ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველ ლეგიონერთაგან მხოლოდ ყარაბახელმა გიორგი ადამიამ გააღწია
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასულ ხუთშაბათს რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა, რომელთაგანაც მეორე რაუნდში მხოლოდ ყარაბახელმა გიორგი ადამიამ გააღწია. მისმა გუნდმა ჯერ სტუმრად 4:0 გაანადგურა ლიტვური "ბანგა", შემდეგ შინ 3:0 გაიმარჯვა და მეორე ეტაპზე საქმეს, ალბათ, კიდევ უფრო სუსტ გუნდთან, ფარერულ "სტრეიმურთან" დაიჭერს.

"ბანგასთან" განმეორებით შეხვედრაში ადამიამ სრულად ითამაშა, მაგრამ გოლი ვერც ამჯერად გაიტანა.

მეტოქის კარი დალაშქრა ლატვიური "დაუგავას" ქართველმა თავდამსხმელმა მამუკა ღონღაძემ, მაგრამ ეს მისი გუნდისთვის დიდი ვერაფერი შეღავათი აღმოჩნდა. "დაუგავამ", რომელიც წინა ხუთშაბათს შინ 0:5 განადგურდა ნორვეგიულ "ტრომსოსთან", სტუმრად 1:2 წააგო. ღონღაძემ პირველ ტაიმში ანგარიში გაათანაბრა, მეორეში კი დაუგაველმა ბიძინა ცინცაძემ ავტოგოლი გაიტანა. ღონღაძემაც, ცინცაძემაც და გიორგი ჩიხრაძემაც შეუცვლელად ითამაშეს.

სომხურმა "ულისმა" "ფერენცვაროშთან" სტუმრად წაგებული 0:3-ის შემდეგ უნგრელებს წინააღმდეგობა ვერც ერევანში გაუწია და 0:2 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში გიორგი კრასოვსკიმ და შოთა ჯიქიამ სრულად ითამაშეს, თენგიზ უგრეხელიძე 86-ე წუთზე შეცვალეს, ლევან აკობია კი სათადარიგო იყო.

"ყარაბახისგან" განსხვავებით, პირველი ეტაპი ვერ დასძლია მეორე აზერბაიჯანულმა კლუბმა აზალ-მა, რომელიც ბელარუსში "მინსკთან" 1:2 წაგების შემდეგ შინ 1:1-ს დასჯერდა. აზალ-ის შემადგენლობაში ნუგზარ კვირტიამ შეუცვლელად ითამაშა.

ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე კიდევ რამდენიმე ჩვენებური ითამაშებს. აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანი" ფინურ "კუოპიოს" დაუპირისპირდება, გიორგი მერებაშვილის "ვოივიდონას" მეტოქე ლიხტენშტაინური "ვადუცი" იქნება, ვაჟა თარხნიშვილის "შერიფი" კი ბოსნიურ "ჟელეზნიჩარს" შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა