თურქული მხარის მტკიცების მიუხედავად, თითქოს ქართველის ტრანსფერზე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, შეთანხმება არ შედგა
ზაზა ფაჩულია ”ბეშიქთაშს" შეუთანხმდაო - დაიწერა თურქულ საიტებზე. ცხადია, ეს ამბავი ჩვენც გადმოვაქართულეთ და გუშინდელი დღის ერთ-ერთ მთავარ თემადაც იქცა.

საინტერესო იყო მოვლენების შემდგომი განვითარება, გვეგონა, კონტრაქტის გაფორმებას წინ აღარაფერი ედგა, მით უმეტეს, რომ ზაზასთან ერთად საუბარი იყო დერონ უილიამსის ”ბეშიქთაშში" გადასვლაზეც... გუნდის მწვრთნელი ენგინ ატამანიც ამბობდა, ყველაფერი შეთანხმებულია და მალე დერონი და ზაზა კონტრაქტებს გააფორმებენო. უილიამსი, ალბათ, მართლაც ითამაშებს თურქეთში. ფაჩულია კი...

ზაზა კარიერას ”ბეშიქთაშში" არ გააგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ თურქების თქმით ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, შეთანხმება არ შედგა. ამის შესახებ გვითხრა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა და დასძინა:

- ფაჩულიას ამ ღამეს ველაპარაკე. მისსა და ”ბეშიქთაშის" წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება მართლაც მიმდინარეობდა, მაგრამ შეთანხმება არ შედგა, თურქები ოთხწლიან ხელშეკრულებას სთავაზობდნენ. რაზედაც ზაზამ უარი უთხრა.

ჩვენი მხრიდან ვიტყვით, რომ ქართველი ცენტრის ევროპაში დაბრუნება მაინც არ არის გამორიცხული - თუ ზაზამ რომელიმე წამყვანი ევროპული კლუბიდან სარფიანი წინადადება მიიღო, შესაძლოა, უარი არ თქვას, ოღონდ კონტრაქტი მოკლევადიანი უნდა იყოს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ NBA-ში ლოკაუტი შედგა. გაფიცვის დასრულების შემდეგ ქართველი ცენტრი ამერიკას დაუბრუნდება.

მანამდე ზაზას არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმე აქვს - საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის უნდა მოემზადოს. იყო საშიშროება, რომ მის დაზღვევასთან დაკავშირებით პრობლემა შექმნილიყო, მაგრამ როგორც ბესიკ ლიპარტელიანმა გვითხრა, ყველაფერი მოგვარებადია:

- NBA-ში მოთამაშე ევროპელ კალათბურთელებს ფიბა-ევროპა დააზღვევს. ამისთვის საჭიროა თავად სპორტსმენის თანხმობა. ვისაც ნაკრებში თამაში სურს, ცხადია, დაზღვევაზე უარს არ იტყვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა