ერთ-ერთი რამ, რაც იტალიელებმა საუკეთესოდ იციან ზედმეტსახელების შერჩევაა. მაგალითად, ადრიანოს "იმპერატორს" უწოდებდნენ, ფრანჩესკო ტოტის "ოქროს ბიჭუნას" და ანდრეა პირლოს სამუდამოდ "მაესტროს" სახელი ექნება.

იტალიელებს ხელოვნება სისხლში აქვთ, საუკუნეების განმავლობაში ამ ქვეყანაში უამრავი საკულტო ნახატი შეიქმნა, რომლითაც კაცობრიობა სიცოცხლის ბოლომდე ისიამოვნებს. მიქელანჯელოდან-კარავაჯომდე, ყველაზე მარადიული შედევრები ჩექმის ფორმის ერის თითებიდან მოდის.

მაგრამ ხშირად პარალელებს ერთ კონკრეტულ ჩექმასა და მხატვარს შორის ვაწყდებით. ბაჯოს ფეხები და რაფაელოს საღებავის ფუნჯი. იტალიელებმა წყვილის მხატვრულობაში, შემოქმედებით ბუნებაში, ხელოვნების ნიმუშთა წარმოების უნარში იმხელა მსგავსება დაინახეს, რამაც შეიძლება ზრდასრულ მამაკაცსაც კი ცრემლები მოჰგვაროს. იტალიელი ბიჭუნა ერთგულმა გულშემატკივრებმა მისი ღვთაებრივი ნიჭის საპატივცემულოდ რაფაელოდ მონათლეს.

მსგავსება მხოლოდ აქ არ მთავრდება, ორივე ლეგენდამ საკუთარი პროფესიის მთავარი უნარ-ჩვევები თვალწარმტაც ქალაქ ფლორენციაში დახვეწა, რაფაელომ ფლორენციის პროვინციის დედაქალაქში 4 წელი, რობიმ კი - 5 გაატარა. ფორვარდის წარმატებულ წლებს ბოლო 2 სეზონში კულმინაცია მოჰყვა, ბაჯომ სერია A შტურმით აიღო. ვარსკვლავმა 15 და 17 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მხოლოდ გატანილი ბურთები არ იკმარა და მონაგარს 12 შედეგიანი გადაცემაც დაურთო. იტალიურ ფეხბურთში კი თავი დაიმკვიდრა, როგორც ძვირფასი სამკაული.

სალვატორ შილაჩი და რობერტო ბაჯო (1990 წელი)

მაგრამ კალჩოს, ფაქტობრივად არაფერი ჰქონდა ნანახი...

ბაჯოს ტილოზე ერთი შავი ლაქა მაინც არსებობს, უპატიებელი ხაზი, რომელიც 1990 წელს გადაკვეთა და ფლორენცია ტურინზე გაცვალა. ხელოვანმა გადაწყვიტა, რომ რენესანსის ქალაქში უკვე საკმარისი ისწავლა, ნიჭის ბოლომდე გამოსავლენად კი ახალი, უმაღლესი სცენა სჭირდებოდა.

ღვთაებრივი ცხენისკუდა იტალიის მთავარი კლუბის ლიდერ მოთამაშედ იქცა. 10 ნომრიანი მაისური მოირგო, რომელიც მანამდე ლეგენდარულ მიშელ პლატინის ეკუთვნოდა. ტურინული პუბლიკა ახალგაზრდა ტალანტისგან ბევრს ელოდა.

"მე, ბიანკონერი "შავ თეთრთა" ტყვეობაში მოვექეცი, მათ პალიტრაზე ფერების შეცვლა სურდათ".

ბაჯო არასოდეს ყოფილა ცოტაოდენი წვეთი, ის მთელი ცისარტყელა იყო.

იტალიელი სუპერვარსკვლავის თამაში ხედვასა და მომენტების ბრწყინვალედ დასრულებისგან იყო შემდგარი. ჯერ ჰქმნის, შემდეგ კი მოქმედებაში გადააქვს, ისევე როგორც კარგ მხატვარს. რა თქმა უნდა, მშვენიერია, როდესაც ხედავ და ამჩნევ იმას, რასაც სხვა ვერც წარმოიდგენს, თუმცა განხორციელება და გაცოცხლება საერთოდ სხვა საქმეა.

ბაჯოს "იუვენტუსში" მხარს გამორჩეული მოთამაშეები უბამდნენ, რომლებიც ცდილობდნენ აჰყოლოდნენ ხელოვანს მოქმედებაში, იტალიელი მოჭადრაკის მსგავსად თამაშობდა, "სპექტაკლს" ყველაზე ადრე კითხულობდა, მოწინააღმდეგის ორ სვლას რამდენიმე წამით ადრე იცნობდა. მზად იყო ეთქვა "შამათი" და ამას მეტოქის დაუნდობლად აკეთებდა.

შედარებებისა და ანალოგები, რომ გვერდით გადავდოთ, იტალიელი ფორვარდი უბრალოდ ჯადოქარი იყო, მისი ერთი პასით მოწყვეტილი მთელი დაცვის ხაზი, ასრულებდა უმაღლესი დონის დრიბლინგს, თითქოს ამ მომენტში საკუთარი ცეკვის ინტერპრეტაციას ახდენდა, კარიერაში უამრავი რთულად გადასალახი მომენტი ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა მის სახეს შვებას გვრიდა.

გარდა ბრწყინვალე საფეხბურთო უნარებისა, ბაჯო მზად იყო გუნდში ნებისმიერი როლი მოერგო, არც სიღრმიდან თამაშზე ამბობდა უარს, რადგან შორეული დარტყმების განხორციელება ნებისმიერი კუთხიდან შეეძლო, მეკარის დამარცხებას განუსაზღვრელი მანძილიდან ახერხებდა. იშვიათად გვინახავს ფეხბურთელი, რომელიც კარგი ბომბარდირია და ამავდროულად უმნიშვნელოვანესი გოლების გამტანი დიდ მატჩებში.

"იუვეს" ათმა ნომერმა პირველ ორ სეზონში 32 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. 1992/1993 წლების სეზონში ტურინელებს აშკარად მხსნელად მოევლინა. დასაწყისს ტრიუმფალური გაგრძელება მოყვა, 21 გოლი კაპიტნის რანგში 6 გატანილი გოლი ევროპულ თასზე, "ბებერი ქალბატონი" ფინალში "დორტმუნდს" ამარცხებს და რობი უეფას ტიტულის გამარჯვებული ხდება.

პირველ მატჩში ბაჯომ დუბლი გაიფორმა და "ბიანკონერიმ" 3:1 გაიმარჯვა, მეორე შეხვედრაში კი გერმანელები 6:1 გაანადგურეს. ეს იყო დიდებული მომენტი ფორვარდის კარიერაში, რომელიც აქამდე ტიტულით არასოდეს დაჯილდოებულა.

თუმცა მოგეხსენებათ, არცერთი ხელოვანი არ ითხოვს დიდ აღიარებას, ან დიადად მონათვლას, საკმარისია საკუთარი თავის გამოხატვა და საკუთარი ნიჭის მსოფლიოსთვის შეთავაზება, ასეთი იყო რობერტოც... უბრალოდ იმ იმედით, რომ ისინი დააფასებენ და შეიყვარებენ.

1995/1996 წლების სეზონი მის ტურინულ კარიერაში მძიმე გამოდგა, გაუთავებელი ტრავმების გამო გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, თუმცა ერთი სეზონის შემდეგ სკუდეტო "მილანის" რიგებში მოიგო, ტურინში მოგზაურობა დასრულდა...

"შავ-წითელთა" რიგებში მარტოდმარტო ბრძოლას, მოჰყვა ხელახალი დაბადება "ბოლონიაში", ჩრდილოეთელთა რიგებში კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა და 30 მატჩში 22 გოლის გატანა შეძლო... ლოგიკურმა ვარდნამაც არ დააყოლა და 2 წარუმატებელი სეზონი "ინტერის" რიგებში ჩაატარა, თუმცა "ბრეშაში" ყველაფერი გამოსწორდება...

ბაჯოზე ბევრის თქმა და დაწერა შეიძლება. ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით ისეთი ნიჭიერები, როგორც ადამიანი, რომელმაც ცარიელ ტილოზე საკუთარი ემოციები სრულად გადაიტანა. სტატისტიკა და ჩატარებული მატჩების რაოდენობა მის კარიერაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. სწორედ ეს ხდის მას ასეთ დიდებულს.

როგორც ხელოვნების ნიმუშს, უბრალოდ შეგიძლიათ უყუროთ, აღფრთოვანდეთ მისი სილამაზით და აღიაროთ, რომ მისი არსებობა ამ სამყაროში შთამბეჭდავია.

სტატია მომზადებულია 90min.com ის მიხედვით

VoG
გენიალური ფეხბურთელი იყო. 90 იანელების კუმირი!
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ფეხბურთის ისტორიაში TOP 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი
"იუვენტუსის" ყველა დროის 5 საუკეთესო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?
კარგად ორგანიზებული ძარცვა პროფესიონალების მიერ - იტალიაში რობერტო ბაჯოს თავს საკუთარ სახლში დაესხნენ
ფრაგმენტი ბაჯოს ცხოვრებიდან - ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი 56 წლის გახდა
რობერტო ბაჯო: ფეხბურთი აღარ მაინტერესებს
10 ცნობილი ფეხბურთელი, რომლებმაც იტალიის ჩემპიონატის სამ წამყვან კლუბში ითამაშეს