დევიდ ბექჰემს სწამს, რომ მადრიდის "რეალი" ჟოზე მოურინიოსთან ერთად ყველაფერს მოიგებს
დევიდ ბექჰემს სწამს, რომ მადრიდის "რეალი" ჟოზე მოურინიოსთან ერთად ყველაფერს მოიგებს, რადგან ეს უკანასკნელი ინგლისელი ფეხბურთელის აზრით, გენიოსია.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კარიერის ნაწილი "სანტიაგო ბერნაბეუზეა", ის მადრიდში 2003 წლიდან 2007 წლამდე თამაშობდა. აი, რა უთხრა დევიდმა ესპანურ "მარკას": "მადრიდელები სუპერგუნდს ქმნიან. ეჭვიც არ მეპარება, მათ ყველა ტიტულის მოგება ძალუძთ, "რეალშია" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი. მოურინიო გენიოსია და ეს მან არაერთხელ დაამტკიცა". ბექჰემმა კრიშტიანო რონალდოც შეაქო, ფეხბურთელი, რომელმაც ის ჯერ "მანჩესტერში", მოგვიანებით კი "რეალში" შეცვალა: "რონალდო ფენომენია, ის ერთ-ერთი საუკეთესოა პლანეტაზე, იმედი მაქვს, ოდესმე მოედანზე შევხვდები".

რეალი, ბარსა და... ჩვენ

ანდალუსიურ კლუბში ბოლო დროს ჩადებულმა ინვესტიციებმა "მალაგას" ნახევარმცველ აპონიოს შემდეგი ათქმევინა: "ახალი სეზონიდან გამოჩნდება, რომ ესპანურ ფეხბურთში ახალი რეალობაა - ახლა აქ სამი გრანდია: "რეალი", "ბარსა" და ჩვენ. ჩვენ ახლა ლამის მათი სწორი ვართ, ვინ იფიქრებდა ამას ცოტა ხნის წინ? ისე არ გამიგოთ, რომ ლა ლიგის მოგებას ვგეგმავთ, ეს თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა რეალობაა", - უთხრა ფეხბურთელმა სააგენტო ეფე-ს.

შეგახსენებთ, რომ "მალაგამ" სეზონის წინ ისეთი ფეხბურთელები შეიმატა, როგორიც რუუდ ვან ნისტელროი, იორის მატეისენი, ჟერემი ტულალანი და ხოაკინია. ახლახან გუნდის ჩილელმა თავკაცმა მანუელ პელეგრინიმაც ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ანდალუსიურ კლუბთან.

ადიოს ლასანა?

როგორც ჩანს, მოახლოვდა დრო, როცა "რეალში" ფრანგი ლასანა დიარა აღარ ითამაშებს. ჟოზე მოურინიომ ლასანა ამერიკის ტურნეზე გასამგზავრებელ სიაში არ შეიყვანა. "ვაშინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა მოურინიოს შედგენილი 25-კაციანი სია. 26 წლის ფრანგმა ამას წინათ განაცხადა, რომ "რეალში" დარჩენა სურს, თუმცა ნური შაჰინის დამატების შემდეგ (რის გამოც "რეალის" სათამაშო სქემა იცვლება) დიარა თამაშგარეთ რჩება. სხვათა შორის, დიარა უკლუბოდ ნამდვილად არ დარჩება, მისი შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "იუვენტუსს" სურთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა