სარაევოს სპორტკომპლეს `ზეტრაში~ გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის. `თავისუფალთა~ შემდეგ გუშინ ტურნირი გოგოებმაც დაამთავრეს, დღეს და ხვალ კი ასპარეზობაში ბერძენ-რომაელები ჩაებმებიან...

სარაევოს სპორტკომპლეს `ზეტრაში~ გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის. `თავისუფალთა~ შემდეგ გუშინ ტურნირი გოგოებმაც დაამთავრეს, დღეს და ხვალ კი ასპარეზობაში ბერძენ-რომაელები ჩაებმებიან.

კონტინენტის პირველობაში ჩვენი ნაკრები სრული შემადგენლობით გამოვა. მწვრთნელმა ვაჟა კრავეიშვილმა სარაევოში ედნარ შავაძე (42), მურთაზ ჩაბრავა (46), შმაგი ბოლქვაძე (50) ამირან შავაძე (54), რამაზ სურმანიძე (58), ფირუზ წულუკიძე (63), მათე ბერიძე (69), ლაშა გობაძე (76), რობერტ ქობლიაშვილი (85), იაკობ ქაჯაია (100) წაიყვანა. დღეს ედნარ შავაძე, ბოლქვაძე, სურმანიძე, ბერიძე და ქობლიაშვილი იჭიდავებენ. წუხელ წიწლისყრაც გაირკვა მათი მეტოქეები. 42 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ წრეში ყველა ისვენებს ერთი წყვილის გარდა და იმასაც შავაძე და ლატვიელი ნიკიტა მაჟუკსი შეადგენენ. ამათში გამარკვებულს აზერბაიჯანელი კარიმ ჯაფაროვი ელოდება და, სავარაუდოდ, მძიმე ბრძოლასაც გაუმართავს. პირველ რწეში დასვენება არც ევროპის შარშანდელ ვიცე-ჩემპიონს, ოღონდ 42-ში ბოლქვაძეს ერგო - ბელარუს იაჰორ ბელიაკს ხვდება, ამათში მოგებული კი მეორე შეხვედრას უნგრელ ბენცე ჟუნაცსა და ბულგარელ ჰალილ ათანასოვის წყვილში გამარჯვებულთან გამართავს. პირველივე წრეში იჭიდავებს სურმანიძეც - უნგრელ ადრიან კრანიტცთან. ჩვენებური ძალიან ძლიერ ქვეჯგუფში მოხვდა - აქვე გამოდიან ბულგარელი, რუსი, თურქი და აზერბაიჯანელი ფალავნები. ამ წონაში შარშან ევროპის ჩემპიონი წულუკიძე გახდა (ის ახლა ზედა წონაშია), მომდევნო ადგილებზე კი სწორედ ბულგარელი, თურქი და რუსი გავიდნენ, ოღონდ არა წლევანდელი ფალავნები. ბერიძე პირველი წრის შეხვედრას გერმანელ გეორგ შცვარცთან ჩაატარებს. მის ნახევარშიც ლამის ყველა ძლიერი საჭიდაო სკოლის წარმომადგენელია - რუსი, თურქი, ბულგარელი, აზერბაიჯანელი, უკრაინელი, უნგრელი, ჩეხი... პირველივე წერში იჭიდავებს ქობლიაშვილიც ლიტველ ტომას გალკუსთან, მასთან წარმატების შემთხვევაში კი ბულგარელ ილიან გაზეპოვსა და ესტონელ ესტ პიკსარს შორის მოგებულს შეხვდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ სარაევოში, ევროპის ცემპიონატზე `თავისუფლებმა~ ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო მოიპოვეს. კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი ლაშა ბითარაშვილი (54) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ირაკლი მოსიძემ (63), დავით ბუზიაშვილმა (58), ლაშა გიგაშვილმა (69) და ლევან გოგრიჭიანმა (85) მოიპოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა