საქართველოს მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული, თბილისის "ბასიანი", ევროპის სამოყვარულო საკლუბო ჩემპიონატზე, უეფას რეგიონთა თასზე იასპარეზებს. ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ქართული გუნდი ბაქოში გასამართ საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.

საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულს ორი ჯგუფის საუკეთესო გუნდებს შორის გასამართი ფინალური შეხვედრა გამოავლენს, რომელიც 29 ივნისს შედგება. "ბასიანი" ბაქოში 22 ივნისს გაემგზავრება და მოახლოებული მატჩებისთვის სფფ-ის ვაკის ტექნიკურ ცენტრში ემზადება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია "ბასიანის" ბაქოში გამგზავრებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს უზრუნველყოფს. ბაქოში გამგზავრებამდე "ბასიანის" ვარჯიშს სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ბერდია ჯიბლაძე დაესწრნენ. კახა ჭუმბურიძემ ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა და გუნდს სრული ეკიპირება გადასცა.

მფკ "ბასიანის" მატჩები შესარჩევ ეტაპზე:

23 ივნისი - ბასიანი-ტალინა ზაპოოსი (ესტონეთი)

27 ივნისი - კასკელენი (ყაზახეთი)-ბასიანი

კახა ჭუმბურიძე (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "2016 წლიდან მოყვარულთა ლიგის გათამაშება საქართველოს მასშტაბით, მოყვარულთა ლიგის ასოციაციის თაოსნობით და ფეხბურთს ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება. ყოველწლიურად გათამაშებაში უფრო და უფრო მეტი გუნდი ერთვება. შარშან 412 გუნდი მონაწილეობდა და "ბასიანის" სახით ღირსეული ჩემპიონი გვყავდა.

ახლა ვაკის საფეხბურთო ცენტრში ვიმყოფებით, რათა "ბასიანი" მნიშვნელოვან ტურნირზე, უეფას რეგიონთა თასზე გავაცილოთ. ვფიქრობ, ეს გუნდი გაამართლებს ჩვენ იმედებს და გაგვახარებს გამარჯვებით. გამგზავრებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს საკუთარ თავზე ფეხბურთის ფედერაცია იღებს და ყოველთვის გვერდში დაუდგება სამოყვარულო ფეხბურთს.

მოგეხსენებათ, რომ მოყვარულთა ლიგა ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს. როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ისე იმ ფეხბურთელების ჩართვა სპორტში, რომლებმაც ვერ მოახერხეს საკუთარი თავის დამკვიდრება პროფესიულ ფეხბურთში, თუმცა სიხარულით თამაშობენ სამოყვარულო დონეზე და ახარებენ საკუთარ თავს ფეხბურთში ჩართულობით".

გიორგი მაკასარაშვილი (მფკ "ბასიანის" ფეხბურთელი): "სამ კვირაზე მეტია, რაც ვვარჯიშობთ. ფეხბურთის ფედერაციამ გამოგვიყო ვაკის საფეხბურთო ცენტრი, სადაც გავიარეთ მოსამზადებელი ეტაპი. მივემგზავრებით ბაქოში, სადაც პირველ თამაშს ესტონურ გუნდთან გავმართავთ. განწყობა ამაღლებულია, რადგან სამი კვირაა სრული დატვირთვით ვვარჯიშობთ და ფსიქოლოგიურად მზად ვართ. ვიცით, რომ არ იქნება მარტივი, მაგრამ ჩვენი მოსამზადებელი ეტაპი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის და ამ ეტაპს გადავლახავთ".

მოყვარულთა ლიგის გათამაშება საქართველოს მასშტაბით 2016 წლიდან ტარდება. 2022 წელს, ისტორიაში პირველად, საქართველოს თასის გათამაშებაში მოყვარულთა ლიგის ჩემპიონმა, მსკ "ბასიანმა" მიიღო მონაწილეობა.

GFF.GE

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
WU17 | ჩრდ. ირლანდია 3:1 საქართველო
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
საბერძნეთი - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
ლიგა 1-მა პსჟ-ს მატჩის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო
ბლექ ფორტრესმა კასპში იმარჯვა, ვინგსმა ლიბერთის აჯობა, ბურჯმა ახალციხეს მოუგო
"არ ვიცოდი კარგი ფეხბურთელი იყო თუ არა, მაგრამ რადგან "სიტის" სურდა, გადავწყვიტე მეყიდა" - "ჩელსის" მფლობელმა კუკურეიაზე ისაუბრა
[VIDEO] ლიონელ მესიმ მოწინააღმდეგე გუნდის სამწვრთნელო შტაბს დასცინა
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
[VIDEO] გენიალური მესი - არგენტინელმა დუბლი შეასრულა და მაიამის "ინტერს" "ორლანდოსთან" მოაგებინა
დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ივარჯიშა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
[VIDEO] სამი გიორგი მოედანზე, მეოთხე კი ტრიბუნაზე - "მეცი" სახლში კაცნაკლულ "ბრესტთან" დამარცხდა
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა დუბლით "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" მარცხისგან იხსნა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია