მალე აღარ ექნება, ასეთი მიდგომით ფეხბურთისადმი ბათუმში და დინამოშიც აღარ დაუძახებენ. ნებისყოფა და მონდომება თუ არ გაქვს, ვერაფერს მიაღწევ ფეხბურთში და ზოგადათ ცხოვრებაშიც. კარგი ტალანტი სუსტი ნებისყოფით ეს არის ჩაკვე.

  • მერაბი

    მისთვის ბათუმში წასვლა აჯობებს!

  • ქ. გ.

    ჩაკვეტაძე არის ძალიან კარგი ფეხბურთელი და სამაგალითო ახალგაზრდა. წარმატებები გიორგის!

  • Გოგი

    ეს ბოღმა, ირონია და სლეობა კომენტარები არ მოგბეზრდათ? თავის დროზე ხომ ყვიროდით გიო გენაცვალეს - მაგალითად შენ(odala).მაგრამ აი ნაკრები რატომ ვერ წარმოგიდგენიათ გიოს გარეშე? მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ დღეს არაა ფორმაში, არ თამაშობს და გასაკვირი არ იქნება თუ არ დაუძახეს. წარმატებები გიორგის, ყველა ქართველ სპორტსმენს და საქართველოს

  • Miriani

    ცოტა რთული ამბავია -- გარედან ნამდვილად ჩანს რო ზარმაცობს, მაგრამ ჩვენ ხო არ ვიცით დეტალები, შიგნით რა ხდება, რამდენი იწვალა, რა დაბრკოლებები ქონდა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, თავად რამდენად მდგრადია ასეთი დაბრკოლებების მიმართ, გარემოცვა როგორ უწყობდა ხელს (არ ვამბობ რო არ უწყობდნენ, შეიძლება უბრალოდ ვერ ...) და ა.შ.

  • მოქალაქე

    ჩაკვეტაძეზე რა კულტიც შექმენით მედია საშუალებებმა ....კეთილი ინებეთ და გამოასწორეთ...გამოჩნდა რაც არის ზარმაცი ყოფილა ....შანსი ქონდა და ვერ გამოიყენა...

  • მოქალაქე

    ჩაკვეტაძეზე რა კულტიც შექმენით მედია საშუალებებმა ....კეთილი ინებეთ და გამოასწორეთ...გამოჩნდა რაც არის ზარმაცი ყოფილა ....შანსი ქონდა და ვერ გამოიყენა...

  • შეთქმულების თეორია

    სპეციალურად ხომ არ აკეთებს ჰამბურგი ჩაკვესთან შეთანხმებით? არ ათამაშებს, მწვრთნელი ცუდ დახასიათებას აძლევს, რომ მერე ფასზე შეევაჭროს და იაფად მოაცემინოს გენტს? რაღაც მსგავსი არ მოხდა ოქრიაშვილის, მარსელის და გენკის შემთხვევაშიც?

  • გოგა

    ზედიზედ 4 თამაში გვაქ და თუნდაც თითი ტაიმებისთვის, უეჭველი დაუძახებს სანიოლი, მე ისევ მჯერა ამ ბიჭის

  • odala

    დეცნა ალბათ აღარ გამოვა, ომია წმინდა მიწაზე და იქნებ აქტობე გაიჩარხოს.

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა

ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი

სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა

[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?

სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა

ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...

საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა

"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?

"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს

"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება

"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა

ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი