"ვალენსია" მზადაა, ტრანსფერზე ნებისმიერი მოთამაშე დააყენოს - კლუბს ბიუჯეტის დასაბალანსებლად 70 მილიონი სჭირდება. გასხვისების მთავარი კანდიდატები კარლოს სოლერი და გონსალო გედეში არიან, თუმცა გამოჩნდა ვარიანტი, რომელმაც შესაძლოა, კლუბს კარგი თანხა მოუტანოს.

"ღამურებმა" მამარდაშვილის სახით უმაღლესი დონის მეკარე ხელში მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად ჩაიგდო. სხვა მოცემულობაში, გიორგი გუნდში მრავალი სეზონის განმავლობაში იქნებოდა, თუმცა ახლა კლუბს სხვა პრიორიტეტები აქვს. ქართველი მეკარე ინგლისის პრემიერლიგაში მოსწონთ, სადაც მისით დაინტერესებულ "მანჩესტერ იუნაიტედს" კიდევ ერთი დიდი გუნდი, "ტოტენჰემიც" შეემატა.

ლონდონურ კლუბში უკვე ფიქრობენ მომავალში 36 წლის უგო ლორისის შემცვლელზე, რომელსაც კონტრაქტი 2024 წელს უსრულდება.

ამ დროისთვის "ტოტენჰემს" "ვალენსიასთვის" ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

შონო
კი პრემიერლიგიდან და მარსიდანაც
კ ო მ ბ ლ ე
ჯერ არ მიუმართავთო, მარა მეკარეს ეძებენო, მეკარე კი, ამათ მარტო მამარდა იციან, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ნაღდად გაყიდიან, ევროპელს მაყუთი დაანახე და საკუთარ ძმას გაყიდის, არათუ იაფად ნაყიდ თხას.. რას ერჩით ჟურნალისტს, ცამდე მართალი ყოფილა. შეგიძლიათ დაწეროთ; მამარდა 70 მილიონად უკვე ტოტენჰემში გადავიდა..
Thanks
დაიწყებენ ეხლა ბარსელონას უნდა, სიტი ყიდულიბს, კურტუას ტრავმა აქვს. ნუ გააგიჟებთ მართლა ჩაკვეტაძესავით
X
ერთი ცოტა აზრზე მოდი რა მაინც რას გულისხმობ. ჩაკვდა ნაბ### რი რუსების ტლიკინი რომ ხვიჩას მიმართ ინტერესები "ზღაპრები" იყო
Მეზღვაური
რა ბედი გვაქვს ასეთი!ძლივს ტოპ 5 ჩემპიონატის, ტრადიციული კლუბის ძირითადის ფეხბურთელი გახდა ჩვენი ფეხბურთელი და კლუბი კრიზისში ჩავარდა და წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვაზეა ორიენტირებული...დიდი იმედი მაქვს ეს გიოს კარიერაზე არ იმოქმედებს და არ აურევს საქმეებს.მთავარია აგენტთან ერთად აწონ-დაწონონ კარგად ყველაფერი თუ რამე შემოთავაზება იქნება.ასჯერ გაზომე,ერთხელ გაჭერიო!
ჟორა
70 მილიონი არა მამარდაშვილის,არამედ კლუბს სჭირდება ვალების დასაფარად და აპირებს ყველას გაყიდვას ვინც გაიყიდება. ძალიანაც რომ გვინდოდეს მამარდას დარჩენა ვალენსიაში, კლუბს ისეთი ფინანსური მდგომარეობა აქვს რომ მომავალ სეზონში შეიძლება ლიგა. დატოვოს და თუ ვალს არ დაფარავს,ბანკროტად გამოცხადდეს.ამიტომ სჯობია რომ წავიდეს კლუბიდან.ინგლისი ყველას სჯობია,იქ ფეხბურთელებს სერიოზულად ეპყრობიან.ფინანსურადაც ფეხზე დადგება საშვილიშვილოდ.ასე სჯობია
ჯელა
დაღუპავენ ამ ბიჭს.მანიუც და ტოტენჰემიც ჯობია ვალენსიას,მაგრამ ესპანეთში იყოს მინიმუმ ერთი სეზონი ჯობია.ბოლომდე აჩვენოს რა შეუძლია და მერე პირველ მეკარედ წავიდეს გინდა მანჩესტერში,გინდა ტოტენჰემში და გინდა რეალმა და ბარსამ დაამტვრიონ ერთმანეთი მამარდასთვის.ვისაც ეგ ეწყინოს ჩემდა თავად იმას რა ვუთხარი,მაგრამ ჯერ სცადონ რა...
მერაბი
გამოსვლებზე თამაში კიდევ უნდა დახვეწოს, მერე ვილაპარაკოთ. ნაადრევია პრემიერ ლიგა. ისე ბარსაში უკეთესი იქნებოდა
tngh
დაიწყო ეხლა ამ ბიჭის მიმართ იგივე, რაც ხვიჩას მიმართ იყო 2-3 წელი.
romandro
70 მილიონ ევროს რომ ახალგაზრდა მეკარის გამოსყიდვაში გადაიხდი,ის მეორე მეკარედ არგანიხილება გუნდში.თუ ამხელათანხას გადაიხდიან ესეიგი ძირითადისთვის სჭირდებათ...
რაბუ
ჯერჯერობით ვალენსიითაც კმაყოფილი ვარ 2-3 წელი სტაბილურად რომ ითამაშოს და გაიზარდოს რომელიმე გრანდის ძირითადისთვის (ისეთი ტემპით მიდის არ გაუჭირდება). წარმატებები მამარდ დიდი მომავალი გაქვს
irakli
2 წელი სკამის ხეხვა არაა კარგი ვარიანტი
ალიკა
აცადეთ ამ ბიჭს თამაში, დაიწყება ახლა იმას უნდა ამას უნდა სხვა ბევრი ქართველი ბიჭებისავით და ბოლოს აღმოჩნდება რომ სადღაც ჭ კლასის გუნდში ამთავრებენ ხოლმე კარიერას და წვალობენ, ჯერ ადრეა ამისთვის ასეთი გუნდები, მწვერვალზე ასვლა ძნელია მთავარია იქ დაიმკვიდროს ადგილი,ჯერ კიდე აქვს დასამტკიცებლად და არცერთ გუნდში არ ვურჩევ წასვლას სადაც სათუო გაუხდება სათამაშო პრაქტიკა,
აკაკი
რომც იყოს შეთავეზება არ უნდა გადავიდეს მეორე მეკარეები კარიერას ვერ იწყობენ თუდაც ტოპ კლუბის მეორე მეკარეები. იყოს სადაც არის 3-4 წელიწადში მგონი პირველ მეკარედაც წაიყვანენ
ზურა
წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. ნუ ყვებით ჭორებს
mix
დაიწყო ისევ მეზღაპრეობა, ჯერ არ მიუმართავს ... ან მიმართავს ან არა... ნეტავი ყველა ქართველ ფეხბურთელზე იყოს მოთხოვნა პრემიერ ლიგის ნებისმიერ გუნდში, მაგრამ ეს წინასწარ ზღაპრების წერა არ გბეზრდებათ??
ABCABC
მშვენიერი ვარიანტია, ლიგაზე ითამაშებს მაინც. ნეტა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო