"სპორტ-ექსპრესმა" ინტერვიუ ჩაწერა არჩილ ბერიძესთან. ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა ცნობილ ჟურნალისტ იგორ რაბინერთან საინტერესო თემებზე ილაპარაკა...

დიდი დამსახურება აქვს ამ საქმეში ოთხივეს აგენტს...

- თქვენს გუნდს ჰყავს ფეხბურთელთა მთელი ჯგუფი, რომლებიც კარგად არიან ცნობილი რუსეთში თამაშით - ცოტა ხნის წინ ბათუმის "დინამოში" გადავიდნენ ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი, ადრე ჯანო ანანიძე გყავდათ, ბრაზილიელი ფლამარიონი კი, რომელიც ერთხანს "როტორში" თამაშობდა, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. როგორ მოახერხეთ გუნდში ყველა მათგანის მიყვანა?

- ფლამარიონი ჩვენ გვეკუთვნოდა და იჯარით იყო "როტორში", სადაც კარგი სეზონი გაატარა. ეს ფეხბურთელები ჩვენთან ჩამოვიდნენ იმიტომ, რომ მათ იცოდნენ - ბათუმის "დინამო" ახლა საქართველოს საუკეთესო კლუბია. რა თქმა უნდა, მათი გადაბირება ძალიან რთული იყო, ამისთვის ბევრი ვიშრომეთ. დიდი დამსახურება აქვს ამ საქმეში ოთხივეს აგენტს - მამუკა ჯუღელს. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და მინდა ცალკე მადლობა გადავუხადო მათ შეძენაში დახმარებისთვის. ვფიქრობთ, მასთან ასეთი ურთიერთობის წყალობით, კიდევ ბევრ ძლიერ ფეხბურთელს დავიმატებთ.

- ხვიჩას თქვენთან გადმოსვლა დიდი სენსაცია გახდა. ისე ჩანდა, თითქოს მისი შემდეგი გაჩერება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატი იქნებოდა...

- ამაზე, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის მოვლენებმა იმოქმედა. მამუკასთან (ჯუღელთან) ერთ-ერთი საუბრისას გამიჩნდა მისი "დინამოში" გადასვლის იდეა და ამის განხორციელებაზე დავიწყეთ მუშაობა. საბოლოოდ, ყველაფერი გამოვიდა და შესანიშნავი ფეხბურთელი შევიძინეთ. ეროვნული ნაკრების მარტის მატჩების შემდეგ ის საქართველოში დარჩა და ახლა ყველა მატჩში თავის დონეს ამტკიცებს.

- იგივე ხელფასი გადაუხადეთ, რაც "რუბინში" ჰქონდა?

- რა თქმა უნდა, არა. ქართული კლუბისთვის ასეთი თანხა წარმოუდგენელია. მაგრამ საქართველოს სტანდარტებით ხვიჩას ძალიან დიდ ფულს ვუხდით.

- ქართულ ფეხბურთში ახლა მას ყველაზე დიდი ხელფასი აქვს?

- არა, ყველაზე დიდი ხელფასი ფლამარიონს აქვს, რომელთანაც გრძელვადიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. არა მარტო ხვიჩასთან, ზურიკოსთან ხელშეკრულების გაფორმებაც არ იყო იოლი, საქართველოსთვის ის ტოპ-ფეხბურთელია. 2020 წლის ბოლოს ის შემთხვევით არ მოხვდა ევროპის 50 ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის.

- როგორ მოახერხეთ, რომ ხვიჩა ფიფას და უეფას ნებართვის წყალობით დროებით კი არ გადასულიყო ბათუმის "დინამოში", არამედ "რუბინთან" კონტრაქტი დაერღვია და თქვენ თავისუფალი აგენტის სტატუსით აგეყვანათ? და "რუბინი" მიიღებს რამეს "ნაპოლისგან"?

- ეს ტრანსფერი ხვიჩას, მამუკას და "რუბინის" შეთანხმების შედეგია. ჩვენთან თავიდანვე იყო შეთანხმებული, რომ ის თავისუფალ აგენტად წამოვიდოდა. მე არ ჩავერევი ამ მოლაპარაკებების პროცესში, რადგან არასდროს არ ჩავერევი სხვა ეპარქიაში, გარდა - ჩემისა. ჩვენი მიზანი იყო ხვიჩას ბათუმში ჩამოყვანა და ეს ბრწყინვალედ შევასრულეთ. რა გზით, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩვენ არასოდეს ვაცხადებთ საჯაროდ ჩვენი ხელშეკრულებების დეტალებს. ეს კომპანიის საიდუმლოა (იღიმის)!..

- ალბათ, გინდათ, რომ ხვიჩამ ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშოს...

- ...პირველი თამაში მაინც! ეს ჩემი ძალიან დიდი ოცნებაა!.. მე და ხვიჩას აგენტი ერთ კვირაში ნეაპოლში მივდივართ და იქ ყველაფერი გადაწყდება. ჩვენ გვჯერა, რომ შევძლებთ შეთანხმებას, რადგან ფეხბურთელს შეუძლია ერთ კლუბში ითამაშოს ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო ჯგუფურ ეტაპზე - მეორეში.

- "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა რამდენიმე კვირის წინ დაადასტურა, რომ კვარაცხელია ზაფხულში აუცილებლად გადავა მის კლუბში. როდის გაფორმდება ხელშეკრულება და რამდენ წელზე იქნება გათვლილი?

- კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. ცოტა ხნის წინ ბათუმში "ნაპოლის" წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ყოფილა და ყველაფერი - ტრანსფერის დრო და დეტალები - მაშინ გავრცელდება, როდესაც ხვიჩა ნეაპოლში ჩავა.

იხილეთ გაგრძელება

შოთა
ნეაპოლი ქალაქია და ნაპოლი გუნდის სახელი
თენგო
დაანებეთ მაგ კაცს თავი გაუშვით თავის გზაზე ბათუმში შემცვლელი ვეძებოთ
არდილეს
ნეაპოლი არ ქვია იმ ქალაქს, ნაპოლი ქვია...გადააგდეთ რუსული სახელწოდება
დათო ს
ნორმალურ ქვეყანაში გულშემატკივარიც ნორმალურია, კლუბიც და მეპატრონეც. თქვენი კომენტარიც ბანანის რესპუბლიკაში ცხოვრებას მიუთუთებს სამწუხაროდ. წარმატებები!
დათო
დამალული რატომ უნდა იყოს და არა გამჭვირვალე? ნორმალურ ქვეყნებში საიდუმლოა ეს ინფორმაცია? აჟიტირდით ახლა რამდენიმე თვით, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი რამ შედეგს არ იძლევა გინდ ფეხბურთი იყოს და გინდ დახელმწიფო. ხომ თითქოს დეტალებია, მაგრამ კარგად მიუთითებს ჩვენს ,,ბანანის სახელწიფეობაზე"...
ზურა
პატარ-პატარა საიდუმლოებებით, მაგრამ მაგარი საქმე გაკეთდა.
ვენეციის კომისია
არ ტეხავს, მსოფლიოში ყველა ფეხბურთელის ხელფასის ოდენობაა ცნობილი, არავინ მალავს...

ეს ხელფასზე ამდენი ლაპარაკი ცოტა არ ტეხავს? მითუმეტეს ხვიჩას თავად აქვს ნათქვამი, ფინსანსური საკითხი არ მადარდებსო და რა საჭიროა რამდენს უხდიან იმაზე ყურადღების გამახვილება
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
"ხვიჩასთან დაკავშირებით ერთი ოცნება ნამდვილად მაქვს, დე ლაურენტისს მინდა ვუთხრა, რომ..." - ბერიძემ "კვარას" შესახებ ისაუბრა
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
არჩილ ბერიძე: ფული ჩვენთვის არასოდეს ყოფილა გადამწყვეტი მნიშვნელობის
არჩილ ბერიძე: გეგუჩაძის წვლილი განუზომელია - ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება
არჩილ ბერიძე: შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა