ლეგენდარულმა გერმანელმა უარყო ჭორი, თითქოს გერმანულ საჯინიბოს სამწლიანი კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვებს
ევროპის გრანპრის უქმეებისას "მერსედესის" შეფმა როს ბრაუნმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხაელ შუმახერის მოქმედი კონტრაქტი, პილოტის სურვილისამებრ ურთიერთობის ნაადრევად შეწყვეტას ითვალისწინებს.

ამ განცხადების შემდეგ გაჩნდა ჭორი იმის შესახებ, რომ ლეგენდარულმა გერმანელმა, შესაძლოა, სამწლიანი კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვოს გერმანული საჯინიბო. სილვერსტოუნში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ეს ჭორი უარყო.

"მართლაც მაქვს ნებისმიერ მომენტში წასვლის შესაძლებლობა, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ მაღალი შედეგების მიღწევას ვცდილობ და მინდა კონტრაქტი ბოლომდე გამოვიმუშავო. თავს შესანიშნავად ვგრძნობ, მუდმივად პროგრესს განვიცდი - ამას მთელი კარიერის განმავლობაში ვგრძნობდი. შესაძლოა, წინსვლის ტემპი ახლა უფრო დაბალია, მაგრამ ის დღესაც გრძელდება.

გარკვეული დრო დამჭირდა ნორმალურ სამუშაო რითმში შესასვლელად, ახლა გაცილებით მიადვილდება ყველაფერი, მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ დღემდე ვსწავლობ გუნდთან მუშაობას და მანქანის ჩემს სტილში აწყობას. ეს მუდმივი განვითარებაა და ჯერ არ ვარ ასი პროცენტით მზად, თუ საერთოდ შესაძლებელია ასეთი დონის მიღწევა.

შედეგების შეფასება შესაძლებელია მხოლოდ იმ მანქანით, რომელიც იმ მომენტში თქვენს განკარგულებაშია, მაგრამ ადრეც და ახლაც მე მისგან მაქსიმუმის მიღებას ვცდილობ. თუ ვახერხებ ამას - კმაყოფილი ვარ, თუ არა - იმედგაცრუებული, მაგრამ ვაგრძელებ მუშაობას, რადგან მხოლოდ ასეთი მიდგომით თუ შეძლებ მწვერვალზე დაბრუნებას.

შარშან უკვე გავიარე ეს ყველაფერი. აქ არანაირი ჯადოქრობა არ არსებობს - ყველაფერს წყვეტს სამუშაო, მოტივაცია და სტაბილური პროგრესი", - განაცხადა "ბილდისთვის" ინტერვიუში შუმახერმა.

გარდა ამისა, შუმიმ კომენტარი გაუკეთა ჩემპიონატში სებასტიან ფეტელის დომინირებას. "წითელი ბარონის" აზრით, "რედ ბულის" პილოტს შეუძლია მიხაელის ყველა მნიშვნელოვანი რეკორდის მოხსნა: "ჩემი რეკორდების დამხობა ნებისმიერს შეუძლია და ფეტელი სწორედ ამ გზას ადგას. სებასტიანი ჩემი კარგი მეგობარია და სულაც არ მეწყინება, თუ ერთ დღეს ის ჩემზე წინ აღმოჩნდება. ვფიქრობ, მისი დაძაბული მუშაობა შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული. მთავარია, მიღწეულით არ დაკმაყოფილდეს, თორემ ჩემპიონატში ლიდერობა, შეიძლება, ძალიან მალე გაქრეს. დღეს სება მაქსიმალურად ცდილობს სიტუაციის გამოყენებას, ამიტომაც მისი დომინირების პერიოდი გაგრძელდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა