საქართველომ კიდევ ერთხელ სძლია რუსეთს - მოსკოვში გამართულ კარატეს მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა კვლავ გაიბრწყინა!
საქართველომ კიდევ ერთხელ სძლია რუსეთს - მოსკოვში გამართულ კარატეს მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთჯვრიანთა ეროვნულმა ნაკრებმა კვლავ გაიბრწყინა!

ჩემპიონატი შოტოკან კარატეში ჩატარდა, რომლის ორგანიზატორი მსოფლიოს შოტოკან კარატე-დოს კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი მსაჯი კახა ბასილია იყო. ჩემპინატში 40 ქვეყნის ეროვნული ნაკრები გუნდის 2500 სპორტსმენი ასპარეზობდა.

"როგორც ყოველთვის, ნაყოფიერი გამოდგა ეს მსოფლიოს ჩემპიოანტიც, თუმცა გარდა ქართველი კარატისტების წარმატებისა, იმაშიც გავიმარჯვეთ, რომ მსოფლიოს ეს ჩემპიონატი მე ჩავატარე, როგორც მსოფლიო შოტოკან კარატე-დოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა.

ჩემპიონატი გაიმართა როგორც მოზარდთა და ახალგაზრდებს შორის, ისე ვეტერანებში. ჩვენი მცირერიცხოვანი ნაკრები საკმაოდ სოლიდური სპორტული ნადავლით დაბრუნდა თბილისში: გურამ ჯიჯელავამ 13 წლიანებში მეორე ადგილი დაიკავა კუმიტეში. აკაკი ქარსელაძემ კი 14 წლიანებში გვასახელა და ასევე კუმიტეში პირველობა არავის დაუთმო. 15-17 წლებში ოქროს მედალი ნაკრების ლიდერმა შოთა გორელაშვილმა თანაგუნდელებთან - ნესტორ ჩიკვილაძესთან და ანრი მარგველაშვილთან ერთად გუნდურ კუმიტეში მოიპოვა და საქართველოს დროშა ჩვენი ჰიმნის ფონზე მოსკოვში კიდევ ერთხელ აფრიალდა", - განაცხადა მსოფლიოს ჩემპიონატიდან დარბუნებულმა ქართული კარატეს მესაჭემ, კახა ბასილიამ.

ვეტერანი კარატმენებიდან 60 წლის ზევით პირველი გრიგოლ დარჩიაშვილი იყო კატაში, ხოლო 50 წლამე ვეტერანებს შორის კატაში ბაჩუკი სულამანიძემ მესამე ადგილი დაიკავა.

ქართულ კარატეს კიდევ ერთი საამაყო აქვს: ჩემპიონატამდე მსოფლიოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის აკადემიის რიგით მეორე კონგრესი გაიმართა, სადაც სულ რამოდენიმე სპეციალისტს მიანიჭა ამ სფეროს აკადემიკოსობა, მათ შორის არიან გაბი მიხაელი (ისრაელი) და კახა ბასილია.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა