საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "ერთა ლიგის" ახალი გათამაშება, მოლოდინისამებრ, წარმატებით დაიწყო - ჯგუფის აუტსაიდერი გიბრალტარი (4:0) დაამარცხა. მეტოქის დონის მიუხედავად, ვილი სანიოლსა და მის გუნდზე გარკვეული დასკვნების გამოტანა და მსჯელობა მაინც შესაძლებელია.

სანიოლის კონტურები შემადგენლობაში

მიუხედავად იმისა, რომ მჭიდრო გრაფიკი, თავისთავად, გარკვეულ როტაციას გულისხმობს, საქართველოს ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელის მიერ შემოთავაზებული შემადგენლობა რამდენიმე დასკვნის საშუალებას იძლევა:

1. ვილი 3-მცველიანი ტაქტიკური სქემით ძალიან კმაყოფილია და თუკი ამის უკიდურესი აუცილებლობა არ დარჩა, მას არ შეცვლის;

2. ფრანგი დამრიგებელი მეკარისა და უკანა ხაზის შეთამაშებასა და სტაბილურობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. შესაბამისად, დიდი შანსია, ლორია-კაკაბაძე-კაშია-ხოჭოლავა ივნისის ოთხივე დაპირისპირებაში ძირითადში ვიხილოთ, საქმეში ჯანმრთელობის, ძალების აღდგენის თუ სხვა ფაქტორები არ ჩაერთო.

3. მოედნის ცენტრში საკადრო ალტერნატივების განხილვა გრძელდება, რასაც მექვაბიშვილისადმი გამოხატული ნდობა ადასტურებს;

4. მაშინ, როცა კვარაცხელიას შესაძლო დასვენებაზე საკმაოდ ბევრი იწერებოდა, "ჯვაროსნების" დამრიგებელმა და თავად ხვიჩამ ერთხელაც აჩვენეს, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერის სასტარტოში თამაში აუცილებლობაა და თუკი უთამაშებლობაზეა საუბარი, ის მას შემდეგ შეიძლება, რაც შეხვედრა უკვე "გაკეთებული" იქნება.

რაც თავიდან გვიკვირდა

ხშირად გვისაუბრია, რომ ჩვენს ნაკრებში მარცხნივ სათანადო კონკურენციაა (გიორბელიძე, აზაროვი) და მარტის ამხანაგურ თამაშებში გიორგი წიტაიშვილისთვის მთელი ამ ფლანგის ჩაბარება გვეუცხოვა. თავდაპირველად, ფეხბურთელს ალღოს აღება გაუჭირდა, გიბრალტართან კი თავის მოვალეობებს სრულყოფილად ასრულებდა - მართალია, დაცვით ფაზაში აქტიურობის საჭიროება არ ყოფილა, შეტევაში კი ბურთი სწრაფად გადაჰქონდა, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მოწინააღმდეგე მცველების ყურადღებას გადატანას იდეალურად იყენებდა და "კვარა" მშვენიერი საგოლე პასითაც მოამარაგა.

იმედია, გიორგი მიღებული დაზიანების შემდეგ, მომჯობინდება. ზუსტი მიზეზები არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ ირაკლი აზაროვის მიმართ სანიოლს ძველებური ნდობა აღარ აქვს, ის ახლა განაცხადშიც ვერ ვიხილეთ. უზბეკეთთან გაძევების გამო მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ერთგვარად დასაჯა და მომდევნო შეკრებაზე არ გამოიძახა, ახლა კი გუნდში დააბრუნა, თუმცა არჩევანი წიტაიშვილსა და გიორბელიძეზე შეჩერდა.

როცა შეუცვლელზე ვსაუბრობთ...

ვილი სანიოლის ერთ-ერთი მთავარი მიგნება იქნებ საბა ლობჟანიძეს უკავშირდებოდეს. ის ნაკრების წევრი მანამდეც იყო, მაგრამ ფრანგმა სპეციალისტმა თითქოს იდეალური პოზიცია მოუძებნა და საკუთარ შესაძლებლობებს სრულად ამჟღავნებინებს.

თუკი წინა წლებში საუბრები ყოფილა, რომ 3-მცველიან ტაქტიკასთან ადაპტირებული ფეხბურთელები არ გვყავდა, ლობჟანიძე ამის სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. საბა დაუღლელია, სამწვრთნელო შტაბი მისი დასვენების საჭოროებაზე არც კი ფიქრობს და რაც მთავარია, გუნდური მოთამაშეა, რაც გიბრალტართანაც დაამტკიცა.

ლობჟანიძეს თურქეთის ჩემპიონატში საკმაოდ ბევრი გააქვს და საგოლე პასებსაც არიგებს. კარგია, რომ ამ მხრივ ნაკრებშიც "გაიხსნა", თანაც მიქაუტაძეს ისეთი გაატანინა... გოლამდე კი ცოტა დააკლდა. ეს იყო შეხვედრა, რომლის შემდეგაც საბაზე განსაკუთრებით უნდა ისაუბრო.

სანიოლის დიდი შანსი

გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი მიქაუტაძის სასტარტოში დაყენებით, ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა მათ დიდი შანსი მისცა, ბოლო პერიოდის ცუდი მდგომარეობა დაეძლიათ და თვითრწმენა აემაღლებინათ. სანიოლის ჩანაფიქრმა, დიდწილად, გაამართლა - "ჟორჟმა" გაიტანა, "ჩაკვემ" კი რამდენიმე ეპიზოდში მისი ძველი ფორმა შეგვახსენა. ამის მიუხედავად, პრობლემები მაინც გამოჩნდა.

მიქაუტაძეს არ უმართლებდა და რეალიზაციის კუთხით პრობლემები ჰქონდა. თუკი მას იმის გამო ვაქებთ, რომ ბურთის მიღებისას ფორვარდის ინსტინქტებს ავლენს და კარისკენ იხედება, ამ შეხვედრაში რამდენჯერმე უკეთეს პოზიციაზე მყოფი პარტნიორების შემჩნევაც მართებდა.

რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ერთ ეპიზოდში უდისციპლინოდ მოიქცა, რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ასე არ უყვარს, გარკვეულ მომენტებში კი თამაში საკუთარ თავზე ზედმეტად აიღო, წარმოუდგენელი პოზიციიდან კარში დაარტყა და თანაგუნდელი არ შეუმჩნევია. მთავარი მწვრთნელისგან დაწყებული, რიგით გულშემატკივრამდე, "ჩაკვეს" ყველა განსაკუთრებით ვქომაგობთ და იმედია, ცუდ პერიოდს საბოლოოდ დაძლევს. როგორც სანიოლმა თქვა, გიორგი ახლა ძალიან მონდომებულია.

რაც მწვრთნელს არ მოეწონა

მწვრთნელმა აღნიშნა, რომ შეხვედრის შუა ნაწილში ზოგიერთი ფეხბურთელის მხრიდან ნაკლები კონცენტრაცია და მეტოქის ერთგვარი დაუფასებლობა შეამჩნია. რა თქმა უნდა, მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა ამ პრობლემის წინაშე არ უნდა ვიდგეთ, რადგან შესაძლოა, სუსტმა მეტოქემაც კი დაგსაჯოს.

გარდა ამისა, ქართველმა გულშემატკივრებმა "დინამო არენა" თითქმის შეავსეს და ისინი სრულ პატივისცემას იმსახურებდნენ. კარგია, რომ მწვრთნელი ამაში ჩაერია, მათ შორის, შეცვლებითაც და დასკვნით ნაწილში 2 გოლი გავიტანეთ. აშკარაა, რომ სანიოლი თითოეულ დეტალს ყურადღებას აქცევს და ეს მოთამაშეებსაც კარგად უნდა ესმოდეთ...

ისევ ხვიჩა...

მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას საუკეთესო სანაკრებო შეხვედრა ნამდვილად არ ჩაუტარებია, მან ისევ თამაშის ბედი გადაწყვიტა - გაიტანა, მერე გაატანინა და გუნდს დამშვიდების საშუალება მისცა. კარგია, როცა ასეთი ლიდერი გყავს, მაგრამ წინა ხაზში თამაშის ბედის გადაწყვეტა სხვებსაც უნდა შეეძლოთ. მიუხედავად იმისა, რომ გოლები ხვიჩას გასვლის შემდეგაც გავიტანეთ, მაინც გვაშინებს იმაზე ფიქრი, რომ სულ მის ირგვლივ ვტრიალებთ და ყველა შეხვედრაში "კვარასგან" ლიდერობას ვითხოვთ.

სასიამოვნო იყო, რომ ხვიჩამ სტანდარტულიდან გაგვატანინა. მან რამდენიმე კუთხური სათანადოდ ვერ შეასრულა, შემდეგ კი ჯარიმიდან გუნდის კაპიტან კაშიას მშვენივრად ჩაუწოდა. სტანდარტულების გამოყენება ის ფაქტორია, რაზეც მეტი მუშაობა და კომბინაციების დამუშავება გვმართებს.

რესურსი

ახლა სრული ყურადღება მოახლოებულ გასვლით მატჩებზე უნდა გადავიტანოთ. ვილი სანიოლმა ფიზიკური ძალების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოსალოდნელია, რომ რამდენიმე ცვლილებას ვიხილავთ, ფეხბურთელები სათანადოდ გვყავს. ზურიკო დავითაშვილსა და ბუდუ ზივზივაძეს განვლილ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ, განაცხადს მიღმა კი ისეთი მოთამაშეები დარჩნენ, როგორიც თუნდაც ვაკო გვილიაა.

რაც ყველაზე სასიამოვნოა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მისი თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობების შესახებ კარგად იცის და გვჯერა, სასტარტო შემადგენლობის შერჩევასა და როტაციას თავს წარმატებით გაართმევს.

შეგახსენებთ, კვირას, 5 ივნისს (22:45), ბულგარეთს ვესტუმრებით, რომელიც საკუთარ მოედანზე ჩრდ. მაკედონიას (1:1) დაუზავდა.

პაატა
ის 11-ეული, რომელსაც ძირითადშიი დააყენებს, თითოეული, თავის პოზიციაზე ლიდერი, უფრო სწორედ, საქართველოს ჯარისკაცია და გამარჯვებისთვის, ერის სიხარულისთვის უნდა იბრძოდეს მიედანზე, ერთმანეთს მხარი უნდა მისცენ და იბრძოლინ საფინალო ამოსუნთქვამდე!
ქომაგი
ეგ უკვე მოხდა თბილისში მაკედონიასთან. ასე რომ აწი ვალს დაგვიბრუნებს უეფა ამ 4 თამაშში 7 ან 8(უფრო) ქულას ავიღებთ და ჯგუფსაც მოვიგებთ.
სოსო
წინა თამაშებისაგან განსხვავებით,შეტევაში კომბინირება ნელ ნელა ლაგდება.კიტეიშვილი ჯერ შორსაა საუკეთესო ფორმისაგან და ეს აშკარად ჩანდა,მაგრამ მაინც საგრძნობლად შეატყ თამაშს,თავისი ხელი.ნიშანდობლივი იყო,რომ კვარაცხელია მხოლოდ თავდამსხმელად კი არა,დისპეჩერადაც მოგვევლინა.ცენტრისაკენ შედიოდა და პასებს არიგებდა.ირაკლი აზაროვისა არ ვიცი,თითქოს ბათუმშიც ვეღარ არის ისეთი.ალბათ შემოძახება არ აწყენს.ასე მგონია დისპეჩერობასაც კარგად შესძლებს.პასიც აქვს,დარტყმაც,ტექნიკაც და ხედვაც.არ მომწონს ის,რომ როცა ხვიჩა მოედანზეა,ყველა მისგან მოელის ლიდერობას და გოლის გატანას.როცა ის გავიდა,საბამ აიღო თამაში და ორი გოლიც გამოაცხო.მიქაუტაძეს ცოტა მეტი გუნდურობა სჭირდება და გაცილებით პროდუქტიული გახდება.მას ეს შეუძლია.გუშინდელი გოლი,თავდაჯერებულობასაც შეჰმატებს და უფრო თავისუფლად ათამაშდება.ბულგარეთთან ბევრი რამე,გაცილებით უფრო მკაფიოდ გამოჩნდება,მაგრამ გუშინდელი საქართველო,"სვარშჩიკების" კი არა,უკვე ფეხბურთელთა გუნდია.
ddd
გასაგებია უნდა ვაცალოთ ყველა ასპექტში, მაგრამ მარჯვენა მცველი გვარი უკვე ტამავიწყდა მაგ პოზიციაზე სასტიკად არ ამართლებს.
გიორგი
აბსოლუტურად გეთანხმებით!!!
გუსანი
ვეთანხმები ავტორს. ბევრი ტექნიკური წუნი გვრჩება( მათ შორის ხვიჩასაც) გიბრალტართან ამდენი? ტონუსის ნაკლებობით აიხსნება? სათამაშო ინტელექტშიც მოვიკოჭლებთ ჯერ კიდევ... ყაზაიშვილი მართლაც პენსიაშია გასაშვები...მომავალ მეტოქეებთან ფიზიკა და ინტელექტი გადამწყვეტი იქნება, ვნახოთ რა რესურსი გაგვაჩნია?... წარმატებები საქართველოს!
გუსანი
ვეთანხმები ავტორს. ბევრი ტექნიკური წუნი გვრჩება( მათ შორის ხვიჩასაც) გიბრალტართან ამდენი? ტონუსის ნაკლებობით აიხსნება? სათამაშო ინტელექტშიც მოვიკოჭლებთ ჯერ კიდევ... ყაზაიშვილი მართლაც პენსიაშია გასაშვები...მომავალ მეტოქეებთან ფიზიკა და ინტელექტი გადამწყვეტი იქნება, ვნახოთ რა რესურსი გაგვაჩნია?... წარმატებები საქართველოს!
ზურა
იმხელა ანალიზია, თითქოს ესპანეთს ვეთამაშებოდით. გიბრალტარი რა ინდიკატორია, რომ რამეზე ვიმსჯელოთ
tngh
წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!! გილოცავთ!!!
რონი
კიტე რატომ არ შეიმჩნიეთ? მისი გამოსვლის მერე თამაში დალაგდა ეტობა მაგ ბიჭს კლასი.... რაც შეეხება ყაზაიშვილს გაუშვით ეგ კაცი პენსიაში. ასე მგონია თავის თავის სიამოვნებისთვის თამაშობს და არა გუნდისთვის...... მის მაგივრად ბერიძეს უხმონ ჯობია. კირკიტაძესაც არ იმჩნევს ბატობი ვილი. სხვა მხრივ სასაყვედურო არაფერი გვაქვს......
las
მე მჯერავს. ამ ნაკრებს შეუზლია ჯგუფის მოგება ერთი რაც მაშინებს ზემოდან არ მოხდეს მუხთლობა მაყურებლის არ სეშვება, საეჭვო კოვიდ ტესტები და მაყუთობა
ქ. გ.
5 ივნისს ბულგარეთში ლორია ითამაშებს. მესამე ან მეოთხე თამაშში მამარდაშვილი დაიცავს კარს.
Winter
როგორც კი დაიწყო შეხვედრა მაყურებელი მაშინვე გოლს ელოდა და ითხოვდა. ეს კვარამ გააკეთა, დასაწყისშივე და ეს გოლი უმნიშვნელოვანესი იყო. თან ისე შეასრულა, მარტივად და თავზე გადაგდებით. უკვე მერამდენე თამაშია მიყოლებით იტანს გოლებს, ან ასისტს აკეთებს და ამას ისე მივეჩვიეთ, ყველა თამაშე გვინდა. უკვე მოთხოვნილებაში გადავიდა, რომ ყველა თამაშში ხვიჩამ უნდა გაიტანოს. არ არის კარგი ამხელა ზეწოლა. მოვა თამაშები, სადაც ვერ გაიტანს და მერე ყველაფერი მასზე გადატყდება. წარმატებებს ვუსურვებ მთელს ნაკრებს. გაითვალისწინონ კობიაშვილის სიტყვები, რომ ყველა ლიდერია, ერთი არ უნდა ამოვარჩიოთ და მის ზურგს უკან არ უნდა დავიმალოთ.ცუდი რაც მოხდება მერე მას დავაბრალოთ.ძირითადად ასე ხდებოდა სულ და გულშემატკივარიც იმ ერთს ამოარჩევდა საქებრად თუ საგინებლად. იქნებ შევცვალოთ ეგ არაჯანსაღი და არაპროფესიონალური მიდგომები.
Joko
ნამდვილად მაშინებს კვარაზე დამოკიდებულობის ფაქტორი! ყველა თამაშს ხვიჩა იდეალურად ვერ ჩააატარებს და მისი არყოფნის დროს გუნდი თითქოს გაჩერდა და ნაპერწკალი და მუხტი ჩაქრა. თითქოს მისი გასვლის შემდეგ არ იცოდნენ ფეხბურთელებმა რა ეკეთებინათ. სხვებმაც უნდა იკისრონ ლიდერობა !!!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ