საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მატჩები ახლოვდება. მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში, სადაც ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს, რომელმაც აქამდე გამართული 4 მატჩიდან 3 მოიგო, 2 შეხვედრა აქვს დარჩენილი – 1-ელ ივლისს უკრაინასთან ლატვიაში და 4 ივლისს ესპანეთთან თბილისში. სამხედრო კონფლიქტის გამო უკრაინა საშინაო მატჩებს ვერ მასპინძლობს და შეხვედრებს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს. მოგეხსენებათ, უკრაინას ლატვიაში სოლიდური დიასპორა ჰყავს და თან მათი მთავარი მწვრთნელიც ლატვიელია – აინარს ბაგატსკისი.

ამ მომენტისთვის უკრაინის ნაკრებში 14 კალათბურთელი ვარჯიშობს: ილია სიდოროვი, ვიტალი ზოტოვი, ალეკსანდრ კოვლიარი, ილია ტირტიშნიკი, პაველ კრუტოუსი, ანატოლი შუნდელი, ანდრეი ვოინალოვიჩი, ივან ტკაჩენკო, არტიომ კოვალიოვი, სერგეი პავლოვი, იგორ სერგეევი, ვიაჩესლავ ბობროვი, ვიაჩესლავ კრავცოვი, დმიტრი სკაპინცევი.

უკრაინელებს უახლოეს პერიოდში შეუერთდებიან ის მოთამაშეები, რომელთაც საკლუბო სეზონი ჯერ არ დაუსრულებიათ: ბაგატსკისი 9 ივნისს ელის იუსუფ სანონს, 11-ში – არტიომ პუსტოვოის და ალეკსანდრ მიშულასა და დენის ლუკაშოვს, 15-ში კი – ალეკსანდრ ლიპოვისა და ვიაჩესლავ პეტროვს. ჯერჯერობით გაურკვეველია, ვიხილავთ თუ არა ნაკრებში ბოგდან ბლიზნიუკს, ჯერომ რენდლსა და NBA-ში მოთამაშე უკრაინელებს – ალეკსეი ლენსა და სვიატოსლავ მიხაილიუკს.

ცნობილია, რომ ბაგატსკისის ნაკრები რიგაში 11 ივნისამდე დარჩება, შემდეგ მზადებას იტალიურ როზეტო დელე აბრუციში განაგრძობს, მომდევნო საწვრთნელ ეტაპს 22-დან 26 ივნისამდე პორტუგალიურ ვიანა დუ კაშტელუში გაივლის და ამხანაგურად პორტუგალიასა და სლოვაკეთს შეხვდება, 26 ივნისიდან კი ლატვიას დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ივლისის საკვალიფიკაციო ფანჯრის დროს გაირკვევა, მოახერხებს თუ არა უკრაინის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაში მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასვლას. ამ დროისთვის, G ჯგუფს 4-დან 3 მოგებით საქართველო ლიდერობს, შემდეგ კი ესპანეთი (3-დან 3 გამარჯვება) მოდის. ამ ორ ნაკრებს მომდევნო რაუნდის საგზური უკვე განაღდებული აქვს, მე-3 იღბლიანის ვინაობა კი უკრაინასა (1 მოგება, 2 წაგება) და ჩრდილოეთ მაკედონიას (4 მარცხი) შორის გაირკვევა.

GBF

zura222
აბაა კაცოო ! ეს რა ჩაიდინეს უელსელებმა იმ არაადამიანებმა ! ჩვენ კი უკრაინას თამაშს თუ მივცეთ ზელენსკი მოწყალე თვალით გადმოგვხედავს და ელჩს დააბრუნებს საქართველოში !!!
დ.დ.
ასეთ გარემოებაში მათთან მოგებაზე არ უნდა ვიფიქროთ ! რუსების გულების დასახეთქათ სოლიდური ანგარიშით უნდა წავაგოთ ! წარმოიდგინეთ რუსების ბოღმა როდესაც მსოფლიო პირველობაზე უკრაინა ითამაშებს. слава украине ! უკრაინის დროშის ფერებში გამოწყობილებმა უნდა ვითამაშოთ და თამაშზე უკრაინის ელჩის წაყვანაც არ დავივიწყოთ !
ალეკსანდრე
იმედია ქართველები უკრაინის დროშებით არ მივლენ
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა