შოთა არველაძემ საქართველოში დაისვენა და ინგლისში დაბრუნდა, სადაც ჩემპიონშიპის ახალი სეზონისთვის უნდა მოემზადოს. ქართველ სპეციალისტს ახლა გაცილებით ამბიციური გეგმები აქვს.

მფლობელის სამშობლოში

არველაძის "ჰალი" 2022-33 წლების სეზონისთვის მზადებას 10 ივლისს დაიწყებს და თურქეთს ესტუმრება. გუნდის მფლობელ ილიჩალის სამშობლოში ისინი "ფენერბაჰჩეს" შეხვდებიან, რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონატში მხოლოდ "ტრაბზონსპორს" ჩამორჩა. მათი ლიდერი მესუთ იოზილია, რომელსაც შოთას გუნდსაც უკავშირებდნენ, თუმცა ტრანსფერზე საუბარი შეწყდა.

არველაძე წვრთნების გამართვას ესპანეთის ქალაქ მარბელაშიც აპირებს.

გაძლიერების მნიშვნელობა

ბრიტანული მედია აქტიურად წერს, რომ მაღალი მიზნებისთვის შოთას სატრანსფერო აქტიურობა აუცილებლად დასჭირდება. გუნდი ჰალდელსტონმა, ჰოლვუდმა და ივსმა დატოვეს, რამდენიმე ფეხბურთელი კი, რომლებიც "ჰალში" იჯარით იყვნენ, მათ შორის, ბერნარდი და ფორსი, საკუთარ გუნდებს დაუბრუნდება.

ამ ეტაპზე კოტდივუარელ ნახევარმცველ ჟან მიშელ სერის ტრანსფერზე იწერება, ვეტერან ნიდერლანდელ რაიან ბაბელზე კი განახლებული ინფორმაცია აღარ გვაქვს.

წაიყვანს ლობჟანიძეს?

შოთა არველაძე საკუთარ გუნდებში ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერებით არ გამოირჩევა, თუმცა ცოტა ხნის წინ საბა ლობჟანიძის შესახებ აქტიურად გაიჟღერა. მას თურქულ "ჰათაისპორში" 8 გოლი და ამდენივე საგოლე პასი ჰქონდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ის უნარები ნამდვილად აქვს, რა ტიპის ფეხბურთსაც ინგლისის რანგით მე-2 ლიგაში თამაშობენ - სწრაფია, ენერგიული და მინდვრის ნებისმიერ მონაკვეთში ბოლომდე იბრძვის. თუკი ეს ტრანსფერი განახორციელა, ის ჩაწოდებების კუთხითაც უფრო პროდუქტიული გახდება, რადგან 27 წლის ლობჟანიძე შრომისმოყვარე ფეხბურთელია.

თავად ქართველმა სპეციალისტმა კი განაცხადა, რომ თავის კლუბს მსგავსი პირობების შეთავაზება გაუჭირდება. რაც შეეხება ბათუმის "დინამოს" ფლანგელ ირაკლი აზაროვს, რომელზეც ასევე გაჟღერდა, მას ამ ეტაპზე ბრიტანეთში სამუშაო ვიზის აღება გაუჭირდება. მოგეხსენებათ, ამისთვის საკმაოდ ბევრი პარამეტრის დაკმაყოფილებაა საჭირო.

"ჰალი" გასულ სეზონში 24 გუნდს შორის მე-19 ადგილზე იყო, ახლა კი უფრო დიდი მიზნები აქვს.

Givi
Lobjanidze ar aris cudi fexburteli magram titqos ragac aklia ufro efeqturi rom ikos vusurveb warmatebebs momavalshii
qomagi
საბა ლობჟანიძისთვის კარგი იქნება ფენერბაჰჩეში თუ გადავა იწვევდნენ კიდევაც იქ, ჯერ ეთი იმიტომ რომ თურქეთის გრანდია და ლობჟანიძე კრგად მოერგო თურქეთის სუპერლიგას, თურქეთის ლიგა საკმაოდ ძლიერი ლიგაა და იქ თამაში ნებისმიერ კარგ ფეხბურთელს უნდა, ვითუმეტეს ფენერბაჰჩეში.ზოგადად თურქეთის სუპერლიგაში რაც უფრო ბევრი ქართველი ითამაშებს კრგი იქნება ნაკრებისთვის,გალათასარაი,ფენერბაჰჩე,ბეშიქთაში,ტრაბზონი ამ გუნდებში თუ მოხვდებიან ხო საერთოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მათთვის, რადგან ამ გუნდებს ევროპის ტოპ-5-ის სკაუტები დიდი ინტერესით აკვირდებიან.
სოსო
ინგლისში რომ ითამაშო,მთელი რიგი მაღალი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო.ვნახე შოთის ინტერვიუ,სადაც ამბობს,რომ ირაკლი აზაროვს,რომელსაც ნაკრებში ყველა თამაშში ჰქონდა ნათამაშები,ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაში,მხოლოდ 4 ქულა აქვს,ხოლო ინგლისში მინიმუმ 15 ქულაა საჭირო.არც საბას ექნება საკმარისი ქულები.ასე რომ, შოთის ნუ დავემდურებით.ალბათ ძლიერ ლიგაში და ძლიერ ნაკრებში თამაშის მოთხოვნაა სავალდებულო,ინგლისში სამუშაო ვიზის მისაღებად.

გოშაძე და დვალი მეცხე "ზამენები" იყვნენ. ხიზანიშვილი და ამისულაშვილი კი ფეხბურთს კარგა ხანია აღარ თამაშბენ და თან ხიზანა მაგის ძამაკაცია. ასევე, ქართველების ტრასფერები არ ყვარსო, როცა ამბობენ იმას არ ნიშნავს რომ ნული ქართველი წაუყვანია. ახლა რომ დანიშნეს კარგ ჩემპიონატში ახლა უნდა წაიყვანოს ვინმე ახალგაზრდულში მაინც
კახა
ქართველების ტრანსფერები არ უყავარსო, არც მასეა საქმე, შოთისთან უთამაშიათ: ამისულაშვილს,ხიზანას,ოთო გოშაძეს,ლაშა დვალს.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება