15 წლის გორელი კალათბურთელი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულად ითვლება თავისი თაობის კალათბურთელებს შორის
გორელი კალათბურთელი ვლადიმერ თავაქარაშვილი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულად ითვლება თავისი თაობის კალათბურთელებს შორის. დასტურად მხოლოდ იმის თქმაც საკმარისია, რომ 15 წლის სპორტსმენი 18-წლამდელთა საქართველოს ნაკრების წევრია, ბოლო სპორტული სეზონი სექტემბრიდან მარტამდე ესპანეთში ჩაატარა, სადაც "მიერესში" გამოდიოდა. აღნიშნული კლუბი რეგიონის ჩემპიონი გახდა, სამშობლოში დაბრუნებული თავაქარაშვილი კი 18-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატში ჩაერთო და მშობლიური ქალაქის გუნდს, "გორს" დაეხმარა ბრინჯაოს მედლების მოპოვებაში.

თავაქარაშვილი გორის სასპორტო სკოლის კალათბურთის სექციის აღზრდილია. მან უმცროსი ასაკიდანვე მიიქცია სპეციალისტთა ყურადღება და ჯერ ადგილობრივ გუნდებში, შემდეგ კი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებშიც მიიწვიეს.

ვოვამ ნაყოფიერი სეზონები ჩაატარა 16 და18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებებში. შარშან ზაფხულში მან საქართველოში გამართულ "ბასკონიას" საკალათბურთო კემპში მიიღო მონაწილეობა. იქ 50-დან 16 სპორტსმენი შეარჩიეს. ვოვა ასუტურიის რეგიონის ქალაქ მიერესის ამავე სახელწოდების გუნდის ხელმძღვანელის თვალთახედვის არეში მოხვდა და მოკლე ხანში ესპანეთშიც გაემგზავრა, სადაც მალევე დაიმკვიდრა შემადგენლობაში ადგილი.

- სათამაშო დრო "მიერესში" საკმარისად მქონდა. მწვრთნელი მენდობოდა და ფაქტობრივად, მთელი მატჩის მანძილზე მათამაშებდა. აქედანაც ჩანს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილი იყო ჩემი გარჯით.

ჩვენი გუნდი ძირითადად ადგილობრივი კალათბურთელებით გახლდათ დაკომპლექტებული. სულ რამდენიმე ლეგიონერი ვთამაშობდით, მათ შორის, ორი ქართველი - ლევან მიქელაძე და მე. სეზონი ჩვენთვის მარტში დასრულდა, რადგან "მიერესმა" პლეი ოფში გასვლა ვერ შეძლო.

ცხადია, ძალიან გახარებული და კმაყოფილი ვარ იმითაც, რომ პირინეიდან დაბრუნების მერე "გორის" შემადგენლობაში საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი გავხდი, - გვითხრა ვოვამ.

აღსანიშნავია, რომ "გორს" ცოტა დააკლდა ფინალში გასვლამდე და შესაბამისად, უფრო მაღალი სინჯის მედლების მოპოვებამდე. პლეი ოფის ნახევარფინალში შიდაქართლელებმა "ჰიუნდაის" ვერ აჯობეს მესამე გადამწყვეტ პაექრობაში (1:2). საერთოდ კი, პლეი ოფში ჩატარებული სამივე საშინაო მატჩი - მეოთხედფინალში "ქუთაისთან", ნახევარფინალში - "ჰიუნდაისთან" და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში "არმიასთან" გამარჯვებით დაასრულეს.

აქედანაც ჩანს, რომ შინაური კედლები გორელებზე კარგად მოქმედებს. საზოგადოდ, გუნდის მიღწევაც ადგილობრივი კალათბურთის განვითარებაში მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, ვაჟთა გუნდის ეს წარმატება ქალმა მწვრთნელებმა, მარინე გოჩაშვილმა და მარი ხაჩიშვილმა გამოჭედეს.

- ჩვენი მწვრთნელები კარგი სპეციალისტები არიან. მათი წვლილი დიდია "გორის" წარმატებაში. მეტადრე, პლეი ოფის ეტაპზე ყველა თავდაუზოგავად ვშრომობდით და სასიხარულოა, რომ ვარჯიშმა შედეგი გამოიღო.

მიუხედავად სეზონის დასრულებისა, აქტიური სავარჯიშო ეტაპი ახლაც არ დამიმთავრებია. მზადყოფნაში ვარ სანაკრებოდაც და ზაფხულის მიწურულს ისევ ესპანეთში გასამგზავრებლად, - გვითხრა ვოვა თავაქარაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
ლადო მაინც დაუძახეთ,რა უბედურებაა ეს ვოვა?ცუდად ჟღერს- ლადო თავაქარაშვილი?
gizog
დიდი მადლობა ქალბატონებს: მარინე გოჩაშვილს და მარი ხაჩიშვილს. მათ საქართველოში კალათბურთის კიდევ ერთი სამჭედლო კერა შექმნეს გაიხარეთ ქალბატონებო და დიდ წარმატებებს გისურვებთ. წარმატებები ვლადიმერს, გორი ბევრი მსოფლიო დონის სპორცმენის აღმზრდელია და მასაც იგივეს ვუსურვებ.
koka
ვასილ, ეს ბიჭი მცველია,მსუბუქი ფორვარდი,მძიმე ფორვარდი, ცენტრი თუ უბრალოდ კალათბურთელია და ვსიო.
დემე
კი მაგრამ კალათბურთელზე სტატიას როცა წერთ სიმაღლეს რატომ არ უთითებთ.
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
დათრგუნული იყო - ასეთი რამ როგორ მომივიდაო?! ვადაჭკორიამ შეცდომა აღიარა
თავაქარაშვილი კარიერას NCAA-ს "საკრამენტო ჰორნეთში" გააგრძელებს
ხელი წამიცდა და ვნანობ, მაგრამ ქართული ფეხბურთის ყველა ჭირი ამ მსაჯების ბრალია?!
პაველ გოოგე: მინდა, "ვითას" მატჩების შემდეგ ქომაგმა ამაყად დატოვოს დარბაზი
ბექა წივწივაძე ვითიბი ლიგაზე "ვითას" ღირსებას დაიცავს
თბილისის "ვითას" ვითიბი ლიგაში დარჩენა სურს, მაგრამ...
ჩვენი გუნდი დაბრუნდა - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა