დღეს, 2 ივნისს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრას გიბრალტარის წინააღმდეგ ჩაატარებს. მოლოდინი დიდია, ქართველი გულშემატკივრები ფეხბურთელებისგან მხოლოდ 3 ქულას ითხოვენ. დიდხნიანი პაუზის შემდეგ ქვეყანაში საფეხბურთო მუხტი პიკს აღწევს, რაც არა მხოლოდ ნაკრების 5-მატჩიანი (4 მოგება და 1 ფრე) წაუგებელი სერიის, არამედ ახალი ჰიმნის, გერბის, ფორმისა და სხვადასხვა აქტივობის დამსახურებაა.

საინტერესოა, როგორ იწყებდა საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს, ევროპისა და ერთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებს:

ერთა ლიგა

2018 წლის 6 სექტემბერი. ყაზახეთი-საქართველო 0:2 (ჩაკვეტაძე (69), მალიუ (ა.გ. 74); 16 ქულა, 1-ელი ადგილი (4 ნაკრებში).

2020 წლის 5 სექტემბერი. ესტონეთი-საქართველო 0:1 (კაჭარავა (32); 7 ქულა, მე-3 ადგილი (4 ნაკრებში).

მსოფლიო ჩემპიონატი

1996 წლის 9 ოქტომბერი. იტალია-საქართველო 1:0 (რავანელი, 43); 10 ქულა, მეოთხე-მეხუთე ადგილები პოლონეთთან ერთად (6 ნაკრებში).

2000 წლის 7 ოქტომბერი. ლიეტუვა-საქართველო 0:4 (ქეცბაია (19), ქეცბაია (35), ქინქლაძე (46), არჩილ არველაძე (84); 10 ქულა, მე-3 ადგილი (5 ნაკრებში).

2004 წლის 4 სექტემბერი. თურქეთი-საქართველო 1:1 (ტეკე (49), ასათიანი (85); 10 ქულა, მე-6 ადგილი (7 ნაკრებში).

2008 წლის 6 სექტემბერი. საქართველო-ირლანდია 1:2 (დოილი (13), ველანი (70), ყენია (92); 3 ქულა, ბოლო მე-6 ადგილი.

2012 წლის 7 სექტემბერი. საქართველო-ბელარუსი 1:0 (ოქრიაშვილი, (52); 5 ქულა, მე-4 ადგილი (5 ნაკრებში).

2016 წლის 5 სექტემბერი. საქართველო-ავსტრია 1:2 (ჰინტერეგერი (16), იანკო (42), ანანიძე (78); 5 ქულა, მე-5 ადგილი (6 ნაკრებში).

2021 წლის 25 მარტი. შვედეთი-საქართველო 1:0 (კლაესონი (35); 7 ქულა, მე-4 ადგილი (5 ნაკრებში).

ევროპის ჩემპიონატი

1994 წლის 7 სექტემბერი. საქართველო-მოლდოვა 0:1 (ოპრეა (40); 15 ქულა, მე-3 ადგილი (6 ნაკრებში).

1998 წლის 5 სექტემბერი. საქართველო-ალბანეთი 1:0 (ა. არველაზე (66); 5 ქულა, მე-6 ადგილი (6 ნაკრებში).

2002 წლის 8 სექტემბერი. შვეიცარია-საქართველო 4:1 (ფრაიმი (37), შ. არველაძე (62), იაკინი (64), მიულერი (74), შაპუიზა (82); 7 ქულა, მე-5 ადგილი (5 ნაკრებში).

2006 წლის 16 აგვისტო. ფარერები-საქართველო 0:6 (მუჯირი (17), იაშვილი (19), შ. არველაძე (37), კობიაშვილი (50), შ. არველაძე (62), შ. არველაძე (82); 10 ქულა, მე-6 ადგილი (7 ნაკრებში).

2010 წლის 3 სექტემბერი. საბერძნეთი-საქართველო 1:1 (იაშვილი (3), სპიროპულოსი (72); 10 ქულა, მე-5 ადგილი (6 ნაკრებში).

2014 წლის 7 სექტემბერი. საქართველო-ირლანდია 1:2 (მაკგიდი (24), ოქრიაშვილი (38), მაკგიდი (90); 9 ქულა, მე-5 ადგილი (6 ნაკრებში).

2019 წლის 23 მარტი. შვეიცარია-საქართველო 0:2 (ცუბერი (56), ზაქარია (80); 8 ქულა, მე-4 ადგილი (5 ნაკრებში).

ამრიგად, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს, ევროპისა და ერთა ლიგის ასპარეზზე საკვალიფიკაციო ეტაპზე 16 შეხვედრა გამართა, საიდანაც 6 შეხვედრა მოიგო, 8 წააგო და 2 ფრედ ითამაშა. რაც შეეხება ბურთების შეფარდებას, ქართველებმა მეტოქის კარი 21-ჯერ აიღეს, საკუთარ კარში კი 17 გაუშვეს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩს გიბრალტარის წინააღმდეგ 20:00 საათზე ჩაატარებს, ზოგადად კი, ივნისში (ამ შეხვედრის გარდა) ბულგარეთს (გასვლა, 5 ივნისი), ჩრდ. მაკედონიას (გასვლა, 9 ივნისი) და ბულგარეთს (სახლში, 12 ივნისი) დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის