დიდი პლაკატი წარწერით: რამდენი დარტყმაც არ უნდა მოიგერიო, ბაიერნელად არასდროს მიგიღებთ!
ტრენტინოში, სადაც „ბაიერნი“ ახალი სეზონისთვის ემზადება, გუშინწინ ისეთი რამ მოხდა, რამაც კიდევ ერთხელ და ახლა უკვე საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ მიუნხენური კლუბის გულშემატკივრების საკმაოდ დიდი ნაწილი მანუელ ნოიერს არ შეურიგდა და დღემდე მის წინააღმდეგაა განწყობილი.

აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ სეზონის ოფიციალურ გახსნაზე 30 000-მა ფანმა „შალკედან“ 25 მილიონ ევროდ ნაყიდ მეკარეს ტაში რომ დაუკრა და ოვაციებით შეეგება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ფარსი იყო - რეკორდმაისტერის ხელმძღვანელების მიერ ორგანიზებული ფარსი. როგორც ჩანს, სეზონის გახსნის ცერემონიალზე „ალიანს არენაზე“ მხოლოდ არჩეული ქომაგები შეუშვეს და მათ ნოიერისთვის ტაშის დაკვრა დაავალეს, რამაც შექმნა კიდეც მითი იმის შესახებ, რომ „ბაიერნის“ გულშემატკივრები ნოიერს შეურიგდნენ და მისი ტრანსფერით კმაყოფილები არიან.

სანამ ტრენტინოში მომხდარზე კონკრეტულად ვისაუბრებდეთ, მკითხველების იმ კატეგორიას, ვინც ჯერაც ვერ მიხვდა, რატომ ვერ იტანდნენ ან ვერ იტანენ „ბაიერნის“ რადიკალური ქომაგები ნოიერს, მიზეზს ავუხსნით: ორი წლის წინ, „ბაიერნისა“ და „შალკეს“ მატჩის დროზე, გელზენკირხენელებმა ანგარიში რომ გაათანაბრეს (შეხვედრა 1:1 დასრულდა), ნოიერმა კუთხურის ალამთან მიირბინა, ამოაძრო და მინდორზე გაშხლართული აფრიალებდა - ზუსტად ისე, როგორც ეს 2001 წელს ოლივერ კანმა გააკეთა, როცა „ბაიერნმა“ სეზონის ბოლო მატჩის ბოლო წუთებზე წაართვა „შალკეს“ ჩემპიონობა. მაშინ ნოიერი ბავშვი იყო და ეს ამბავი ძალიან განიცადა, რისთვისაც წლების მერე შური ისე იძია, როგორც ზემოთ მოვყვევით. მიუნხენელი ულტრასები მას სწორედ ამ შურისძიებას და რეკორდმაისტერის ლეგენდარული მეკარის, ოლივერ კანის დაცინვას არ პატიობენ.

გუშინწინ, ბავარიელებმა იტალიურ შეკრებაზე პირველი ტესტ-მატჩი გამართეს და შეხვედრის დაწყებამდე, ფანების 30-კაციანმა დაჯგუფებამ დიდი პლაკატი გადმოფინა, რომელზეც შემდეგი ეწერა: „რამდენი დარტყმაც არ უნდა მოიგერიო, ბაიერნელად არასდროს მიგიღებთ!“

ცხადია, რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებს ეს არ ეპიტნავათ - სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ნერლინგერმა პლაკატის დანახვაზე თავი გადააქნია და ხელი ჩაიქნია, სათადარიგო ფეხბურთელები ფრანკ რიბერი და ივიცა ოლიჩი კი პირდაღებულები იდგნენ და თვალებს არ უჯერებდნენ. ცხადია, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა არ ელოდებოდა იმას, რომ ულტრასები იტალიაში ჩააღწევდნენ და უმნიშვნელო ტესტ-მატჩზეც შეძლებდნენ ნოიერის ტრანსფერის გაპროტესტებას. თუმცა ფაქტია ისიც, რომ „ბაიერნის“ ბოსები უშუალოდ სეზონის დროს, ყველა ქომაგს ვერ გააკონტროლებენ - ეს აფსურდია. მართალია, „ბაიერნის“ შეფები ამბობენ, „ასეთ გაუგებარ და შეუგნებელ ფანებს“ სტადიონზე არ შევუშვებთო, მაგრამ ეს ცარიელი სიტყვების რახა-რუხია, რადგან ნოიერის წინააღმდეგ მხოლოდ 30 ფანი არ არის. ეს ის 30 ქომაგი იყო, ვინც იტალიაში ჩასვლა მოახერხა, თორემ მიუნხენში ნოიერს მინიმუმ ათასჯერ მეტი ფანი ვერ იტანს.

ნოიერმა ტრენტინოს რეგიონის ნაკრებთან 45 წუთი ითამაშა, შეხვედრის შემდეგ კი ვარჯიში განაგრძო. ფანების პროტესტის შესახებ კი, 25

წლის მეკარეს კომენტარი არ გაუკეთებია - თამაშის შემდეგ ღიმილით თქვა, ამის შესახებ არაფრის თქმა არ მინდაო. სხვათა შორის, „ბაიერნმა“ ტრენტინოს რეგიონის ნაკრები 15:0 დაამარცხა, გოლები კი შემდეგმა მოთამაშეებმა გაიტანეს: ნილს პეტერსენი (3), მარიო გომესი (2), ბასტიან შვაინშტაიგერი (2), ტონი კროოსი (2), ანატოლი ტიმოშჩუკი, არიენ რობენი, ჩიუნეით კიოზი, ლუის გუსტავო, ივიცა ოლიჩი და დანიელ პრანიჩი.

მივხვდით, რომ ჩიუნეით კიოზი არ გეცნოთ. ეს მოყვარულთა გუნდიდან აყვანილი ფეხბურთელია, რომელსაც „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი გულმოდგინედ აკვირდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა