დღეს, 18 თებერვალს, ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, რობერტო ბაჯო 56 წლის გახდა. გთავაზობთ ფრაგმენტს მისი ცხოვრებიდან, რომელსაც მისი შვილი ვალენტინა ბაჯო ყვება.

"1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, ირლანდიასთან მატჩის შემდეგ მამამ დედას დაურეკა: "უნდა ჩამოხვიდეთ, ძალიან მჭირდებით". ნიგერიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩავედით და მაშინვე მის სანახავად გავეშურეთ. როცა ჰოლში შევნიშნე მისკენ გავიქეცი, ვუთხარი, რომ მიყვარდა და ვფიქრობ, მაშინ აივსო იმ ენერგიით, რაც ასე ძალიან ჭირდებოდა.

მეორე დღეს იტალიამ მისი ორი გოლით გაიმარჯვა, გამარჯვებისა კი მე მომიძღვნა, ტრიბუნებზე მეძებდა. მატჩის შემდგომ ინტერვიუზე მის მუხლებზე მოკალათებული ვიჯექი და ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რას ვფიქობდი მასზე, ვუპასუხე: "რომ მამაჩემი მსოფლიოში საუკეთესოა".

ჩვენ მას გვერდიდან არ ვშორდებოდით, გარდა ბრეშაში გატარებული პერიოდისა. ხალხს ბაჯო უყვარდა. კარგად მახსოვს, როცა 2002 წელს ტელეფონზე დაურეკეს, სახლის ტერასაზე ვიდექით. მის თვალებში ამოკითხულ იმედგაცრუებას ვერ ვივიწყებ. დღეს უკვე ვიცი, რომ საქმე ფიზიკურ მზაობას არ ეხებოდა, თუმცა ყველაფერმა ასე ჩაიარა, უხმაუროდ.

რაც მან თამაში შეწყვიტა, კვირა დღე ისეთი აღარ არის. ყველაფერს გავიღებდი, რათა მეხილა როგორ თამაშობს ისევე, როგორც 90-იანებში, როგორ ფლობს ბურთს, კარისკენ მიიწევს და ფეხბურთს ბრწყინვალე გოლებით ალამაზებს, ჩვენ კი ყოველ მის გოლს ყიჟინით ვეგებებით. დღესაც კი, როცა ეზოში გვეთამაშება, ცდილობს ეს ნაკლები დატვირთვით გააკეთოს, რადგან ტკივილის ეშინია. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია, რომელიც მთელი ცხოვრებაა მტანჯავს. ვუყურებ მას და ვხედავ, როგორ ანადგურებს ეს ტკივილი 53 წელია.

"მამა, ჩემს მუხლს მოგცემ, ის მე არ მჭირდება" - ვეუბნებოდი ბავშვობაში. მთხოვდა გავჩუმებულიყავი, მაგრამ, სიმართლე ის არის, რომ მე გულწრფელად ვიყავი მზად მისთვის მუხლი დამეთმო".

წყარო: Football's Greatest

შაკო
უბრალოდ დატკბით https://www.youtube.com/watch?v=G9vt6nkHLEU
ლაშა
იტალია 90-ზე ბრინჯაო აიღო, აშშ 94-ზე ვარცხლი, საფრანგეთი 98-ზე კი არ წაიყვანეს!... P.S. საფრანგეთი, რომელმაც 90-ის და 94-ის მუნდიალები გამოტოვა (მაშინ უეფას პრეზიდენტი პლატინი გახლდათ) ჩემპიონი გახდა და მიუხედავად ზიდანის უდიდესი პატივისცემისა, რონალდო საიდუმლო ვითარებაში, ფინალის წინ მოიწამლა და მთელი ბრაზილიის ნაკრები ვერ გრძნობდა კარგად თავს. ამ მუნდიალზე კი ბაჯო არ წაიყვანეს...
ტტტ
კიდე ამის წაკითხვა უნდა ჩვენს ზოგიერთ, პრინციპში უმრავლესობა ფეხბურთელს, რომ ბაჯო მთელი ცხოვრება მუხლების ტკივილით იტანჯებაო, იტყვიან ა ბატონო ასეთი, რომ არ დაგვემართოს იმიტომ არ ვიხარჯებით ბოლომდეო.DDDD
ლაშა
ყველაზე ძლიერი იტალიელი ფეხბურთელი, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო!
ლეჩხუმელი
ნამდვილი ლგენდა და დაუფასებელი ფეხბურთელი,ვისაც ბაჯოს თამაში უნახავს ისიც ეცოდინება რომ ეგეთი ლეგენდები ას წელიწადში ერთხელ იბადებიან,ერთი რამ ნამდვილად სულ თან დასდევდა, უიღბლობა

საუკეთესო იტალიელი თავდამსხმელი
Charley
ვფიქრობ ყველა დროის ყველაზე ესთეტიკური იტალიელი ფეხბურთელი. თუ ვინმემ იტალიის ნაკრები მის ფარგლებს გარეთ შეიყვარა და მათ შორის საქართველოშიც ქომაგობს ეს პირველ რიგში ამ დიდი ათიანების ბაჯოს, დელპიეროსა და ტოტის დამსახურებაა. ამათი წასვლით აპენინის მწვანე მოედნებზე დაობლებული "ელეგანტურობა" კვარადონამ თავიდან აღმოაცენა.
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
ფეხბურთის ისტორიაში TOP 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი
კარგად ორგანიზებული ძარცვა პროფესიონალების მიერ - იტალიაში რობერტო ბაჯოს თავს საკუთარ სახლში დაესხნენ
"იუვენტუსის" ყველა დროის 5 საუკეთესო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?
რობერტო ბაჯო - იტალიელი ღვთაებრივი მხატვრის მემკვიდრე
რობერტო ბაჯო: ფეხბურთი აღარ მაინტერესებს
10 ცნობილი ფეხბურთელი, რომლებმაც იტალიის ჩემპიონატის სამ წამყვან კლუბში ითამაშეს