გოლ.კომ-ის გამოკითხვის მიხედვით, კოპა ამერიკის პირველი ტურის ყველაზე დიდ იმედგაცრუებად ლიოლენ მესი დაასახელეს
დაკარგა თუ არა ჩილემ გამთამაშებელი?

ჩილეს ნაკრებმა, შესაძლოა, ტურნირი მატიას ფერნანდესის გარეშე ჩაამთავროს. ტექნიკურმა ნახევარმცველმა ტრავმა მექსიკელებYთან მატჩში მიიღო ტრავმა, რომელიც თავიდან გაცილებით სერიოზული ეგონათ, თუმცა ნაკრების ექიმმა ლუის მაიამ განაცხადა, რომ ფერნანდესს აქვს შანსი არგენტინაში კიდევ ითამაშოს. ლისაბონის "სპორტინგის" სამხრეთამერიკელმა ლეგიონერმა კუნთი ჩაიხია, თუმცა დაზიანება დიდი არ არის. მაიამ განაცხადა, რომ დღევანდელი მდგომარეობით ფერნანდესი ვერ ითამაშებს მეორე ტურის მატჩში, თუმცა ნაკრებს დრო კიდევ აქვს.

მესი - მთავარი იმედგაცრუება

გოლ.კომ-ის გამოკითხვის მიხედვით კოპა ამერიკის პირველი ტურის ყველაზე დიდ იმედგაცრუებად ლიოლენ მესი დაასახელეს. არგენტინელმა ხმების 51% მოაგროვა, ბოლივიის ნაკრებთან მატჩში ნაჩვენები ფეხბურთისთვის (არადა, ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს ოფიციალური ვერსიით). მეორე ადგილზე კიდევ ერთი ვარსკვლავი ნეიმარია, მან ხმების 39% მიიღო, მესამე კი კოლუმბიელი რადამელ ფალკაოა - 10%.

ფინალის ამბავი ახლაღა გაირკვა

უცნაური ხალხია სამხრეთამერიკელები ზოგადად. მხოლოდ კოპას მაგალითზე ვიტყვით - ტურნირის ერთ-ერთი მონაწილე ჩემპიონატის დაწყებამდე თვენახევრით ადრე გაირკვა (კოსტა რიკა). გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ კოპა ამერიკას ფინალის "მონუმენტალზე" გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშ ყოფილა და მხოლოდ ახლა მიეცა მწვანე შუქი არგენტინელთა ეროვნულ არენას, ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლოს. საქმე იმაშია, რომ, როცა "რივერ პლეიტი" პრიმერადივიზიონიდან გავარდა, განრისხებულმა ფანებმა სტადიონს დიდი ზიანი მიაყენეს. და ეს ყველაფერი აღსადგენი ყოფილა. კიდევ კარგი, ფინალამდე სარესტარვაციო სამუშაოები ესწრება.

არგენტინა შეჰყურებს მესის და ცუდად თამაშობს

ეს სიტყვები არგენტინის ნაკრების ერთ-ერთ ლეგენდა კლაუდიო კანიჯას ეკუთვნის. არგენტინელთა ყოფილი ფორვარდი მიიჩნევს, რომ ახლანდელი ნაკრები ძალიან დიდად არის დამოკიდებული ლეო მესის თამაშზე: "ყველა მესის შეჰყურებს ფეხებში, მაგრამ ის ხომ ერთია და არ შეუძლია ყველა პრობლემის გადაჭრა. მესის ასე უკან ჩამოსვლა არ უნდა უწევდეს. ჩვენი ნაკრები აშკარად კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ აშკარად ცუდად თამაშობს", - სწუხს კლაუდიო კანიჯა, რომელიც არგენტინის ნაკრებში დიეგო მარადონასთან ერთად თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა