საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "ვალენსიას" 21 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი ახალი სეზონისთვის ემზადება. გასულ წელს დიდი გამოცდილება მიიღო და მიზანსაც მიაღწია. "მამარდამ" გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა.

ესპანურ Marca-სთან ინტერვიუში გიორგი განვლილ სეზონზე ვრცლად საუბრობს.

"გასულ სეზონში უდიდესი გამოცდილება მივიღე და მზად ვარ მიღებული ცოდნა შემდეგ სეზონში მაქსიმალურად გამოვიყენო. მაქვს მიზანი, რომ ჩავატარო კიდევ უფრო მეტი მატჩი და კლუბს ევროსაგზურის მოპოვებაში დავეხმარო. დატოვო საქართველო და გადახვიდე ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის გუნდში, არ არის მარტივი, რადგან საჭიროა დიდი შრომისა და ძალისხმევის გაწევა, თუმცა იღბალიც აუცილებელია".

მეკარემ გასული სეზონის რთულ პერიოდზეც ისაუბრა

"4 თვის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ძალიან რთულია. ვიცოდი, რომ სიტუაციის სასიკეთოდ შემოტრიალება მხოლოდ თავდაუზოგავი ვარჯიშით შემეძლო. ლა ლიგაში თამაში ურთულესია, დასაწყისში ნამდვილად გამიჭირდა, მაგრამ, როდესაც რეგულარულად თამაში დავიწყე, თავდაჯერება მომემატა, შემდეგ კი ყველაფერი გამარტივდა. რთული სეზონი იყო, უამრავი იმედგაცრუებითა და სიხარულით. ხშირად ვფიქრობ, ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო, სად ვიქნებოდი ახლა. "ვალენსია" დიდი ისტორიის მქონე ტრადიციული გუნდია. ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბში ვთამაშობ. არის რამდენიმე კომპონენტი, რომლებშიც მოსამატებელი მაქვს და ამაზე ვმუშაობ.

ველოდები გატუზოსთან მუშაობის დაწყებას. ვიცი, რომ ძალიან ემოციურია. სანახაობრივი ფეხბურთის თამაში სურს, ბურთის დაცვიდან შეტევაში მოკლე პასების მეშვეობით ატანა. ბედნიერი ვიყავი, როდესაც ახალმა მწვრთნელმა დამირეკა", - ამბობს გიორგი.

შეგახსენებთ, ახალ სეზონში "ღამურები" პირველ მატჩს შინ "ჟირონას" წინააღმდეგ გამართავს.

გია
მამარდა! გვჯერა და გვერდში გიდგავართ!
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა