თბილისში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრები ავტოავარიაში მოჰყვა. ბულგარული მედიის ცნობით, მათი ეროვნული გუნდი აეროპორტიდან სასტუმროში უეფას მოთხოვნის შესაბამისად ორი ავტობუსით მიდიოდა, ერთ-ერთის მძღოლმა გვირაბში მკვეთრად დაამუხრუჭა და შეჯახება მოხდა, რომელიც იმდენად ძლიერი იყო, რომ ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი დაშავდა.

დღეს დილით ბულგარულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მას თავის ქალა აქვს გატეხილი და თავში მინის ნატეხი ჰქონდა.

ის წინ მიმავალი ავტობუსის უკანა სავარძელზე იჯდა, სადაც შეჯახება ყველაზე ძლიერი იყო. ნედელევი თბილისში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ერთი კვირა დარჩება.

ის კონტაქტშია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, კიდევ არაერთი კვლევა ელოდება. მასთან ერთად საავადმყოფოში იმყოფება ეროვნული ნაკრების ექიმი ბისერ ბოჩევი, რომელიც აკონტროლებს მის მდგომარეობას.

საბედნიეროდ, ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბსა და დელეგაციის წევრებს არანაირი დაზიანება არ მიუღიათ ისინი ჯანმრთელად არიან.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე მატჩის გადადება არ იგეგმება. შეხვედრა ხვალ "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.

კაკო
საინტერესოა ბენე ექსკლუზივის ავტობუსები ხომარ იყოო.... შემთხვევიით.
ბექა-ს
ბიჭო სანამ რამეს დაწერთ იქნებ გადაამოწმოთ ჯერ?ვინ გითხრა რომ არ აცილებდა?შეგნებულად ამბობ ახლა მაგას და იტყუები?თუ არ იცი კიდევ გაჩუმდი მაინც რა.
ეჰჰ
ჩვენს პრესას და მასმედიას(რომელიც რეალურად არც გვყავს) სძინავს სამაგიეროდ,შეგნებულად თანაც.იმიტომ რომ პოლიტიკური ამბები უფრო პრივილეგირებულია და მაგის პროპაგანდას ეწევიან დღე და ღამე.
ჯუჯი
ბულგარული პრესიდა უნდა ვგებულობდეთ ამ ამბავს? აბა მიშას თითი რომ სტკენოდა მთელი პრესა იქ იქნებოდა.
I
სრულიად გეთანხმები! ამაზრზენად დადის ყველა,იმიტომ რომ არ ჯრადიმდება და თუ ჯარიმდება გადაიხდის რა პრობლემაა.სხვის სიცოცხლეს არაფრად აგდებენ და მერე დაიწყებენ იიიი რას გვიშვრება ეს მთავრობა ჯარიმებს გვიზრდის და ყელში გვიწერსო.არ დაარღვიოთ და არ დაჯარიმდებით!
სოსო
მადლობა ღმერთს, რომ გადარჩა.დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.ავტობუსის მძღოლად,წესით უმაღლესი კატეგორიის და დიდი გამოცდილების მძღოლები უნდა მუშაობდნენ,რომელსაც ასეთი შემთხვევა,წესით არ უნდა უხდებოდეს.მით უფრო გვირაბში.არ ვიცი როგორ მოხდა ავარია,მაგრამ მათი მწვრთნელის სიტყვებიდან ის დასკვნა გამომაქვს,რომ წინა ავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა და სავარაუდოდ უკან მომავალი,უკნიდან შეასკდა.სხვანაირად უკან მჯდომი ფეხბურთელის თავის ქალაში მინის ნამსხვრევი ვერ აღმოჩნდებოდა.ეს კი ნიშნავს უკანა მძღოლის უყურადღებობას და საჭირო დისტანციის არ დაცვას.
სოსო
აცილებდა ორი ეკიპაჟი თავში და ბოლოში
მენტალისტი
საქართველოში საგზაო მოძრაობა კატასტროფულია, იმდეია ეს მძღოლი უმკაცრესად დაისჯება ამ ფაქტზე. ჯარიმები უნდა გამკაცრდეს ყველა კუთხით, იმხელა ჯარიმები უნდა დაწესდწს რომ განადგურდნენ და შემდეგ მაინც ივლიან წესების დაცვას. როგორც ჩანს ზეწოლის გარეშე ჩვენ ვერ ვსწავლობთ, 15 წლის წინ ღვედის გაკეთებაზე იცინოდნენ, ჯარიმების და მკაცრი კონტროლის ფონზე შეიგნო ხალხმა, რომ ღვედი მნიშვნელოვანია.
საქართველო
აცილებდა და ჭორებს ნუ ავრცელებთ
გია
კაია, რომ გადარჩა!
დათო
...ორი ავტობუსი რა საჭირო იყო???!!! უეფას მოითხოვა ასე???!!! ყოველთვის გუნდი ერთი ავტობუსით მგზავრობს!!! სამწუხარო ფაქტია!!!
beqa
საპატრულო ეკიპაჯი რატო არაცილებდა?! გადახვევას გავაკეთებ მაგრამ საქართველოში ზოგადად მძღოლები არ მოწმდებიან არადა ბევრი გამიგია რო კაიფში და ბაკლოსანებით არიან გაბერილები ისე ზოგადად
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
უეფამ ბულგარელებს საქართველოსთან მატჩის გადადება შესთავაზა - ბულგარელების პასუხი ცნობილია
კობიაშვილი ინციდენტსა და ბულგარელი ფეხბურთელის დაშავებას გამოეხმაურა
"ძალიან მიყვარხარ, გული მწყდება, რომ...!" - ნედელევის მეგობარი გოგონა თბილისში მომხდარ ავარიას ეხმაურება
"ბრწყინვალე ამბავი საქართველოდან" - ბულგარელები ნედელევის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებენ
დაშავებულმა ბულგარელმა ფეხბურთელმა საქართველო დატოვა
ტოდორ ნედელევი: პროფესორმა ინგოროყვამ მეორე სიცოცხლე მაჩუქა