ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჯანომ გაიხსენა, როგორ არ გაუშვეს "არსენალში" და რატომ თქვა უარი რუსულ პასპორტზე

ჯანომ გაიხსენა, როგორ არ გაუშვეს "არსენალში" და რატომ თქვა უარი რუსულ პასპორტზე

"ჩემპიონატმა" ჯანო ანანიძესთან მონოლოგი გამოაქვეყნა. მან განაცხადა, რომ ტრავმირებულმა მუხლმა თამაშის გაგრძელების საშუალება არ მისცა, რაც ძალიან განიცადა, იტირა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა და კარიერის ზოგიერთი ეპიზოდი გაიხსენა.

- "სპარტაკში" მწვრთნელად ვალერი კარპინის მოსვლის შემდეგ, 10 დღეში დუბლებიდან პირველ გუნდში გადამიყვანეს. გეორგიჩმა მითხრა: "ყოჩაღ, "გრუზინჩიკ", ასევე გააგრძელე და ტოპ-ფეხბურთელი გახდები. "პრეობრაჟენკა" დაივიწყე, ახლა "ტარასოვკაზე" ცხოვრობ". მაშინ მამამაც კი არ შემაქო. გახარებულმა დავურეკე და ვაცნობე, რომ უკვე პირველ გუნდში ვიყავი, საპასუხოდ კი მოვისმინე: "მიდი, მიდი".

- "სპარტაკში" გარკვეული პერიოდის მერე რუსული პასპორტის გაკეთება შემომთავაზეს, უნდოდათ ლეგიონერების ლიმიტიდან გამოვეყვანეთ, ხელფასის მომატებას მთავაზობდნენ. რეალური ისტორია იყო, შემეძლო რუსეთის ნაკრებში მეასპარეზა. თუმცა მე ძალინ მიყვარს საქართველო, კარპინს ვუთხარი: "გეორგიჩ, მე ქართული პასპორტით დავამტკიცებ, რომ "სპარტაკისთვის" მზად ვარ".

- ტრავმები მთავარი მიზეზია იმისა, რატომ ვერ გავიხსენი. დიდხანს ვცდილობდი მიზეზი გამეგო, მაგრამ ვერ შევძელი. ყოველთვის პროფესიონალი ვიყავი. ჩემსავით ხშირად დამატებით სატრენაჟორო დარბაზში არავინ არ დადიოდა! არასოდეს დავდიოდი ღამის კლუბებში, პროფესიონალის ცხოვრების წესით ვცხოვრობდი. ეტყობა, ასეთი იყო ჩემი ბედი - ჯერ რაღაცას გაძლევს, შემდეგ რაღაცას გართმევს. ჩემი თითქმის ყველა ტრავმა მახსოვს, ვინაიდან სწორედ ტრავმებმა არ მომცა ევროპაში წასვლის საშუალება.

- მაგარი სტარტის მერე ჩემი შეძენა "არსენალს" უნდოდა. "სპარტაკმა" ჩემი 5 მილიონ ევროდ გაყიდვა არ მოისურვა, რადგან დარწმუნებული იყვნენ, ერთ წელიწადში 20-ად გამყიდდნენ. 150%-ით ვიცი, წინადადება იყო, ხელმძღვანელობამ კი უთხრა, რომ ჯანო არ იყიდება.

შემდეგ სხვადასხვა წელს ჩემი შეძენა "ვალენსიასა" და "ვიტესს" სურდათ, მაგრამ არც ერთხელ არ გამოვიდა. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც დამეხმარა: თემურ ლეფსაიასი, რევაზ ჩელებაძის და ყველა დანარჩენის. მათ გარეშე "სპარტაკში" რთული პერიოდები უფრო მძიმედ აღსაქმელი იქნებოდა.

- როდესაც კარიერის დასრულების შესახებ პოსტი გამოვაქვეყნე, "სპარტაკიდან" ბევრმა დამიჭირა მხარი: რებროვმა, სამედმა, ჯიკამ, ბაკამ. მასიმო კარერამ (ყოფილი მწვრთნელი) დაწერა: "შენ რომ ისეთივე ჯანმრთელობა გქონოდა, როგორც მე, მაშინ 40 წლამდე ითამაშებდი". მას ვუპასუხე: "მე რომ თქვენნაირი ჯანმრთელობა მქონოდა, "ბარსაში" ვითამაშებდი".

- ახლა მინდა საქართველოში ჯანო ანანიძის აკადემია შევქმნა. აქ ძალიან ნიჭიერი ბიჭები იზრდებიან. მსურს მათ ფეხბურთში გარდატეხის ასაკის ადვილად გადალახვაში დავეხმარო.

• მათე.

წარმატებები ჯანოს თავის გეგმებში მარა თუ ეგ შეუძლია რასაც აპირებს,ჩაკვეტაძეს დაეხმაროს რომ დატანჯა ტრამვებმა და მისი კარიერა უკვე საფრთხის ქვეშაა. მაგრამ ჩემი აზრით ეგ პრობლემა ბავშვთა არასწორი ფიზიკური აღზრდა/მომზადების ბრალია, რაც უსათუოდ მისახედია თორემ სამწუხაროდ ბევრი ნიჭეიერი ახალგაზრდა ტალანტი დაიკარგება ამ პრობლემის გამო. რამაც ჯანოს და კიდევ ბევრი ტალანტის კარიერა იმსხვერპლა.

• ლუკა

ჯანოს აზრი მაინტერესებს, აკადემიაში მიექცევა ციზმომზადებას ყურადღება? თავის ტრავმაზე რა იცის? რამდენად განკურნებადი იყო, ან რამდენად რეალურია შესაბამისი აღდგენის ჩატარება? (თუ თვლის, რომ უკეთესი ფიზიკური მომზადება, გინდაც ტრავმის შემდეგ მის შემთხვევაში შეუძლებწლი იყო, და 'ეს ბედია' ნუ გახსნის აკადემიას. ფიზმომზადება ბევრი ვარჯიში არ არის, სწორად ვარჯიშია, იმ 'აკადემიმოსს' არ ვგულისხმობ)

• Michael

ხვიჩასაც ეგრე ჩატოვებდნენ , ომმა მოუსწრო თორე. არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა თავი დაეღწია რუსეთისთვის. ჯერ დიდ ფასს დაადებდნენ და არავინ იყიდდა, მერე ტრავმები გატანჯავდა და არავის მოუნდებოდა. ბოლოს სადმე როტორში ან ურალში გაუშვებდნენ. ეგ არის ქართველი ფეხბურთელის ბედი რუსეთში. ომი რომ არ დაწყებულიყო და ფიფას კონტრაქტის გაწყვეტის უფლება არ მიეცა, ვერც თავისი ლამაზი გოლებით გაგვახარებდა საქართველოს ჩემპიონატში და ნაპოლისაც თვალით ვერ ნახავდა.

• სოსო

ჯანო,შვილო,აკადემიკოსი თამაზ ნანიტაშვილი იფიცება,ერთ თვეში ჯანოსაც და ჩაკვესაც გამოვაჯანმრთელებ და ფორმაში ჩავაყენებო.სადაც ამდენი,იქაც ეს ერთი თვე.იქნებ გეცადა!ძალიან გთხოვ.შენისთანები ყოველ დღეს ხომ არ იბადებიან.შენც და გიორგიც,ქართული ფეხბურთის მარგალიტები ხართ და თუ რაიმე შანსია,უნდა გამოიყენოთ.ეს ჩემი ძალიან დიდი თხოვნაა,მაგრამ თუ მტკიცედ გადაწყვიტე წასვლა,ყველგან უდიდეს წარმატებებს გისურვებ და იმისიც მჯერა,რომ ყველგან წარმატებული იქნები.

• პროფესტო

ზღაპრები :) არსენალში არ გაუშვეს თურმე :)))) ვენგერი გიჟს ჰგავდა როგორ არ მატანენ ჯანოსო :)))

• 1

ჯანო ბავშვთა ფეხბურთის პრობლემას თუ მოაგვარებს ძალიან დიდ საქმეს გააკეთებს. სწორი ფუზიკური აღზრდით და ტრამვიანობის არიდებით, ეს პრობლემა თუ მოიხსნა ქართველი ტალანტები უპრობლემოდ გაიხსნებიან უცხოეთში და მერე ნახეთ

• ვაჟა მასწავლებელი

ჯანო, 25 მაისის დინამო - სამგურალის მატჩმა გამახსენა თუ არ ვცდები - 1970 წლის საკავშირო ტურნირის "იმედის თასის' ფინალი სოჭში, სადაც ყიფიანმა-კვანტალიანმა-დევდარიანმა(ცქიფო) 4:0 მიართვეს რუსეთის ნაკრებს. თამაშის ხარისხი ისეთი იყო, რომ კომენტატორი ნ.ოზეროვი პირდაპირ კიოდა:"სმოტრიტე, სმოტრიტე, გრუზინსკიე რებიატა ფუტბოლნი კონცერტ დაიუტ"-ო. ასეთივე საფეხბურთო წარმოდგენა იყო ბათუმშიც ორივე გუნდის ფეხბურთელების მხრიდან, და დავინახეთ,რომ საქართველოში ფეხბურთის ლამაზად და ტექნიკურად თამაში ისევ შესაძლებელი ყოფილა. ჯანო, დროზე გახსენი საფეხბურთო აკადემია (ალბათ გურია-აჭრაში), ჩვენ ფეხბურთ-მონატრებული ძველი ქომაგები კი ყველანაირად დაგიჭერთ მხარს!

• მინდია

ჯანო, ყენია, მჭედლიძე ჩვენია ტკივილია. რასაც მჭედლიძე ემპოლსა და პალერმოში აკეთებდა იმდენი ტრავმის ფონზე უბრალოდ ფანტასტიკაა. ჯანო და ყენია კი სულ სხვა მაგიის მფლობელები იყვნენ. იმის რისთვისაც ფეხბურთი გვიყვარს, ტექნიკა, ჭკუა, სილამაზე. საბოლოოდ ალბათ 10 პროცენტიც ვერ გამოიყენეს საკუთარი ნიჭის. მადლობა ბიჭებო. ცუდია რომ არ გამოგივიდათ მაგრამ მგონია რომ თქვენი ბრალი ნაკლებადაა ეგ. პ.ს. აკადემიის გახსნა ძალიან კარგია. ბავშვების სწორად უნდა გაიზარდნონ

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი