ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს შეხვედრის (0:3) შემდეგ იტალიაში ადგილობრივი გამოცემები ხვიჩა კვარაცხელიას პერფორმანსს გამოეხმაურნენ.

"ერთა ლიგის C ჯგუფში მე-3 ტურის ცენტრალური შეხვედრა მაკედონიასა და საქართველოს შორის გაიმართა. თუ მასპინძლები 3 ქულას მოიპოვებდნენ, მაშინ პირველ ადგილზე გადავიდოდნენ. ტრადიციულად ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა "ნაპოლის" მომავალმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ. ქართველმა ფეხბურთელმა 62-ე წუთზე საჯარიმოს გარედან მაკედონიელებს გოლი ჩინებული გასროლით გაუტანა. "კვარას" სანაცვლოდ 10 მილიონი გადაიხადეს. ახალწვეულის დავალება იქნება, ღირსეულად შეცვალოს გუნდის ყოფილი კაპიტანი ლორენცო ინსინიე და მისი წასვლა ხელმძღვანელობას სანანებელი არ გაუხდეს. რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ ხვიჩამ ყაზანის "რუბინი" დატოვა და კარიერა ბათუმის "დინამოში" გააგრძელა, სადაც 11 მატჩში თავი 8 გოლით გამოიჩინა" - Spazzionapoli.

"ნაპოლის" მომავალმა ფეხბურთელმა მაკედონიელებს კიდევ ერთი ულამაზესი გოლი გაუტანა. ხვიჩას არ უყვარს გაჩერება, გუშინ კი თავისი გოლის ეპიზოდში მეკარეს შანსი არ დაუტოვა. კომენტატორი აღფრთოვანებული იყო მისი მოქმედებით. იტალიურმა გუნდმა ფენომენალური მოთამაშე შეიძინა. ამ ტრანსფერით ნეაპოლელებმა მიზანში მოახვედრეს, კვარაცხელია სერია A-ს მომდევნო სეზონის ერთ-ერთი დიდი სიურპრიზი იქნება" - areanapoli.

"კვარაშოუ" გრძელდება, "ნაპოლის" ახალი შენაძენის კიდევ ერთი მაგიური გოლი. კვარაცხელიამ და საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ელიფ ელმასი და ჩრდილოეთი მაკედონია 3:0 დაამარცხეს. ერთ-ერთი გოლი 62-ე წუთზე ნეაპოლელთა მომავალმა ვარსკვლავბიჭუნამ, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა" - Corrieredellosport.

შეგახსენებთ, ჩვენებური "ნაპოლის" ფეხბურთელი სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, ივლისის თვეში გახდება. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი 12 ივნისს, "დინამო არენაზე", ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 20:00 საათზე გამართავს.

ამ დროისთვის ჩვენი ნაკრები ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს, მეორეადგილოსან მაკედონიას კი 4 ქულა აქვს.

zurabi
ხო დავიღვარე ამ დილას ცრემლებად ეს კვარადონა კიდე რა იყო ყველაფერი ამერია ერთმანეთში შიში სიხარული რა ვიცი კიდე რა ღმერთო ხვიჩას დააპყრობინე ნეაპოლი როგორც მარადონამ და მე კიდე ყოველ კვირა სანთლებს დავანთებ ..კარგი წინათ გრძნობა მაქ .
zura222
რატომ არ უხდებააა ???? მაგალითად მხითარიანისთვის რომ დაეძახათ მხითატოტი სომხები სიამაყით გასივდებოდნენ !
Niangi
კვარადონა არა ობობა ეს რა მეტსახელია. :/ კი ვიცი რომ მარადონას გულზე შეარქვეს და მაგარია მარა არ უხდება ეს კვარა და "დონა" ერთმანეთს რაღაცნაირად
ბაჯო
Saqartvelos hempionati dashlis pirasaa da amas aravin aqcevs yuradhebas.
Spain
ვახო სანაიამ ცხელ გულზე დაწერა და ბოდიშიც მოიხადა მერე, პოსტიც წაშალა. მე არ ვგულისხმობ ნომალურ გულშემატკივარს, ვისაც უბრალოდ მისი რუსეთში ყოფნა არ გვინდოდა. მეც მათ რიგში ვიყავი, ამის უფლება გვქონდა, მისთვის ოკუპანტი ქვეყნის დატოვება გვეთხოვა!! უბრალოდ ვერ ავიტანე ის არანორმალური ბულინგი რაც მის მიმართ მიდიოდა, თინა კანდელაკს რომ ადარებდნენ და ლამის რუსეთუმედ გამოაცხადეს. ზოგი ემუქრებოდა კიდეც, ჯოჯოხეთს მოგიწყობთ ნაკრების თამაშზე რომ ჩამოხვალო. ფიზიკურადაც ემუქრებოდნენ და ამაზე პროტესტი არ უნდა გაგვჩენოდა?... კი ბატონო ყველგან არის ეგზალტირებული ბრბო გულშემატკივარი. ზოგი ბოთლებსაც ესვრის ფეხბურთელებს და რადგან სხვაგან ესვრიან ჩვენც ვესროლოთ მაშინ. ყველას აქვს უფლება დააბულინგოს ვინმე, ცენზურას ვერ დავაწესებთ, ისევე როგორც მე და ნორმალურ გულშემატკივარს გვაქვს უფლება გავაპროტესტოთ ეგ არასწორი ბულინგი და დავიცვათ საყვარელი ფეხბურთელი. წარმატებებს გისურვებთ!
Niko
ვინ უქნა რა უქნა ან სად არ გულშემატკივრობდა ხალხი? ვიღაცა მდაბიო ვახოია სანაიამ თუ რაღაც დაწერა და მისნაირმა სექტამ რომლებსაც ეგეც რეალურად ფეხებზე კიდიათ რუსეთში იყო თუ სად იყო უბრალოდ დღეს ამ ინტერესებს ემსახურებიან ხვალ თუ საჭირო გახდა სხვას მოემსახურებიან, იმას ხომ არ ნიშნავს რომ მთელი ერი ლანძღავდა. თქვენაირი მეორე კუთხით მარაზამტიკებიც საიდან ჩნდებით სულ აი ქართველები ასეთი და ისეთი არიანო,რატომ გგონია რომ სხვაგან არ არიან მასეთი ხალხი რომლებიც თავიანთ თუნდაც წარმატებული ფეხბურთელების მიმართ არ ილანძღებიან?
Spain
რაც გამოჩნდა იმის მერე ვგულშემატკივრობ. სულ მთლად ბავშვი იყო და მაშინაც კი უდიდესი წნეხი მოდიოდა. ქართველები ვერ იჯერებდნენ რომ შეიძლება ჩვენც გვყავდეს ვარსკვლავი და კი არ უფრთხილდებოდნენ პირიქით სტრესავდნენ ბიჭს. ყველაზე მეტი სტრესი გამოიარა სხვა ნაკრების ფეხბურთელებისგან განსხვავებით. მხოლოდ ერთ მაგალითს ვიტყვი. ჩაკვეტაძემ ტრავმა რომ მიიღო მთელი ერი წარმატებას და გამოჯანმრთელებას უსურვებდა. ადეკვატური რეაქციები ჰქონდათ ასე თუ ისე. კვარამ ტრავმა რომ მიიღო შარშან სექტემბერში, ნახევარი საქართველო ლანძღავდა, ტრავმა მოიგონა და ნაკრებში თამაში არ უნდაო. პოსტიც კი დაწერა რამდენად ნაწყენი იყო და თავსაც იმართლებდა მართლა ტრავმა მაქვსო. თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი. ომის დაწყების მერე რაც უქნა ერმა მაგაზე აღარ ვისაუბრებ. სამარცხვინო ლაქად დაგვრჩება მუდმივად. ალბათ ასეთები ვართ ქართველები. თუ ვინმე ნიჭიერი გამოგვერევა ყველაზე დიდი წნეხი ზუსტად მას უნდა დავატეხოთ თავზე. ჯერ მხოლოდ 21 წლისაა იქნება კიდე მის კარიერაში ცუდი და კარგი პერიოდები . იქნებ ახლა მაინც ვისწავლოთ მხარდაჭერა!
კაპიტან გარდენბურგი
სპორტალს მინდა მივმართო - ეს ჯგუფის გამოსახულება დადეთ ხოლმე რა ხშირად, ჩანდეს საქართველო პირველზე რომაა, ქულები და ბურთები :)

მის ინსტაგრამზე 90% კომენტარი იტალიურია, კვარადონას და ქართველ მესის ეძახიან. სასწაულად მიხარია და ცოტა მაშინებს. არ გამოგვიცდია აქამდე ეგეთი სიხარული და იმიტომ ალბათ... წარმატებები ხვიჩა!
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან