საქართველო-გიბრალტარის (4:0) შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

გიორგი ლორია (7.0) - საქართველოს ნაკრების მეკარის თამაშს უბრალო მიზეზით ვერ შევაფასებთ - მას საქმე, ფაქტობრივად, არ ჰქონია. გიბრალტარელებმა გიორგის კარისკენ მხოლოდ შეხვედრის მიწურულს დაარტყეს, ისიც ძალიან არაზუსტად.

ოთარ კაკაბაძე (7.0) - საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზს განსაკუთრებული დატვირთვა არ უგრძნია - მეტოქეს ბურთი იშვიათად ჰქონდა და თუ მოიპოვებდნენ, ხიფათის შექმნა მაინც უჭირდათ.

გურამ კაშია (7.5) - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მეტოქეებს რამდენიმე ორთაბრძოლა მოუგო და მაღალი ჩაწოდებების შემდეგ გიბრალტარელებს ბურთის მოპოვების უფლება არ მისცა. გარდა ამისა, კაპიტანმა მატჩის მე-2 გოლი გაიტანა და შეხვედრის ბედი მნიშვნელოვნად გადაწყვიტა.

დავით ხოჭოლავა (7.0) - საქართველოს ნაკრების დაცვის ზოგად მდგომარეობაზე უკვე დავწერეთ. საკვირველი რაც იყო, ხოჭოლავას სტანდარტულების შესრულებისას მეტოქის საჯარიმოში იშვიათად ვხედავდით, არადა, მას რესურსი და მონაცემები აქვს, ასეთ დროს მოწინააღმდეგეს ხიფათი შეუქმნას. როგორც ჩანს, საქმე სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებასთან გვქონდა.

საბა ლობჟანიძე (9.0) - თუკი იმას არ ჩავთვლით, რომ დაცვით ფაზაში ბევრი საქმე, უბრალოდ, არ ჰქონდა, საბა ლობჟანიძემ შეუდარებლად ითამაშა - ფიზიკურად ბოლომდე მზად იყო, გააკეთა ისეთი საგოლე პასები იქ, სადაც ბევრი დარტყმაზე იფიქრებდა. თუკი აქამდე იმას ვამბობდით, რომ თურქეთის ჩემპიონატისგან განსხვავებით, ლობჟანიძე ნაკრებში შედეგიანი არ იყო, ახლა საგოლე პასები მიითვალა და რამდენჯერმე გატანაც შეეძლო - მეტოქე ხარიხამ გადაარჩინა.

ანზორ მექვაბიშვილი (7.0) - ახალბედა ფეხბურთელმა შეხვედრის სტარტზე შეცდომა დაუშვა, შემდეგ კი საკმაოდ თამამი იყო, არც მეტოქეებს მორიდებია და არც თამაშის გამწვავებას. სადებიუტო ოფიციალური მატჩისთვის მშვენიერია, ისე კი, შეტევით უნარებზე, სისწრაფესა და მნიშვნელოვან პასებზე მან ბევრი უნდა იმუშაოს.

გიორგი აბურჯანია (7.0) - "ჟილ ვისენტეს" ნახევარმცველის მთავარი ფუნქცია ბურთის მოწინააღმდეგის ნახევარზე სწრაფად გადატანა იყო, სასტარტოში არჩევანი მასზე ამიტომაც შეჩერდა. გიორგიმ რამდენჯერმე ართმევაზე მშვენივრად ითამაშა და კარგი პასებიც გამოუვიდა.

გიორგი წიტაიშვილი (7.5) - იშვიათია, ფეხბურთელი პირველივე ტაიმში შეცვალონ, მაგრამ მას იმდენი რამ მოესწროს, შეხვედრის ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნეოდეს.

გიორგი ახალ პოზიციას შეეჩვია და მარცხენა ფლანგიდან თამაშს კარგად ამწვავებდა. ამავდროულად, მან ხვიჩა კვარაცხელიასთან კარგი შეთამაშება გამოავლინა - მშვენივრად გრძნობდა, ფლანგზე თავისუფალი ზონის ათვისება როდის შეიძლებოდა.

გიორგი ჩაკვეტაძე (7.0) - გიორგი ძალიან მონდომებული იყო, ერთხელ მშვენიერი რეიდი შეასრულა და ისიც გაგვახსენა, პასები რა კარგად ეხერხება.

ჩაკვეტაძე ერთ ეპიზოდში ემოციებს აჰყვა, ანგარიშიდან და მეტოქიდან გამომდინარე კი, რამდენჯერმე გატანა ისეთი პოზიციიდან სცადა, საიდანაც თანაგუნდელთა პასით მომარაგება აჯობებდა.

ხვიჩა კვარაცხელია (8.5) - "კვარამ" სწრაფი და მართლაც მშვენიერი გოლი გაიტანა, შემდეგ კაშიას გაატანინა. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები ნაკლებად აქტიურობდა, ხვიჩა ზოგჯერ ინდივიდუალიზმით შედარებით მეტად გაერთო, ვიდრე სჩვევია, ერთი საათის შემდეგ კი დასვენების საშუალება მიეცა - უახლოეს მატჩებში კვარაცხელიაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

გიორგი მიქაუტაძე (7.5) - გიორგის საკმაოდ ბევრი მომენტი შეექმნა, მაგრან ვერ იყენებდა. რამდენჯერმე მეტი გუნდურობა მოეთხოვებოდა, ბოლოს კი საბა ლობჟანიძის პასი შეირგო და ოფიციალურ შეხვედრაში სადებიუტო გოლით ძალიან გაიხარა.

გურამ გიორბელიძე (7.0) - გურამი შეხვედრაში აქტიური წიტაიშვილის ნაცვლად ჩაერთო. პირველი ტაიმის ბოლოსვე მსაჯს თავი გააფრთხილებინა. მეორე ნახევარში, განსაკუთრებით, ხვიჩას გასვლის შემდეგ, ჩვენი ნაკრების მარჯვენა ფლანგი გააქტიურდა და გიორბელიძე ნაკლებად შესამჩნევი იყო.

ვაკო ყაზაიშვილი (7.0) - "ულსანის" შემტევი აქტიურად შემოვიდა. როცა გოლის გატანის შესაძლებლობა მიეცა, ბევრი არ უფიქრია და შეხვედრას საბოლოო ანგარიში დაუსვა.

მამუკა კობახიძე (7.0) - ის საქართველოს ნაკრებში საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება, თანაც, მეტოქის მხრიდან განსაკუთრებული ზეწოლა არც ყოფილა.

ოთარ კიტეიშვილი (7.0) - ოთო დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და თამაშის რიტმში მაშინვე ჩაერთო, შეტევა თვითონაც გაამწვავა და მონაწილეობა საგოლე ეპიზოდშიც მიიღო. შემდეგ შეხვედრაში მან უფრო მეტი დრო უნდა მიიღოს.

ნიკა კვეკვესკირი - მას შესაფასებლად ცოტა დრო მიეცა, თუმცა მისი შემოსვლა საქართველოს ნაკრების საფინალო გააქტიურებას დაერთო. კვეკვესკირი, ტრადიციულად, თამაშში ბოლომდე ჩაერთო. ბულგარეთში მისი სასტარტოში თამაში ლოგიკურად მიგვაჩნია.

ვილი სანიოლი (8.5) - საქართველოს ნაკრებს უძლიერესი მეტოქე ნამდვილად არ ჰყავდა, სანიოლმა კი ეს ფაქტორი მაქსიმალურად გამოიყენა, რათა ის ფეხბურთელები გამოეყენებინა, რომელთაც ახლა კარგი დროება არ უდგათ და ეს შანსი ბევრ რამეში დაეხმარებოდათ. გარდა ამისა, თამაშის საშუალება ახალბედასაც მისცა.

შეტევის ორგანიზებულობის კუთხით, საქართველოს ნაკრებში მწვრთნელის ხელი შეიმჩნეოდა. მართალია, საჯარიმო დარტყმის შემდეგ გავიტანეთ, თუმცა სტანდარტულების კუთხით მეტი მუშაობაა საჭირო. ასევე, თავად მწვრთნელმა აღიარა, რომ შეხვედრის შუა ნაწილში კონცენტრაციის პრობლემა არსებობდა.

რაც თავიდან გვიკვირდა - საქართველოს ნაკრების შედეგი და მომავლის სამუშაო

გუსანი
ამ თამაშით შეფასება მართალია რეალობისგან შორსაა... ისე მხოლოდ ლობჟანიძის არაეგოისტური , გუნდური თამაშია გამოსაყოფი, ტექნიკური წინი ყველას აქვს, ხვიჩასაც მათ შორის, მაგრამ ერთი ეპიზოდში შეცდომის შემდეგ აშკარად გუნდზე დაიწყო თამაში, რაც დასაფასებელია. სხვებმა მაპატიონ, ძალიან შორს არიან , ჯერჯერობით ლიგის მოსაგები ფორმიდან. ისევ კაშიას, შეცდომების მიუხედავად ეტყობა რაღაც კლასი...
თენგაბი
ლობჟანიძეს ყოჩაღ! ამას ქვია გუნდური მოთამაშე, როცა ეგოიზმს და ცდუნებას ძლია და უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს ზუსტი და დროული პასი გაუკეთა. ეს აკლიათ ქართულ ფეხბურთს და ზედმეტი ინდივიდუალიზმით ხშირად თამაშის ხარისხი და შედეგი ბიკარგება. ასეთი ფეხბურთელი უფრო სასარგებლოა გუნდისათვის.
Tolo
Gorshi rom chaatarebt imitom gicevt carieli tribunebi
sul2
ვანში გაივსებოდა
ლევან მაღლაკელიძე
ჩაკვე 8, აბუ 8, ხოჭოლავა 7,5

U21 ნაკრების თამაშს ვუყურებ ახლა, გორში ტარდება, დასწრება თავისუფალია და ხალხი არაა, ტრიბუნები ცარიელია. დავიჯერო ამ ბიჭებს არ სჭირდებათ მხარდაჭერა? თუ მაინცდამაინც კვარაცხელია უნდა თამაშობდეს ვინმე რომ მივიდეს? თან სადაც ვთქვი მარტო კვარაცხელიას გამო დადიხართთქო ყველგან აგრესია გამოვიწვიე,კვარაცხელიამდეც ვავსებდით სტადიონებსო. ფაქტი ჯიუტია სამწუხაროდ. ეგ კვარაცხელიაც წესით 21 წლამდელებში უნდა იყოს იმ ასაკისაა, მაგრამ არა, ხალხს ჭირდება უკვე მზა პროდუქტი, რომელიც ასე მოწმენდილ ცაზე გაიბრწყინებს. მანამდე, სანამ გაზრდის პროცესშია და სწავლობს, არავის ჭირდება. ეს ბიჭები მომავალია ჩვენი ნაკრების და დავიჯერო გორში ხალხს იმდენი საქმე ჰქონდა დღეს, რომ უფასოდაც ვერ შეძლეს მისვლა? მერე ამათგან მოსთხოვეთ რომელიმეს მაგარი თამაში. როგორც დავაფასებთ ისე დაგვაფასებენ. გაიგეთ ხალხო
საბა
რაღაც,... ფორმა მომწონს .:)
სოსო
თან გამოსცადა,თან აჩვევს და თანაც, ძირითად საყრდენებს ასვენებდა.ის სამომავლო გათვლაა.გიბრალტარშიც ათამაშებს,კიდევ სადღაც შეცვლაზე შეუშვებს და მომდევნო ციკლებისთვის უკვე საკმაო გამოცდილება დაუგროვდება.ორ დღეში ხდება 21 წლის და ეტყობა პერსპექტივას ხედავს,სანიოლი.
giggs
სტატიის ავტორს შეუძლია აგვიხსნას მამულა კობახიძის საიმედოობა რაში გამოიხატება? 2მეტრიანი ფორაც რომ ქონდეს ყველა თავდამსხმელი ასწრებს სიჩქარეში, თუნდაც გუშინ არაფრისგან კინაღამ გაექცა ფორვარდი. საშინლად ირჩევს პიზიციას და იმედი მაქვს პირველ რიგში, ბათუმის დინამო არ დაზიანდება ამით, თორემ ნაკრებში ძირითადს ისედაც არ ათამაშებენ.
შოლირი
სწორია გეთანხმები
გიორგი
ქართველი ფეხბურთელებიდან წიტაიშვილი წერს ხოლმე ქართულად,დნარჩენები ინგლისურად
დ
ჩვენი ვილი ნამდვილი პროფესიონალია, ძალიან მაგარი კაცია, არაფერი რომ არ ეშლება ისეთი. ასეთი მწვრთნელი, გავბედავ და ვიტყვი, რომ საქართველოს აქამდე არ ჰყოლია, მკვეთრად დადებითი პიროვნებაა.
სოსო
ბიჭებო, ინსტაგრამზე ფოტოებს რომ დებთ,ინგლისურთან ერთად ქართული შრიფტითაც გააკეთეთ წარწერა,მასე თქვენ უცხოელ ფოლოვერებსაც გააცნობთ ქართულ დამწერლობას და ქართველებშიც მეტ პატივისცემას დაიმსახურებთ!ქვეყნის სიყვარული მარტო ნაკრებში თამაში და გოლის გატანა არაა,#წერე ქართულად!!!
beqa
მექვაბიშვილი მოწყვეტილია სამყაროს არც დინამოში წყვეტს ვარსკვლავებს. ადრეა თაან ძაან ადრე ნაკრებისთვის თუნდაც 21 წლამდე!!! უკან პასი ორთაბრძოლები წააგო დიაგონალზე ნელი პასი.საერთოდ გააქრობს მაკედონია მოედნიდან.ტოპ გუნდებთან მისი თამაში საერთოდ არ შეიძლება
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]
"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
"პსჟ-მ სახელფასო განაკვეთი შეამცირა - როგორია კვარაცხელიას გასამრჯელო?" - ფრანგული გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
კვარაცხელია კვლავ გასატანად, მიქაუტაძე დონარუმას წინააღმდეგ - ყველაფერი ლიგაზე
ლობჟანიძის გუნდის უდიდესი სენსაცია - "ატლანტამ" ლიონელ მესის მაიამის "ინტერი" პლეი-ოფიდან გამოთიშა [VIDEO]
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია