კონიაში დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკეთა თურქეთის საკლუბო ჩემპიონატი 14 გუნდის მონაწილეობით
კონიაში დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკეთა თურქეთის საკლუბო ჩემპიონატი 14 გუნდის მონაწილეობით. გუშინ მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა.

"გაზი უნივერსიტესი"-"იარი კრედი სფორი" 4:6 (ჩინარ ჩორღულუ-ბელა ხოტენაშვილი 0:1), "მერსინ ეზგი სატრანჩი"-"დენის გენჩლიკი" 4,5:5,5 (უქართველებოდ), "ტარსუს ზეკა სატრანჩი"-"ისეკ აქუამატჩი" 3:7 (მიხეილ მჭედლიშვილი-რუსტამ კასიმჟანოვი 0,5:0,5, ლუკა პაიჭაძე-ლივიუ-დიტერ ნისიპიანუ 0,5:0,5, კან არდუმანი-ლევან ფანცულაია 0:1), "ბეშიქთაში"-"ჩელიკოლი" 6:4 (კუბრა ოზთურქი-სოფიკო გურამიშვილი 0:1), "ბურსა"-"ინსტაბული" (სოფიო გვეტაძე-მარტა ფიერო 0,5:0,5), "ვეშალკოვ სფორი"-"ადანა" 3,5:6,5 (დავით არუთინიანი-ევგენი მიროშნიჩენკო 0,5:0,5, თორნიკე სანიკიძე-ბარიშ ესენი 0,5:0,5, მარინა ბრუნელო-ნანა ძაგნიძე 0:1.

12 ტურის შემდეგ 21 ქულით ერთპიროვნულად ისევ "ისეკი" (ქულათა საერთო რაოდენობა-74,5) მეწინავეობს. უახლოეს მდევრებს ორი-ორი ქულით უსწრებს და ბოლო ტურში ფრეც ხელს აძლევს ჩემპიონობისთვის, თუმცა ლევან ფანცულაიას გუნდს ეს თვითდამშვიდების საშუალებას არ აძლევს, რადგან წაგების შემთხვევაში მას ბელა ხოტენაშვილის კლუბმა შეიძლება გაასწროს. "იარი კრედი სფორსა" (73) და თურქეთის 2008-2009 წლების ჩემპიონ "ადანას" (68,5) 19-19 ქულა აქვთ. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღეს ბოლო ტურში "ისეკმა" 5-ქულიან "თურქ ჰავა იოლარისთან" წააგოს. "იარი" "მერსინ ეზგი სატრანჩს", ხოლო "ადანა" "იგაზი უნივერსიტესის" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა