ბოატენგი არ გამოდის, ჰაინკესს კი ახალი მცველი ორ კვირაში სჭირდება

„ბაიერნსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის ჟერომ ბოატენგის თაობაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მიუნხენური კლუბი გერმანიის ნაკრების მცველთან ყველაფერზე შეთანხმებულია, ინგლისურ კლუბს კი სატრანსფერო თანხაზე ვერაფრით უთანხმდება. სწორედ ამიტომ, რეკორდმაისტერმა ახლა უკვე ოფიციალურად გადაიტანა ყურადღება ლონდონის „ჩელსის“ უკანახაზელ ალექსზე, რომელიც მიუნხენელებისთვის უფრო ხელმისაწვდომია.

„ბილდის“ ინფორმაციით, ალექსის ფასი მაქსიმუმ 10 მილიონი ევრო იქნება, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია იმ თანხაზე, რომელიც „სიტიმ“ „ბაიერნს“ ბოატენგში მოსთხოვა. როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები იტყობინებიან, ალექსი სადღეისოდ „ბაიერნისთვის“ გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ბოატენგის ალტერნატივა, რასაც თავისი მიზეზები აქვს. „ბილდი“ იმასაც წერს, მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა რეკორდმაისტერის შეფებს სთხოვა, ახალი მცველი ორ კვირაში უნდა გვყავდესო და რაკი „სიტისგან“ ბოატენგის თაობაზე ახალი არაფერი ისმის, მიუნხენელები ალექსის კუთხით გააქტიურდნენ.

ამასობაში, ბავარიელები ახალგაზრდა ინგლისელ დეილ ჯენინგსთან ერთად, რომელიც მიუნხენში „ტრანმერიდან“ გადადის, კიდევ ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს ეპატიჟებიან. ჰოლანდიური პრესის ცნობით, „ბაიერნმა“ თვალი ტიმოთი ვან დერ მეულენს დაადგა, რომელიც ახლა შოტლანდიურ „დანდი იუნაიტედში“ თამაშობს. ეს უკანასკნელი 21 წლის ცენტრალური მცველია და ამსტერდამის „აიაქსის“ სკოლის აღზრდილია. გერმანული პრესა კი იტყობინება, რომ ჯენინგსის დარად, „ბაიერნი“ ვან დერ მეულენსაც მეორე გუნდისთვის ყიდულობს. თუმცა ეს სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ სულ მალე ჯენინგსიცა და ვან დერ მეულენიც ჰაინკესის განკარგულებაში ვიხილოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
ბავარია.გე რატო გაიტიშა არავინ იციტთ?
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა