ფრენკი დე იონგი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან ახლოსაა, ფაბრიციო რომანოს ცნობით, კლუბები სატრანსფერო თანხაზე შეთანხმდნენ, ფრენკი 65+20 (ბონუსის სახით) მილიონის სანაცვლოდ "წითელ ეშმაკებს" შეუერთდება. ინგლისელებმა "აიაქსის" ცენტრალური მცველის ლისანდრო მარტინესზეც გააკეთეს შეთავაზება, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

"მონცას" პრეზიდენტს სილვიო ბერლუსკონის ამ ზაფხულს დიდი გეგმები აქვს. სერია A-ს დებიუტანტი ანდრეა ბელოტის, მაურო იკარდისა და პაულო დიბალას გადაბირებით ინტერესდება. Sky italia-ს ცნობით ადრიანო გალიანი ვანდა ნარას (იკარდის აგენტს) უკვე დაუკავშირდა. მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია, პირველი მოლაპარაკებები შედგა პაულო დიბალას აგენტთანაც.

მას შემდეგ, რაც "არსენალიდან" "ბეტისში" განათხოვრებულმა ექტორ ბელერინმა ლა ლიგაში წარმატებული სეზონი ჩაატარა, ესპანელით "ვილიარეალი" დაინტერსდა. Estadio deportivo-ს ცნობით, "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" მეთოფეებს მოთამაშის შესახებ მიმართეს, ტრანსფერის ინიციატორი პირადად გუნდის თავკაცი უნაი ემერია, ბასკს სპეციალისტს "არსენალში" ბელერინთან უკვე უმუშავია. ტრანსფერის ალბათობა დიდია, რადგან ექტორს ინგლისში თამაში აღარ სურს.

ჰენრიხ მხითარიანი "რომას" ინსტაგრამის საშუალებით დაემშვიდობა. სომეხი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით "ინტერს" შეუერთდება. 33 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი 2024 წლამდე იქნება გათვლილი და ხელფასის სახით წლიურად 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.

"მარსელი" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა, არგენტინელმა დამრიგებელმა ხორხე სამპაოლიმ თანამდებობა მოულოდნელად დატოვა. RMC Sport-ის მიხედვით, მის შემცვლელად ფრანგულ კლუბში იგორ ტუდორს განიხილავენ. ხორვატიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე ბოლოს იტალიურ "ვერონას" წვრთნიდა.

მოჰამედ სალაჰი "ლივერპულთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს, ბრიტანული მედიის ცნობით ეგვიპტელი მერსისაიდელთა რიგებში 2025 წლამდე იასპარეზებს. მისი ხელფასი კვირაში 400 000 ფუნტი იქნება.

რაჰიმ სტერლინგი ჩელსის უახლოვდება, Daily Mail-ის ცნობით მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. სატრანსფერო ღირებულება 52 მილიონ ევროს შეადგენს. "არისტოკრატებს" შეტევის ხაზის გაძლიერება სურთ, მას შემდეგ, რაც კლუბი რომელუ ლუკაკუმ დატოვა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ლუკა
ძაღლი ჩააკვდა ლაპორტას, გაბერილ მაფიოზასს!
თემოს
1000000000% მართალი ხარ.
თემო
დე იონგ! წადი მოშორდი მაგ ჭაობს! მაგათთვის, მარტო ფულია მთავარი. ფეხბურთელს, რომ წირავენ მაგით იღებენ სიამოვნებას, მაგალითები ბევრი გვაქვსს: სუარესი, ლეო მესი და აგერ შენც.
ალვარესი "ბარსელონაში"? არგენტინელს ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ
AS: 2024 წლის ზაფხულში "რეალი" ალფონსო დევისის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
"ბარსელონა" და "რეალი" სანეს დამატებით დაინტერესდნენ - ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მიიღებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
რაფინია ალკანტარამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
აზაროვის გარდა "შახტარს" უკრაინის ნაკრების მცველი დატოვებს
ვინც ზედმეტი კილოგრამებით დაბრუნდება, არ ითამაშებს - გვარდიოლა ფეხბურთელებს წონაზე შეამოწმებს
1914 წლის შედეგი გაიმეორეს - "ასტონ ვილა" 10 მატჩია ვერავინ აჩერებს
კლუბის ყიდვა და კარიერის განახლება - დანი ალვეში შესაძლოა, მოედანს დაუბრუნდეს
ვსა-მ "ქუთაისი" დაამარცხა და თსუ ერთპიროვნულად გალიდერდა | "მარგვეთმა" რუსთავში იმარჯვა
[VIDEO] "ასტონ ვილას" ფანტასტიკური სერია - ემერის გუნდი ჩემპიონობის პრეტენდენტი ხდება...
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "უდინეზემ" "ფიორენტინასთან" დიდი ანგარიშით წააგო
ბუდუ ვერ დაეხმარა - "ჰაიდენჰაიმი" "ბაიერნთან" განადგურდა
მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის "რეალთან" ფინალურ მატჩში
საზონოვი პირველად იყო განაცხადში - "ტორინომ" "სასუოლოს" მოუგო
[VIDEO] დავითაშვილის გოლმა "სენტ-ეტიენი" თასზე "ნიცასთან" მარცხისგან ვერ იხსნა
[VIDEO] დავითაშვილმა ლიგა 1-ის გუნდს გაუტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "ჰანოვერს" თამაში შემოუტრიალა
კონტეს პირადი მოთხოვნით - "ნაპოლის" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურს
[VIDEO] ვინისიუსს "რეალის" ფანებმა დაუსტვინეს
"ამას ნამდვილად არ ველოდი, შოკში ვიყავი" - მიკელ არტეტა
კალათბურთის განვითარების პროგრამით სამეგრელომ და აჭარამ ინვენტარის მორიგი შევსება მიიღო
"რომამ" დოვბიკის დამატება პრემიერლიგის კლუბებს შესთავაზა