საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. გიორგი ჩხაიძის გუნდი მოახლოებული მატჩისთვის 23 მოთამაშის შემადგენლობით 20 ივნისიდან ემზადება.

დღეს, ტექნიკურ ცენტრ ბასაზე საქართველოს ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა. ჩვენ გუნდს ირლანდიასთან შეხვედრაში თამარ ტატუაშვილი, თეონა თოდაძე, ტატა მატვეევა, და ნინო სუთიძე ვერ დაეხმარებიან. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა მომდევნო მატჩში მონაწილეობის მიღებას ირინა ხაბურზანია.

გიორგი ჩხაიძე (საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ირლანდიასთან მატჩისთვის ვემზადებით. მოგეხსენებათ, საკმაოდ კარგი გუნდია, დაკომპლექტებულია ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეებით. მათი კოზირი საჰაერო ორთაბრძოლებია. ეს ყველაფერი პირველ თამაშში კარგად გამოჩნდა. რაც შეეხება შეხვედრას, საკმაოდ რთული თამაში იქნება. საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და ვეცდებით, რომ ღირსეულად გავიდეთ და ღირსებულად ვითამაშოთ".

თამარ ქველიძე (საქართველოს ნაკრების წევრი): "შემადგენლობასთან დაკავშირებით ცვლილებებია. რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ტრავმის გამო დაგვაკლდება. ამის მიუხედავად, ძალიან რთული თამაში იქნება. ირლანდია ერთ-ერთი წამყვანი ნაკრებია ჩვენ ჯგუფში და ძალიან შემტევ ფეხბურთს შემოგვთავაზებენ. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იქნება სუფთად ვითამაშოთ დაცვაში და ამ წნეხს გავუძლოთ. პირველ თამაშში დავმარცხდით, ანგარიში ყველას მოეხსენება და ვეცდებით, რომ ეს აღარ განმეორდეს და პოზიტივი, კარგი მხარე დავანახოთ გულშემატკივარს".

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, 27 ივნისს, 20 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის YouTube არხზე იხილავთ.

nakrebi.ge

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
მოლდოვა 0:1 საქართველო
მოლდოვა 1:0 საქართველო
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა