10 აგვისტოს საქართველოს დელეგაცია სინგაპურში გაფრინდება, სადაც 14-26 აგვისტოს მსოფლიოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გაიმართება...

10 აგვისტოს საქართველოს დელეგაცია სინგაპურში გაფრინდება, სადაც 14-26 აგვისტოს მსოფლიოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გაიმართება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახლანდელი პრეზიდენტი, ბელგიელი დოქტორი ჟაკ როგი ადრე ევროპის ოლიმპიურ მოძრაობას თავკაცობდა და მისი ინიციატივით დამკვიდრდა ევროპის ახალგაზრდული სპორტული დღეები (შემდგომში ფესტივალი ეწოდა). მაშინ როგს მსოფლიო ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩატარების იდეაც დაებადა, მაგრამ ამ ჩანაფიქრის ხორცშესხმა სოკ-ის პრეზიდენტად მისი არჩევის შემდეგ დაიწყო.

თუმცა სოკ-მა ახალ თამაშებში მონაწილეთა შერჩევის ცოტა მოუხერხებელ სისტემას მიმართა - სპორტის უმეტეს სახეობებში ქვეყნებზე კვოტები ძალზე ხელმომჭირნედ, ხშირად მინიმალური რაოდენობითაა განაწილებული. მაგალითად, ძიუდოში თითო ქვეყანას მხოლოდ ორი საგზური მიეცა და აქაც გენდერული ბალანსის მკაცრი დაცვით - ერთი აუცილებლად გოგო უნდა ყოფილიყო. ორ-ორი კვოტა გამოიყო ჭიდაობაშიც, რაც ასევე ცოტა გვგონია.

სამწუხაროდ, ჩვენმა ჭაბუკებმა ამ ისედაც შემჭიდროვებული ოდენობის საგზურებში იმის ნახევარი მოიპოვეს, რასაც ზემდგომნი მოელოდნენ - ათიდან ხუთი ლიცენზია. აქედან ორ-ორი ძიუდოსა და თავისუფალ ჭიდაობაშია, ერთიც - ცურვაში. ძიუდოისტთა ტურნირში ბექა ტუღუში (66) და სოფიო ბერიძე (63) იჭიდავებენ, `თავისუფალთაგან~ იქ გამოსვლის უფლება ირაკლი მოსიძემ (63) და გენო პეტრიაშვილმა (100) მოიპოვეს, ცურვაში კი გიორგი მთვრალაშვილი წარგვადგენს. განსაკუთრებით გულდასაწყვეტი ბერძენ-რომაელთა ულიცენზიოდ დარჩენა იყო. არადა, მათგანაც სრულ კვოტას ველოდებოდით, შანსიც იყო, მაგრამ მაინც ხელი მოგვეცარა... ჩვენებურთაგან თამაშებში პირველი მთვარალაშვილი ჩაებმება - 15 აგვისტოს, მერე კი, 17 აგვისტოს `თავისუფლად~ მოჭიდავეთა ჯერი დადგება (აქვე შეგახსენებთ, რომ მოსიძე ამ დღეებში სარაევოში ჭაბუკთა ევროპის პირველობაზე მესამე პრიზიორი გახდა), ხოლო ძიუდოისტები 21-23 აგვისტოს ჭიდაობენ. აქვე იმაზეც ვთქვათ, რომ თამაშების პროგრამაში სპორტის 26 სახეობაა, მათ შორის საკმაოდაა გუნდური - ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი...

ჩვენი დელეგაცია 14 -კაციანია. ხუთ სპორტსმენს ორი მწვრთნელი მიჰყვება - `თავისუფლებს~ კვლავაც ჭაბუკთა ნაკრების თავკაცი თამაზ ბენდიანიშვილი დამოძღვრავს, რაკი ეს თამაშები ისედაც ამ ასაკში ტარდება. ძიუდოისტებს ამჯერად ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია თენაძე გაჰყვება, მთრვალაშვილი კი უმწვრთნელოდ მიდის. ამ შვიდეულთან ერთად ოლიმპიურ სოფელში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლები - გიორგი ესაკია და რუსუდან აფციაურიც იცხოვრებენ, სეოკ-ის ხელმძღვანელობა კი - ხუთი კაცი - ოფიციალურ სტუმართა სასტუმროში განთავსდება. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი ესაკია იქნება, დელეგაციას კი სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს.

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა