საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე ორი დღეა ქალაქ რაზგრადში იმყოფება. ვილი სანიოლის გუნდმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში 28 ფეხბურთელის შემადგენლობით თამაშის მასპინძელ სტადიონზე 4 ივნისს გამართა.

ლუდოგორეც არენაზე საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ოთარ კაკაბაძემ მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს

უკვე ცნობილია, რომ ბულგარეთთან განაცხადში არ იქნება გიორგი წიტაიშვილი. მიზეზი გიბრალტართან სათამაშო ეპიზოდში მიღებული დაზიანებაა. 21 წლის ფეხბურთელი ამ დროისთვის გუნდთან ერთად ბულგარეთში იმყოფება და მომდევნო მატჩებში მონაწილეობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „გუშინ ფრენის და აღდგენის დღე იყო. ციკლის გამარჯვებით დაწყება ყოველთვის კარგია თავდაჯერებისთვის. შეკრებაზე 29 ფეხბურთელი გამოვიძახეთ. შესაბამისად მოედანზე ახალი ფეხბურთელები გამოჩნდებიან, რათა გარკვეული სიახლე შემოვიტანოთ. მატჩამდე ბოლო ვარჯიში გვაქვს და ის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საუკეთესოდ მოვემზადოთ თამაშისთვის.

გიორგი წიტაიშვილი გუნდთან ერთად არის, თუმცა გიბრალტართან სათამაშო ეპიზოდში შეჯახების გამო, ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 28 ფეხბურთელი ჯანმრთელია და მზად არის ვარჯიშისთვის.

აღდგენა ძალიან კარგად წარიმართა, ზოგმა 90 წუთი ითამაშა, ზოგმა ნაკლები, თუმცა მთლიანობაში პროცესით კმაყოფილი ვარ. კარგია, რომ ამდენი გულშემატკივარი ჩამოვიდა ბულგარეთში ჩვენს მხარდასაჭერად. მით უმეტეს, რომ ეს არ არის საქართველოს მეზობელი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ისინი გაგვამხნევებენ. ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ძალიან ვაფასებთ ამას.

ბულგარეთი გიბრალტარზე ძლიერია და ეს ფაქტია, თუმცა მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვითამაშებთ ჩვენ და შევინარჩუნებთ თუ არა ამ ინტენსივობას. რადგან, ეს გასაღებია სხვადასხვა შესაძლებლობის. უკანასკნელი ექვსი თვიდან გამომდინარე, ამაზე არ ვნერვიულობ. თამაშზე თავდაჯერებულები გავალთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება კარგი შეხვედრა, როგორც ქართველი, ისე ბულგარელი გულშემატკივრისთვის.

ბულგარეთის ნაკრებთან წინა შეხვედრა ამხანაგური იყო. ორივე მწვრთნელმა ბევრი ცვლილება განახორციელა. ბულგარეთისთვის მნიშვნელოვანია გამარჯვების მოპოვება, რადგან პირველი შეხვედრა ფრედ დაასრულეს. ასე რომ, ხვალინდელი მატჩი განსხვავებული იქნება. მეტოქეს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა მთავარია, რომ გუნდურად ძლიერია და მეტ ყურადღებას მათ ტაქტიკას დავუთმობთ. არ ვიცით, რა შემადგენლობით იქნება მეტოქე, ამიტომ საკუთარ თავზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული".

ოთარ კაკაბაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): "მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს. მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტთან არ გვითამაშია, თითქმის გაივსო სტადიონი. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აქ ჩამოსული გულშემატკივრები გავახაროთ. მათი გვერდში დგომა მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, მომდევნო შეხვედრებში მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდება".

ბუდუ ზივზივაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): "გუნდში კარგი განწყობაა, რადგან მოვიგეთ პირველი შეხვედრა გიბრალტარის წინააღმდეგ. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა და ვფიქრობ, რომ დადებითად აისახება ხვალინდელ შეხვედრაზე. ბულგარეთი კარგი გუნდია, უხერხული მეტოქეა ჩვენთვის. რთულ თამაშს ველოდებით და ვფიქრობ, რომ, თუ ჩვენ თამაშს ვითამაშებთ, შევძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას.".

საქართველოს ნაკრების სია ერთა ლიგის მატჩებისთვის

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო,ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო) ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)

ბულგარეთის - საქართველოს მატჩი, 5 ივნისს, თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მირო(ავე მე)
ჰაიტ
გენო
ფრეც კარგი შედეგი იქნება
geno
1-2
ზურა
4-0 გამოვიცანი და დღეს 2-1 ვიგებთ!
თემური
არ უნდა დაგვავიწყდეს: მათ ყავთ კარგი ფეხბურთელები, მაგრამ ჯობს ასე ვთქვათ: არც არავისზე ნაკლებები ვართ! ითამაშეთ ბიჭებო მონდომებით, როგორც შეგიძლიათ, ესაა მთავარი, დანარჩენი ღმერთის ნებაა!
დინამოელი
გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო !!!
შოკირებული გულშემატკივარი
კარგი მწვრთნელი გვყავს და მოგების იმედიც გაჩდა მარა მეტოქეს კარგი ფეხბურთელები ყავს და გუნდურად ძლიერიაო რო არ ეთქვა ჯობდა
ramos
ბაყაყიჭამია ფრანგი
kaka
მსოპლიო აფერისტია ბაბა დხეს ტუ ჰაისვარა ოპლე
Burton
ბოლო 6 თამაშია, რაც ნაკრები 3-4-2-1 ტაქტიკაზე გადავიდა და მას შემდეგ აღარ წაგვიგია. ბოლო 5 თამაშში კი გოლიც არ გაგვიშვია. ეს ტაქტიკა ძალიან მოუხდა ნაკრებს და, ალბათ, არც შეცვლის ვილი.
zura222
თუ არ ეკუთვნის მაშინ არც უნდა გამოეძახათ ! თორე რა გამოვიდა არც აქ არ ათამაშებენ და იმ მისთვის ისტორიულ თამაშშიცც ხელი შეუშალეს @
მირო
ისე ეს კაცი როგორი ყურადღებიანი და პრინციპული აღმოჩდა და ვისაც უარს ეუბნება ყველა იმას ამბობს ჩემი ბრალია და გამოვასწორებ რო დავბრუნდეო)) ეს ჩვენი გადმოსახედიდან კი არა დიდი ნაკრებებისთვისაც საოცნებო რამეა!! უკვე 6 ხალხო არაა?! ვილის მგონი ქართველების გაგიჟება აქვს დაწყებული,გავაშვიდოთ როგორმე და ყველა კამერა თქვენსკენ მოტრიალდება ბიჭებო.0:1 გოლი ბუდუ 47წ.პენალს გავმაზავთ თორე 0:2 იყო ბოლოს ვმაზავთ არ ინერვიულოთ.
მირო
მარტო მაგიტო რო ბარსასთან არ ითამაშა არ მგონია ნაკრებში თამაში გეკუთნოდეს,!!
zura222
ხვალ ალბათ ჯობია დაცვითი სისტემა 4-3-2-1 კონტრშეტევებზე თუ ვითამაშებთ აი აქაა საუკეთესო წყვილი ფლანგებზე კვარაცხელია და დავითაშვილი !(ლობშჟანიძე უნდა დაასვენონ მესამე თამაშისთვის) წინ ზივზივაძე იქნება ალბათ და კიდევ-მიქელთაძე რატომ არ ათამაშეს გიბრალტართან ? კაცმა ნაკრების გამო ვარსკვლავების გუნში თამაშზე უარი თქვა თანაც ბარსელონასთან ! და მარტო ამიტომ ეკუთვნოდა1 ტაიმი მაინც !
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
გაუშვებელი გუნდი გაუტანელის წინააღმდეგ! - რა უშველის საქართველოს ნაკრებს?
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEO] ზივზივაძემ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "არმინიასთან" ქულები გაიყო
კაკაბაძემ ფინეთში ოპერაცია გაიკეთა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძემ "ჰაიდენჰაიმს" გამარჯვება მოუპოვა
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
[VIDEO] ერიჰა - საქართველოს ნაკრებს ბულგარეთმაც მოუგო!
ოთარ კაკაბაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
[VIDEO] კაკაბაძის საგოლე პასით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
ზივზივაძის 80 წუთი - "ჰაიდენჰაიმმა" დრეზდენის "დინამოს" თამაში შემოუტრიალა
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში