„არსენალიდან“ 24 წლის ფრანგი სამირ ნასრი „მანჩესტერ სიტიში“ რომ მიდის, გასაგებია, მაგრამ „მეთოფეთა“ მწვრთნელ არსენ ვენგერს მის გაშვებამდე შემცვლელის შეგულება უნდა
„არსენალიდან“ 24 წლის ფრანგი სამირ ნასრი „მანჩესტერ სიტიში“ რომ მიდის, გასაგებია, მაგრამ „მეთოფეთა“ მწვრთნელ არსენ ვენგერს მის გაშვებამდე შემცვლელის შეგულება უნდა. ნასრის კონტრაქტის თანახმად „ემირეიტ სთედიუმზე“ ერთი წელიწადი აქვს დარჩენილი. სხვათაშორის, მისი შეძენის იმედი მთლად ბოლომდე ჯერ მანჩესტერის მეორე გუნდს, პრემიერლიგის ჩემპიონ „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ არ გადასწურვია.

„დეილი მეილმა“ ჯერ კიდევ ივნისში გამოქექა, რომ ვენგერი ნასრის შემცვლელად „ვალენსიას“ ვარსკვლავ ხუან მატას მიიჩნევს და 23 წლის ესპანელში მზადაა 21 მილიონი ფუნტი ანუ 23,5 მილიონი ევრო გადაიხადოს. ვენგერის სიაშია „ლილის“ სხარტი თავდამსხმელი, 20 წლის ბელგიელი ედენ ჰაზარდიც.

მოგეხსენებათ, „არსენალს“ უკვე გაექცა გაელ კლიში, რომელმაც „მანჩესტერ სიტის“ შეაფარა თავი, კაპიტანი სესკ ფაბრეგასი კი „ბარსელონაში“ გადასვლისთვის იბრძვის. საოცარია, რომ ვენგერის უიღბლობათა სერია ამით არ დასრულებულა - ამ დღეებში გაირკვა, რომ „მეთოფეებს“ აზიურ ტურნეში ვერ მიჰყვებათ კოტ დ’ივუარელი ჟერვინიო.

პრესამ შეიტყო, რომ „არსენალს“ 24 წლის თავდამსხმელის ოფიციალურად გადაფორმება დღეს უნდოდათ, მაგრამ გაირკვა, რომ საბუთებში ყველაფერი წესრიგში არ აქვს და საქმე სულ მცირე ორშაბათამდე გადაიდო. „მეთოფეები“ ჟერვინიოში „ლილს“ დაახლოებით 12 მილიონ ევროს უხდიან. ლონდონში, სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ ფეხბურთელს, საბუთების მოსაწესრიგებლად კვლავ საფრანგეთში მოუხდა დაბრუნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ის, კვირას, კუალა ლუმპურის თვითმფრინავში ჩაჯდომას ვეღარ ასწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა