გუშინ, დევისის თასის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა
გუშინ, დევისის თასის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. შვედეთის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა მამაკაცებს შორის მსოფლიოს ახალი პირველ ნომერს ნოვაკ ჯოკოვიჩს, მაგრამ მან ბოლო ვარჯიშზე მუხლის ტრავმა მიიღო და სერბების მწვრთნელმა ნოვაკის თადარიგში დატოვება ამჯობინა.

უიმბლდონის ჩემპიონი ერვინ ელესკოვითან მატჩში იანკო ტიპსარევიჩმა შეცვალა. ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა ნოვაკი კვირის მატჩისთვის აღდგენას.

დევისის თასზე ერთი ნახევარფინალისტი უკვე ცნობილია. როგორც იცით, არგენტინისა და ყაზახეთის ნაკრებთა მატჩი ერთი დღით ადრე დაიწყო, რადგან კვირას არგენტინაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.

მასპინძელთა გუნდს არ დასტყობია ტრავმირებული დავიდ ნალბანდიანის არყოფნა და ორ დღეში მოამთავრა საქმე. სამ შეხვედრაში ყაზახებმა ერთი სეტის აღებაც ვერ მოახერხეს.

ანგარიში ხუან მონაკომ გახსნა, რომელმაც 2 საათსა და ერთ წუთში გაანადგურა ანდრეი გოლუბევი - 6:3, 6:0, 6:4. ამის შემდეგ კორტზე ხუან მარტინ დელ პოტრო და მიხაილ კუკუშკინი გავიდნენ. არგენტინელმა კიდევ უფრო ნაკლები - ხუთი გეიმი დაუთმო მეტოქეს - 6:2, 6:1, 6:2. თამაში 2 საათსა და 7 წუთს გაგრძელდა.

გუშინ კი გაიმართა წყვილების შეხვედრა და აქაც ყველაფერი სამ სეტში დასრულდა. ხუან იგნასიო ჩელასა და ედუარდო შვანკის დუეტმა ორი საათი და ხუთი წუთი მოანდომა ევგენი კიროლიოვისა და იური შჩუკინის დუეტის დამარცხებას - 6:3, 6:2, 7:5.

არგენტინა ნახევარფინალშია და იქ სერბეთისა და შვედეთის წყვილში გამარჯვებულს ელოდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა