"ანორთოსისი" ვეღარაა ისეთი ძლიერი, ქეცბაიას მწვრთნელობისას რომ იყო, მაგრამ ”გაგრასთან” მაინც ფავორიტად მიიჩნევა
როგორც საქართველოს თასის მფლობელი, "გაგრა" ევროპის ლიგაზე მეორე ეტაპიდან დაუშვეს, სადაც წილისყრისას განუთესავი იყო და ხელწამოსაკრავ მეტოქეს ვერ გადაეყრებოდა. "ანორთოსისი" დღეს ვეღარაა ისეთი ძლიერი გუნდი, თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას რომ იყო, მაგრამ ქართველებთან დაპირისპირებაში მაინც ფავორიტად მიიჩნევა.

ამის მიუხედავად, დიდი იმედი გვაქვს, რომ ანატოლი პისკოვეცის გუნდი ამჯერადაც გამოაჩენს მებრძოლ ხასიათს და კვიპროსული ბარიერის გადასალახად ბოლომდე იბრძოლებს.

1911 წელს დაარსებულ "ანორთოსისს" ტიტულები არ აკლია - კვიპროსის 13-გზის ჩემპიონი, 10-გზის თასისა და 7-გზის სუპერთასის მფლობელია. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონობაცა და თასიც გუნდს ბოლოს ქეცბაიამ მოაპოვებინა - შესაბამისად, 2008 და 2007 წლებში.

ბევრს არ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რას ნიშნავს თემური ამ კლუბისთვის. იგი "ანორთოსისის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელადაა აღიარებული და მისი კუთვნილი 14-ნომრიანი მაისურა გუნდში აღარავის აცვია.

ზედმეტია იმის შეხსენებაც, რომ "ანორთოსისმა" ევროსარბიელზე ყველაზე დიდ წარმატებას ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი თავკაცის წყალობით მიაღწია - 2008 წელს ქეცბაიამ ფამაგუსტელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა და იმის მიუხედავად, რომ "ანორთოსისმა" იქ ბოლო ადგილი დაიკავა, თავი ნამდვილად არ შეურცხვენია. ყველაზე გამორჩეული, ალბათ, ჟოზე მოურინიოს "ინტერთან" საშინაო დაპირისპირება იყო, რომელიც 3:3 დასრულდა.

არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ "ანორთოსისისა" და "გაგრას" დაპირისპირება უპრეცედენტო ამბავია. ცხადია, არა საფეხბურთო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით - ორივე ხომ უცხო ქვეყნისგან ოკუპირებული ქალაქის კლუბია და იძულებით აქვთ შეცვლილი დისლოკაციის ადგილი. "ანორთოსისი" ფამაგუსტადან ლარნაკაში გადაბარგდა, "გაგრა" კი დროებით თბილისშია დაბინავებული.

ქეცბაია ერთადერთი ქართველი არ არის, ვისაც "ანორთოსისში" უთამაშია. მის გარდა, გუნდის ღირსებას იცავდნენ გიორგი ქინქლაძე, კლიმენტი წიტაიშვილი და გოჩა ხოჯავა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ რაუნდში მხოლოდ ერთხელ უთამაშია, მაგრამ ევროთასებზე ქართულ კლუბებზე უკეთეს შედეგს "ანორთოსისი" მაინც ხშირად აჩვენებს. თუნდაც შარშანდელი სეზონი გავიხსენოთ, როცა ფამაგუსტელებმა ევროპის ლიგაზე სამი ეტაპი გადალახეს: ჯერ სომხურ "ბანანცს" აჯობეს (3:0, 1:0), მერე ხორვატიულ "შიბენიკს" სძლიეს (0:2, 3:0) და ბელგიურ "სერკლ ბრიუგესაც" გასცდნენ (3:1, 0:1), ჯგუფში შესასვლელ პლეი ოფში კი მოსკოვის ცსკა-სთან ვეღარაფერს გახდნენ - შინ 1:2 დამარცხდნენ, სტუმრად კი 0:4 განადგურდნენ.

ევროტურნირებზე "ანორთოსისს" სულ 92 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 29 მოიგო, 15 ფრედ დაასრულა და 48-ში დამარცხდა.

კვიპროსის გასულ ჩემპიონატში "ანორთოსისმა" მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონ აპოელ-ს მთელი 17 ქულით ჩამორჩა, მეორეადგილოსან "ომონიას" კი - 5-ით.

"გაგრას" მეტოქეს, რომელიც საშინაო მატჩებს 12-ათასიან "ანტონის პაპადოპულოსზე" ატარებს, შემადგენლობა ნამდვილად არ დაეწუნება. გუნდს ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი სტანიმირ სტოილოვი წვრთნის, შემადგენლობაში კი კვიპროსელები უმცირესობაში არიან.

"ანორთოსისის" საუკეთესო ბომბარდირი გასულ სეზონში პორტუგალიელი თავდამსხმელი კაფუ გახდა, ლეგიონერები კი ფამაგუსტელებს საიდან აღარ ჰყავთ - საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან, საფრანგეთიდან, სლოვენიიდან, პოლონეთიდან, ნიგერიიდან, შოტლანდიიდან, პორტუგალიიდან, კოლუმბიიდან, ესპანეთიდან, არგენტინიდან, ჰოლანდიიდან და ჰოლანდიის ანტილებიდანაც კი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა