სანჩესი "ნაპოლისაც" სურს
ალექსის სანჩესი ჟურნალისტებმა ერთხელ უკვე გადაიყვანეს “ბარსელონაში”, მაგრამ როგორც შემდეგ გამოჩნდა, ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

კატალონიელებს დღემდე აქვთ ჩილელის გადაბირების სურვილი, მაგრამ ერთია სურვილი და მეორე, რეალობა. ფაქტია, რომ 22 წლის შემტევში 50 მილიონი ევროს გადახდა “ბარსას” მესვეურებს არ შეუძლიათ - ან, შეუძლიათ და ეძვირებათ.

მოკლედ, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა და როგორც ჩანს, ჩილელს “ბლაუგრანას” მაისურით ვეღარ ვიხილავთ. სამაგიეროდ, შესაძლოა ვიხილოთ ცისფერი მაისურით, რადგან მისით “ნაპოლის” პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ყოფილა დაინტერესებული. თუ არ გჯერათ, “უდინეზეს” პრეზიდენტს, ჯანპაოლო პოცოს მოუსმინეთ:

“სანჩესს მსურველები ნამდვილად არ აკლია და საბოლოო გადაწყვეტილებას ალბათ კოპა ამერიკას დასრულების შემდეგ მივიღებთ. თუ ღირსეული წინადადება მივიღეთ და იმდენი შემოგვთავაზეს, რამდენიც სანჩესის ტალანტი ღირს, მაშინ ტრანსფერი შედგება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩილელი ჩვენთან დარჩება. პირად საუბარშიც ვუთხარი ალექსისს, რომ ის გუნდი, რომელიც 15 და 20 მილიონს შემოგვთავაზებს, მისი ღირსი უბრალოდ არ არის - ეს იმას ნისნავს, რომ ფეხბურთელს სათანადოდ არ აფასებენ და შეიძლება სათადარიგოთა სკამზეც გაამწესონ. დამეთანხმა და პირობა მომცა, რომ “უდინეზედან” მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ ამით ჩვენი გუნდი გვარიანად იხეირებს.

განიხილება თუ არა ‘ნაპოლის” ვარიანტი? - დიახ და თანაც, ძალიან აქტიურად. არ დავმალავ, აურელიო დე ლაურენტისმა გამაკვირვა და ისეთი წინადადებით მომმართა, რომელზე უარის თქმაც ძალიან რთულია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სანჩესი აუცილებლად ნეაპოლურ გუნდში გადავა. ჯერ ერთი, თავად ფეხბურთელის პოზიციაა უცნობი, რომელსაც შეიძლება არ სურს “ნაპოლიში” კარიერის გაგრძელება და მეორე, უშუალო კონკურენტის გაძლიერების სურვილით ნამდვილად არ ვიწვი. მირჩევნია ათი მილიონით ნაკლები ავიღო და სანჩესი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავუშა. თუმცა, დე ლაურენტუსის უპრეცედენტოდ კარგი წინადადებიდან გამომდინარე, ნამდვილად არის იმის შანსი, რომ ალექსისი იტალიის სამხრეთში გადაბარგდეს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა