"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის ზაფხულის ტესტ-სერიის პირველი მატჩისთვის უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა.

3 ივლისს საქართველო ქუთაისში, „აია არენაზე“ არგენტინა XV-ს 18 საათზე ეთამაშება.

ეს ამ გუნდების მეოთხე შეხვედრაა. არგენტინა XV-ს პირველად ქართული რაგბის 50 წლის იუბილეზე ვეთამაშეთ 24:22 ვძლიეთ, მერე რუმინეთში, ბუქარესტის ერთა თასზე 14:13 დავამარცხეთ, ბოლოს კი თბილისის თასზე გამარჯვება მეტოქეს დარჩა – 26:16.

ურთიერთშეხვედრების ისტორიიდანაც ჩანს, რომ არგენტინა XV-თან ყოველთვის დაძაბული შეხვედრები გვქონდა, წელს კი სტუმრები საუკეთესო შემადგენლობით არიან ჩამოსული, რაც გულშემატკივარს საინტერესო ორთაბრძოლას პირდება.

„აია არენაზე“ პირველ ხაზში თამაშს იწყებენ გურამ გოგიჩაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე და ლუკა ჯაფარიძე. მეორე ხაზში ლაშა ჯაიანი და კოტე მიქაუტაძე შეწყვილდებიან. მესამე ხაზში ოთარ გიორგაძეს, ბექა საღინაძეს და ბექა გორგაძეს ვიხილავთ.

ღერძზე შეთამაშებული წყვილი – ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე დადგებიან. ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება, ფრთებზე სანდრო თოდუასა და აკა ტაბუცაძეს ვიხილავთ, ფულბეკი კი 19 წლის დავით ნინიაშვილია.

მარქაფაში ერთი დებიუტანტია – ბურჯი გურამ პაპიძე. პირველ ხაზში გუნდს გააძლიერებენ კვაჭი შალვა მამუკაშვილი და ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი; მეორე და მესამე ხაზში შეცვლაზე შევლენ ნოდარ ჭეიშვილი და ლუკა ივანიშვილი. 9 ნომრის მარქაფაშია მიხეილ ალანია, ხოლო ხაზში ლაშა ხმალაძე და დემურ თაფლაძე.

3 ივლისს. ქუთაისი. 18:00

საქართველო – არგენტინა XV

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 2. ჯაბა ბრეგვაძე (კუბოტა), 3. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი), 4. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი), 18. გურამ პაპიძე (ლა როშელი); 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

rugby.ge

დიმა
რატომ არ ტარდება ერთი მატჩი მაინც თბილისში?
რეზო
არა, ინახავს!
ზურა
ზუსტად იგივე კითხვა მიცნდება სულ მეც. სულ ძირითადშია! თუ თვითონ არ უნდა ან რამე სხვა მიზეზია,უნდა აგვიხსნან. აღარ ვართ სამოყვარულო რაგბის ეპოქაში! ისედაც უამრავი კითხვაა სულ კადრების შერცევასთან დაკავშირებით. ყაულაშვილი, ჩილაჩავა, ტაბიძე- როგორც მინიმუმ. ნუცუბიძე, მატარაძე
რეზო
კი, გელა და ბექა(გიგაშვილი) იტალიისთვის ჯოკრებად შემოვინახეთ. ისე, პაპიძე ძალიან მაგარი.ბიჭია. თუ არ მოუკლო, ზირაქა, ქუბრი, ჩილაჩავა, ანტონას, გიგაშვილის დონეს ითამაშებს. პ.ს. ჩილაჩავასთან თუ შერიგდება მაისაშვილი, კარგი იქნება..მსოფლიოზე ძალიან გვჭირდება
სიმართლე
აფრასიძე გვიან ჩამოვიდა, დაღლილია და ასვენებენ. ასევე იტალიისთვის ინახავენ გიგაშვილს
სოსო
კარგ თამაშს და გამარჯვებას ვუსურვებ ბიჭებს.იმედია გელა აფრასიძე ჯანმრთელადაა და მხოლოდ ალანიასათვის სათამაშო დროის მისაცემად არაა, განაცხადში.
დემე
გოგოლაძეს იმედია მიეცემა შანსი, ნოემბერში თუ არა ერთა თასზე მაინც. პრო დ2ში სტაბილურად თამაშობს და ხაზში ღერძის გარდა ყველგან შეუძლია თამაში ფრთებზეც ცენტრებზეც და 15ზეც და ასეთ მორაგბეს რატომ აიგნორებენ ვერ ვხვდები. ბევრი ხაზის მოთამაშე გვყავს პრო დ2-ის დონის ლიგებში?! თან ასეთი უნივერსალი. + იბან წულაძეც პერსპექტიულია
ქომაგი
წარმატებები ბიჭებს! აფრასიძეს რამე ტრამვა აქვს?
მერაბი
გამარჯვებით გაიხარეთ და ჩვენც გაგვახარეთ ბიჭებო!
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის