ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მე-6 შეხვედრა მასაჩუსეტსში, ადგილობრივ "ბოსტონ სელტიკსსა" და "გოლდენ სტეიტ უორიორსს" შორის გაიმართა.

მატჩი "ოქროსშტატელების" გამარჯვებით, 103:90 დასრულდა. სანფრანცისკოელებმა სერიაში 4:2 გაიმარჯვეს და ჩემპიონები გახდნენ.

სტუმართა შემადგენლობიდან სტეფ კარიმ 34 ქულა, 7 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა, "ოქროს ბიჭუნამ" ფინალების საუკეთესო კალათბურთელის წოდებაც დაიმსახურა.

სტეფს მხარი ენდრიუ უიგინსმა აუბა, რომელმაც თავი 18 ქულით, 6 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 4 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.

მასპინძელთა მხრიდან ჯეილინ ბრაუნმა გუნდს 34 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამ სერიის მთავარი იმედგაცრუება ჯეისონ ტეიტუმი გახლდათ... დღევანდელ მატჩში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის საუკეთესო კალათბურთელმა აქტივში 13 ქულა ჩაიწერა...

ამრიგად, "გოლდენ სტეიტ უორიორსი" 2015 წლის შემდეგ ლიგის ჩემპიონი უკვე მეოთხედ გახდა.

რაც შეეხება გზას ტრიუმფამდე, რეგულარული სეზონი 53 მოგებითა და 29 წაგებით დაასრულა, რის შემდეგაც დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე გავიდა. პლეი-ოფის პირველ ეტაპზე "დენვერ ნაგეტსს" დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა, ნახევარფინალში ჯა მორანტის "მემფის გრიზლის" შეხვდა და 4:2 გაიმარჯვა, კონფერენციის ფინალში "დალას მავერიკსს" 4:1 სძლია...

მასტერს
იმსახურებდა ჩემპიონობას გოლდენიც და კარიც დიდი ხანია იმსახურებდა ფინალების მვპ-ის! ძალიან მაგარი საპლეიოფო სერიები ვნახეთ - ყველა უკლებლივ! ვგულშემატკივრობდი და მჯეროდა გოლდენის! ბოსტონს - კომპლიმენტები!
Lukino
სტეფი არის თანამედროვეობის ყველაზე მაგარი და სანახაობრივი მოთამაშე.მოიპოვა დამსახურებული მვპ რომელიც ადრეც ეკუთვნოდა.დღეისათვის ჩემთვის ყველა დროის ტოპ 10 ია.
SLR
როგორ გაასწორა, კარი მხეცია რა, გილოცავთ გსვ-ს ქომაგებს, ვისაც გჯეროდათ, რომ ბოსტონზე ძლიერია დღეს ეს გუნდი.
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გოგას მესამე ორმაგი დუბლი მიმდინარე სეზონში და "ორლანდოს" მარცხი "ბოსტონთან" [VIDEO]
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"სელტიკსმა" "მაიამი" დაამარცხა და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
ბატლერი შეუჩერებელია - "მაიმიმ" "ბოსტონთან" სერია მოგებით გახსნა [VIDEO]
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბატლერი გაჩერებას აღარ აპირებს - "მაიამიმ" "ბოსტონი" მეორე მატჩშიც დაამარცხა [VIDEO]
"ბოსტონმა" "მაიამი" კვლავ დაამარცხა და სერიას ინტრიგა დაუბრუნა [VIDEO]
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
ბითაძის მორიგი კარგი მატჩი და გამარჯვება "ბოსტონ სელტიკსთან" [VIDEO]