საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი და ეროვნული გუნდის კანდიდატი ვლადიმერ თავაქარაშვილი კარიერას ამერიკის სტუდენტურ ლიგაში გააგრძელებს. “დინამო თბილისის” კალათბურთელმა კონტრაქტი NCAA-ს პირველი დივიზიონის გუნდ “საკრამენტო ჰორნეთსთან” გააფორმა.

“20 წლის ქართველმა კალათბურთელმა ეროვნული განზრახვის წერილს მოაწერა ხელი და ის საკრამენტოს 2022/23 წლების სეზონიდან დაეხმარება. მას ეროვნულ ნაკრებში და პროფესიულ კლუბში თამაშის გამოცდილება აქვს. თავაქარაშვილი "ჰორნეტსის" ახალი მწვრთნელის, დევიდ პატრიკის მე-8 შენაძენია. ამით "ჰორნეტსში" კალათბურთელთა რიცხვი 14 გახდა. 8 ახალწვეულიდან 6 უცხოელია, 3 ავსტრალიელი და თითო აფრიკელი, ქართველი და ახალზელანდიელი”, – ვკითხულობთ "საკრამენტო ჰორნეტსის" ოფიციალურ საიტზე.

ვლადიმერ თავაქარაშვილი "საკრამენტო სტეიტ ჰორნეტსის" წევრი გახდა. კოლეჯთა ლიგის ელიტის მომდევნო სეზონში ის მე-8 ქართველი იქნება. ამერიკის საკალათბურთო კოლეჯთა ლიგის ელიტაში, NCAA-ს I დივიზიონში კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი ითამაშებს, 20 წლის ფორვარდი ვლადიმერ თავაქარაშვილი, რომელიც "დინამო თბილისის" ღირსებას იცავდა. ის საკრამენტო სტეიტ უნივერსიტეტის გუნდ "ჰორნეტსის" წევრი გახდა.

“20 წლის ქართველმა კალათბურთელმა ეროვნული განზრახვის წერილს მოაწერა ხელი და ის "საკრამენტოს" 2022/23 წლების სეზონიდან დაეხმარება. მას ეროვნულ ნაკრებში და პროფესიულ კლუბში თამაშის გამოცდილება აქვს. თავაქარაშვილი "ჰორნეტსის" ახალი მწვრთნელის, დევიდ პატრიკის მე-8 შენაძენია. ამით "ჰორნეტსში" კალათბურთელთა რიცხვი 14 გახდა. 8 ახალწვეულიდან 6 უცხოელია, 3 ავსტრალიელი და თითო აფრიკელი, ქართველი და ახალზელანდიელი”, – ვკითხულობთ "საკრამენტო ჰორნეტსის" ოფიციალურ საიტზე.

დევიდ პატრიკი ("ჰორნეტსის" მწვრთნელი): “ვლადი დიდებული შენაძენია პროგრამისთვის. მისი საერთაშორისო თამაშის გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს. ფრთისთვის შესანიშნავი გაბარიტები და სისწრაფე აქვს. ის კარგად ესვრის. ვლადის შემტევი პოტენციალი გუნდს მრავალფეროვანს გახდის პერიმეტრზე. მადლიერები ვართ, რომ მან ჩვენი პროგრამა აარჩია”.

შეგახსენებთ, რომ კოლეჯთა ლიგის ელიტურ დივიზიონში თამაშობენ: რატი ანდრონიკაშვილი (კრეიტონი), საბა გიგიბერია (სან ფრანცისკო), ალექს მერკვილაძე (ლოიოლა), ზურაბ ჟღენტი (ნორზვესტერნი), ცოტნე ცარციძე (ჩრდილოეთი დაკოტა), ნიკა მეცხვარიშვილი (ლუზიანა-მონრო) და ნატალია ოთხმეზური (აიონა).

"საკრამენტო სტეიტ ჰორნეტსი" Big Sky-ს კონფერენციაში თამაშობს. გასულ სეზონში საკრამენტოელები კონფერენციის პლეი-ოფში გავიდნენ და მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონ "მონტანა სტეიტთან" წააგეს.

GBF.GE

ნუკრი
წარმატებები ყველას.ნბა-ს ვუსურვებ ყველას.ჯანმრთელობას და გამართლებას ცხოვრებაში და კარიერაში.ამათგან რამდენიმე ნბა-ში რომ დარჩეს,დანარჩენი ევროპის წამყვანი კლუბები დონემდე ხო მაინც ავლენ.ესეც ნაკრების მომავალი.გაიხარეთ,წარმატებები!
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა