14 ივნისს, ჩემპიონთა ლიგაზე, ბათუმის "დინამოს" მეტოქის გარდა, ჩვენებური კლუბების მოწინააღმდეგეებს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეც გავიგებთ. მოგეხსენებათ, რეიტინგიდან გამომდინარე, ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება აღარ გვაქვს და ახლად შექმნილ გათამაშებაში (მე-2 სეზონი გაიმართება) ვმონაწილეობთ.

კონფერენს ლიგაზე ჩემპიონთა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნილი გუნდებიც ერთვებიან, ჯგუფურ ეტაპამდე კი 4 ბარიერის დაძლევაა საჭირო.

თუკი გასულ გათამაშებას გავიხსენებთ, ყველაზე წარმატებული ქართული კლუბი ბათუმის "დინამო" იყო, რომელმაც სან-მარინოს "ტრე პენესა" და ბელარუსის ბატეს ბარიერი დაძლია, თუმცა თურქულ "სივასპორთან" 2-რაუნდიან დაძაბულ დაპირისპირებაში (2:3) დამარცხდა.

თბილისის "დინამო"

ქართული კლუბებიდან განთესილი მხოლოდ თბილისის "დინამოა", რომელსაც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შედარებით მარტივი მეტოქე უნდა ჰყავდეს

თუკი უეფას მიერ დანერგილ ე.წ. ტერიტორიულ დაყოფასა და სავარაუდო მეტოქეების კლასიფიკაციას გავითვალისწინებთ, კახა ცხადაძის გუნდისთვის ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგედ ბოსნიური "ბორაცი", მოლდოვის "სპინთჰული" და სან-მარინოს "ტრე ფიორი" უნდა მივიჩნიოთ. ისლანდიური "რეიკიავიკი" და ფინური "ინტერი" სავარაუდო სიაში (რომელიც წილისყრის წინა დღეს 4-მდე შემცირდება) ნაკლებად მოსალოდნელია.

თუკი ტერიტორიულ პრინციპს დავუბრუნდებით, თბილისელთა შესაძლო მეტოქეებში ესტონური "პაიდე" და ლიეტუვის "პანევეჟისი" არიან. ნებისმიერ შემთხვევაში, "დინამოს" მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ველით.

"დილა" და "საბურთალო"

გორის "დილა", ანდრეი დემჩენკოსთან ერთად, კონფერენს ლიგაზე მეორედ იასპარეზებს. სადებიუტო გამოსვლაში სლოვაკურ "ჟილინასთან" (3:6 ორი მატჩის ჯამში) პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი დათმო, მაგრამ ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა, "საბურთალო" კი ევროტურნირებზე საკმაოდ გამოცდილი გუნდია. ასე რომ, უეფას რანგით მესამე ტურნირზე მათგან მაქსიმალურად შორს წასვლას ველით.

საწყის ეტაპზე განთესილი მეტოქეები საკმაოდ ძლიერები არიან. ამიტომ გამართლებას დიდი მნიშვნელობა ექნება.

ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კოეფიციენტი სომხურ "ალაშკერტს" აქვს. სავარაუდო მეტოქეთა სიაში ამ ქვეყნის კიდევ ერთი კლუბია - "არარატ არმენია", რომელთანაც თამაშის გამოცდილება "საბურთალოს" უკვე აქვს, თუმცა ევროპა ლიგაზე მათი ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა - სტუმრად (2:1) გაიმარჯვა, თუმცა თბილისში მეტოქემ (2:0) აჯობა.

ესტონური "ფლორა", ლატვიური "რიგა", ჩრდ. მაკედონიის "შკენდია", მინსკის "დინამო" - ამ გუნდებთან დაპირისპირება ნაკლებად სასურველია.

რაც შეეხება განთესილებს შორის "დილასა" და "საბურთალოს" ყველაზე სასურველ მეტოქეებს, მათ სიაში მოლდოვური "მილსამის", ლიეტუვის "კაუნო ჟალგირისის", გიბრალტარის "სტ. ჯოზეფისა" და "ევროპას" შეყვანა შეგვიძლია.

დაველოდოთ, ჯერ როცა სავარაუდო მეტოქეთა სია 4-მდე შემცირდება, შემდეგ კი წილისყრასა და 7-14 ივლისს, როცა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები შედგება.

Vasili
პირდაპირ ვიტყვი და დინამოზე და საბურთალოზე ნერვების მოშლა არ ღირს! გორის დილა მაქსიმუმს გააკეთებს რაც შეუძლუა, მესამე ეტაპამდე თუ გაახწია კარგი იქნება, რაც შეეხება ბათუმს აქ ძალიან დიდი შანსი გვაქ რო კონფერენს ლიგაზე მაინც მოვხვდეთ
roma
დინამო თბილისმა ის ლაქა ჩამოირეცხოს მეცხვარემ დუბლი შეგვისრულა.
wbc
ერთა ლიგის მსგავსი ტურნირია საკლუბოში მოსაფიქრებელი ოღონდ ფიფია უნდა წავიდეს მანამდე დინამოდან
T.t
და რატო არ უნდა გაიტანოს სამგურალმა 4 გოლი? მასე არ შეიძლება ლაპარაკი.
ზურა
უნდა დაგეთანხმოთ, რა სამწუხარო და მტკინვეულიც არ უნდა იყოს ჩემთვის...
დავით 67
ახლოვდება ფიფიას შეურაცხყოფის დრო, მერე ისევ მიწყნარდება და ასე... უნდა ვიტრიალოთ ერთ წრეზე. მრავალი წლები თქო არ ვიტყვი, მუდამ ასე იქნება. უფრო სწორად სხვა ვარიანტი არაა.რა უნდა განხილვა თუ რომელი გუნდი შეხვდება დინამოს.ყველა ძლიერი არაა მისთვის?
GLA-ს
ჭკუის კოლოფო...მეტი საქმე არა გაქ?მაზოხისტი ხარ?
კახა ქ.
ყველა ევროპულ გუნდთან გაუჭირდებოდა ჩვეენებს.ბათუმის დაცვა კრიტიკას ვერ უძლებს,დინამო ძალიან სუსტია,მე არ ვიცი საიდან მოყავთ ეს ფეხბურთელები.ერთი სასიამოვნო ფაქტი კი ის არის რომ,სამგურალის მწვრთნელი ძალიან კარგი სპეციალისტია და შორს წავა,წარმატებები მას.ძალიან გამართულ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს.

სამგურალზე ისე ლაპარაკობ გეგონება 8 მატჩიანი წაუგებელი სერია მე მქონდეს ეროვნულ ლიგაში. იდეალური მწვრთნელით, დახვეწილი ფეხბურთითა და მონდომებით არც ხვიჩა გჭირდება და არც 8 ნაკრების წევრი რომ შედეგი დადო. სწორედ ამაშია ფეხბურთის ხიბლი. სამგურალი თუ არ დაიშალა შემდეგ წელს დარწმუნებული ვარ გაითქვავს სახელს კონფერენს ლიგაზე
გიორგი კაჭკაჭიშვილი
სამგურალი ისე მოიხსენე მეგობარო თითქოს არაფერს წარმოადგენდეს, მე პირადად სამგურალის თამაში უფრო მომეწონა ვიდრე ბათუმის აშკარაა რომ სამგურალ ტაქტიურად უფრო გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს,ყოჩაღ მიქაძეს მაგარი გუნდი შეკრა.
Გოგი
სახელებს გადავხედოთ და ამ გუნდებიდან რომელიმე არასასურველად, რომ მიგვაჩნია უკვე ძალიან ცუდია და ნიშნავს იმას რომ ჩვენც "ჭ" კლასი ვართ. სამწუხაროდ დიდი მოლოდინები არ მაქვს და თუ რომელიმე ჩვენი გუნდი გაგვაკვიოვებს მაგაზე კარგი რა იქნება?!
ავთო
"დინამო" სულ დაღუპა ამ რეხვიაშვილმა! რა უნდა? რას ხლართავს?
გოგა
არცერთი გუნდისგან არ ველოდები რამე განსაკუთრებულს, არც დინამო ბათუმისგან, რაც ხვიჩა და ზურიკო მანდა ვუყურებ მათ თამაშებს და არამგონია რომელიმე საშვალო ევროპულ გუნდსაც კი გაუწიონ რამე წინაღმდეგობა, მითუმეტეს ხვიჩა არ ეყოლებათ და დიდი ალბათობით არც ზურიკო, როცა გუნდში ნაკრების 6 ფეხბურთელი გყავს და სამგურალი, რო 4 გოლს გაგიტანს ..
მწვრთვნელი
კონფერენს ლიგა დასახვეწია და გრანდებს არ უნდა მიაჩნდეთ ამ ლიგის მოგება მიღწევად! ადრე იყო თასების მფლობელთა თასი, რომელიც თბილისის "დინამომ" მოიგო, ხოდა ეს ტურნირი ორი თავით მაღლა იდგა ვიდრე კონფერენს ლიგის ტურნირია ეხლა!
ზურა
დინამოს იმედი ნუ გექნებათ! დინამო ტრადიციას არ დაარღვევს!
G.LA
ამ ტურნირზე მონაწილე გუნდების ჩამონათვალს გადავავლოთ თვალი და შემდეგ მოურინიოს აცრემლებული თვალები ფინალში გამარჯვებაზე წარმოვიდგინოთ. ევროპა ლიგაზე დაბალი რეიტინგის გამო ამ გუნდებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ. რატომ უნდა იყოს იმ მაღალი რეიტინგის და უფრო მეტიც იმ ტოპ-5 ლიგის გუნდების გამარჟვება ამ ტურნირზე პრესტიჟული? საერთოდ რატომ მონაწილეობენ ის მაღალი რეიტინგის გუნდები თუ ამ დაბალ რეიტინგის გუნდებს არ უშვებენ ევროპა ლიგაზე? აზრი ახსნას ვინმემ. თუ დაყოფაა რეიტინგის მიხედვით და ეს სასარგებლოდ მიაჩნია ვინმეს, მაშინ ეს უფრო დაბალი დონის ტურნირია და აქ რატომ უნდა მონაწილეობდეს მაგალითად ტოტენჰემი ან არსენალი რომლებიც სიტის და ლივერპულის კონკურენტები არიან? ტრე ფიორა, პანევეჟი, სპინჰული, სტ.ჯოზეფი, ევროპა ..... ამ ტურნირს იწყებენ და რა სადაო უნდა იყოს რომა, მარსელი ან არსენალი რომ მოიგებენ? ფაქტობრივად გაცილებით სუსტ ტურნირში ვიდრე ევროპა ლიგაა მონაწილეობენ ტოპ-5-ის გუნდები და ეს დიდი უაზრობაა. ამ ტურნირს უნდა იგებდნენ პორტუგალიის, ჩეხეთის, ავსტრიის, ბელგიის გუნდები და მათი მიღწევის შანსი ჩვენაირ ქვეყნის გუნდებს უნდა ქონდეთ, რომ რაღაცისკენ სწრაფვა და მიზანი ქონდეთ. გარკვეული დროის შემდეგ დაბალ რეიტინგის მქონე გუნდებს და იქ მოთამაშე ფეხბურთელებს გაუქრებათ მოტივაცია და ეს ტურნირი უნდა ყოფილიყო სამოტივაციო. ახლა სხვა დროა უკვე და რახან დაინახეს დიდი განსხვავება ბიუჯეტებში ტოპ ლიგებსა და დაბალ რეიტინგიან გუნდებში, ამაზეც უნდა ეფიქრათ ვინმეს. თუ დაყოფაა დაყოფა უნდა იყოს.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს